x
მეტი
  • 11.12.2017
  • სტატია:71807
  • ვიდეო:324987
  • სურათი:427156
მე ინტერმედიელი ვარ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვარ ყველაზე წარმატებული მედია-პროექტის ერთ-ერთი ავტორი და მე ამით ვამაყობ!

" თავდაპირველად მხოლოდ სურათებსა და ვიდეოებს ვაქვეყნებდი, რადგან ვთვლიდი, რომ სტატიების საწერად საკმარისად არ ვიყავი მომზადებული. მალე რამდენიმე ავტორს დავუმეგობრდი. ერთი მათგანი გამუდმებით მიმეორებდა, რომ აუცილებლად უნდა დამეწყო სტატიების წერა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ეს საქმე კარგად გამომივიდოდა. მე მაინც თავს ვიკავებდი, თუმცა ბოლოს გავბედე.. ორი სტატიის შემდეგ ამ მეგობარმა მითხრა, ერთ თვეში მედიატორი გახდებიო. არა-მეთქი, ისევ ჯიუტად ვიუარე..თუ ასე მოხდება, ერთი ტორტი ჩემზე იყოს-მეთქი, ვუთხარი. მედიატორობამდე მხოლოდ სამი კვირა დამჭირდა, მერე კი ისე მოხდა, რომ იმ მომხმარებელს საქორწილო ტორტი გავუკეთე" - იხსენებს ინტერმედიას ავტორი - მანანა ქოჩიაშვილი


image


როგორც თავად ამბობს მეოცნებე, ჯიუტი და მიზანდასახულია, თავისუფლება მისთვის გამოთქმაზე - „რას იტყვის ხალხი?“ უარის თქმაა, როცა ადამიანი თვითონ განსაზღვრავს თავისი ცხოვრებას და არა სხვისი კარნახითა და მითითებებით.


გაიცანით Intermedia.ge-ს ავტორი - მანანა ქოჩიაშვილი



- მანანა, მოგვიყევით თქვენს შესახებ.


- პროფესიით ვარ კვების ტექნოლოგი, მყავს მეუღლე და ორი ვაჟი. მაქვს მცირე ოჯახური ბიზნესი-საკონდიტრო, სადაც ძალიან გემრიელ ტორტებსა და ნამცხვრებს ვაცხობთ.. მე მას „ ბოლერო“ დავარქვი, ჩემი საყვარელი მუსიკალური ნაწარმოების რაველის „ბოლეროს“ სახელწოდების მიხედვით...


- როგორ დარეგისტრირდით ინტერმედიაზე?


- მახსოვს ფეისბუკმა რაღაც სტატია ამომიგდო, რომელმაც დამაინტერესა და წასაკითხად საიტზე შევედი. რადგან ავტორის მოსაზრება ჩემსას არ დაემთხვა, მოვინდომე კომენტარის სახით საპირისპირო არგუმენტის მოყვანა, მაგრამ ეს ვერ შევძელი: კომენტარის დასაწერად დარეგისტრირება იყო საჭირო. დავრეგისტრირდი და ასე გავხდი ინტერმედიის მომხმარებელი, მოგვიანებით კი-ავტორიც.


- რა შეცვალა ინტერმედიამ თქვენს ცხოვრებაში?


- პირველი ის, რომ ამიხდა ჩემი სიყმაწვილის ოცნება-გავმხდარიყავი ჟურნალისტი, მიუხედავად იმისა, რომ ამისათვის სპეციალური განათლება არ მაქვს მიღებული. წერა ყოველთვის მიყვარდა, თუმცა მხოლოდ ჩემთვის, საიტმა საშუალება მომცა ფართო აუდიტორიისათვის გამეზიარებინა ჩემი აზრები, ფიქრები და შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე. ვიცოდი, რომ ინტერმედია წარმატებულ ავტორებს ჰონორარს ანიჭებდა, მაგრამ როცა ჩემს გვერდზე პირველად გაჩნდა წითელი ასოებით დაწერილი „თქვენი თანხა 0.30 ლარი“, ეს იყო რაღაც საოცარი შეგრძნება, ჩემი ჟურნალისტური ნამოღვაწევით ნაშოვნი პირველი კაპიკები, რომელსაც შემდეგ უფრო სერიოზული თანხები მოჰყვა.


- როგორია თქვენთვის წერის პროცესი?


- წერა ჩემთვის სიამოვნებაა. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებულ ავტორად ვითვლები და გარკვეული ანაზღაურებაც მაქვს საიტიდან, პირველ რიგში, ამას ჩემი სიამოვნებისათვის ვაკეთებ. ბოლო ხანებში ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს და დრო თითქმის არ მრჩება, მაგრამ როგორც კი კოპიუტერთან დასაჯდომად ორიოდე წუთს გამოვნახავ, პირველი საიტი, რომელსაც ვხსნი-ინტერმედიაა.


- რას ურჩევთ Intermedia.ge-ს ახალ ავტორებს?


- ეს არის ძალიან კარგი პროექტი-ჭეშმარიტად სამოქალაქო ვებ-პორტალი, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერი განათლების, ასაკის, მისწრაფების თუ მრწამსის ადამიანს გამოაქვეყნოს სტატიები და გააცნოს თავისი ნააზრევი ფართო აუდიტორიას. ახალ ავტორებს მინდა ვუთხრ, რომ : არ შეშინდნენ, თუკი რაიმე დაბრკოლება შეხვდებათ. წერონ და იკითხონ ბევრი და შედეგს აუცილებლად მიაღწევენ. ახალო და მომავალო ავტორებო, თქვენი წარმატება ინტერმედიის წარმატებაა...


და კიდევ ერთი რჩევა: სანამ სტატიას გამოაქვეყნებთ, ნუ დაიზარებთ: გადაიკითხეთ ორ-სამჯერ, რათა შეცდომები მაქსიმალურად უგულებელყოთ. ამით არამარტო თქვენს რეიტინგს, არამედ საიტის პრესტიჟსაც აამაღლებთ.


ჩემი დიდი სურვილია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ინტერმედია ქართული საიტების რეიტინგში პირველ ადგილზე ვიხილო. მე მჯერა, რომ ეს შესაძლებელია.


- მე ინტერმედიელი ვარ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ...

მე ინტერმედიელი ვარ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვარ ყველაზე წარმატებული მედია-პროექტის ერთ-ერთი ავტორი და მე ამით ვამაყობ!


ესაუბრა ანი სპარსიაშვილი


12
248
20-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
248
  
13 ოქტომბერი, 23:41
კარგი :)
13 ოქტომბერი, 23:39
თუ დაგვადგა საშველი და შევიკრიბეთ ინტერმედიელები, ერთი დიდი ტორტი ჩემზე იყოს :)
13 ოქტომბერი, 23:39
გაიხარე, ნათი
13 ოქტომბერი, 23:11
ეჭვი არ მეპარება ;) ერთ დღეს აუცილებლად გესტუმრები :* მართალია ლამის 2 წელია გპირდები, მაგრამ აუცილებლად შევასრულებ პირობას
13 ოქტომბერი, 21:51
მართლაც რომ ტორტივით გემრიელი სტატიები გაქვს, მანჩო ;) წარმატებები გქონოდეს ყველგან
13 ოქტომბერი, 9:18
აუცილებლად :) სტატიების დონესთან შედარებით 50%-ით უკეთესია, დამიჯერე
13 ოქტომბერი, 0:11
მანჩო შენი სტატიები ვიცი და იმედი მაქვს ერთხელ დამადგება საშველი და შენს ეკლერსაც გავსინჯავ ;)
12 ოქტომბერი, 23:31
მადლობა, მეგობრებო. მიყვარხართ ყველანი
12 ოქტომბერი, 22:57
წარმატებები...
12 ოქტომბერი, 18:36
მანჩო ჩემო საყვარელო წარმატებები
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10