x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა ელის აშშ-ში ქარიშხალი "ჰარვისა" და "ირმას" შემდეგ "დამხრჩვალ"500 000 ავტომობილს?
image


ტეხასში და სხვა შტატებში დაიწყო მზადება ჩაძირული ავტომობილების უტილიზაციისთვის, მარტო ჰიუსტონში ავტოსადგომ Royal Purple Raceway-ში 30 000 ავტომობილი ელოდება თავის რიგს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.

image

გრიგალმა ჰარვიმ ტეხასში და მეზობელ შტატებში დაახლოებით 100 000 მანქანა გამოუსადეგარი გახადა, ამ ავტომობილების ნაწილის უტილიზაცია მოხდება, ნაწილი გარემონტდება, ხოლო ნაწილს აუქციონზე გაიტანენ გასაყიდად.



სექტემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ჰიუსტონის ავტოსადგომზე, რომელსაც 160 ჰექტარი ფართობი უკავია, უკვე 30 000-ზე მეტი ავტომობილი დაგროვდა.მანქანების მფლობელები სადაზღვევო კომპანიებისგან ზარალის ანაზღაურებას ელოდებიან.

image

უახლოეს მომავალში ელოდებიან, რომ ჩაძირული ავტომობილების რაოდენობა ავტოსადგომზე სამჯერ გაიზრდება.მთლიანად აშშ-ში ქარიშხალმა "ჰარვიმ" და "ირმამ"ნახევარი მილიონი ავტომობილი ჩაძირა.

image

ასე, რომ აღმოსავლეთი ევროპის და მათ შორის საქართველოს ბაზარიც ალბათ მალე შეივსება ჩაძირული ავტომობილების ახალი პარტიით, ადგილობრივი დილერები უკვე მოქმედებენ და ავტომოვაჭრეებს საგრძნობ ფასდაკლებით სთავაზობენ ავტომობილებს, სხვათა შორის ვერ გამოვრიცხავთ, რომ გაყიდულ ჩაძირულ ავტომობილებში სრულიად ახალთახალი ბოლო მოდელის მანქანებიც იქნება.


P.S-ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, ჰიუსტონის ავტოსადგომზე "დამხრჩვალ" ავტომობილებს შორის დგას ნამდვილი ეგზოტიკა, უძვირფასესი ავტომობილები მათ შორის:Ferrari 458 Scuderia და 488 Spider, კუპე Ford GT და Mercedes Gelandewagen-ი.

image

image



0
651
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
651
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0