x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
თბილისში შინაური ცხოველების მოვლა მარტივდება

image

ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ძაღლისა და კატის ყოლაზე ერთხელ მაინც არ უფიქრია და არ სდომებია, რომ შინ მისულს მათი სახით კართან ერთგული მეგობარი დახვედროდა. თუმცა შინაური ცხოველების ყოლა მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. მათი სწორად გამოკვება კი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

საქართველოში შინაური ცხოველების მეპატრონეების გარკვეულ ნაწილს ამ საკითხისადმი ნაკლებად ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს და ძაღლებსა და კატებს აჭმევენ იმას, რაც სახლში იმ მომენტში აქვთ. ეს ცხოველების ჯანმრთელობასა და განვითარებაზე უარყოფითად აისახება. ამ კუთხით ინფორმაციის ფართოდ გავრელებაზე დიდი ხანია მუშაობს მედიაპორტალი Zooclub.ge. საიტზე დაინტერესებული ადამიანები წაიკითხავენ ამომწურავ ინფორმაციას ნებისმიერ საკითხზე, რაც შინაური ცხოველების მოვლასთან და გამოკვებასთან არის დაკავშირებული. საიტის ადმინისტრაცია განსაკუთრებულ აქცენტს ცხოველების კვებაზე აკეთებს. სტატიებში წაიკითხავთ, თუ როგორი უნდა იყოს ძაღლის თუ კატის მენიუ და კვების რეჟიმი მისი ჯიშის მიხედვით.

Zooclub.ge-ის ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ შინაური ცხოველების მოვლა მეპატრონეებისთვის კიდევ უფრო გაამარტივა და მომხმარებელს მედიაპორტალის პარალელურად ცხოველების საკვების ონლაინ შეძენისა და სახლში მიტანის სერვისიც შესთავაზა.

"ჩვენს ვებგვერდს ძალიან ბევრი ადამიანი ენდობა და შესაბამისად,
ჩვენი ახალი შეთავაზებაც თავიდანვე საკმაოდ მოთხოვნადი გახდა. ცხოველების მეპატრონეებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნა ჩვენი ნომერ პირველი პრიორიტეტია. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ცხოველების კვების სწორი ფორმა. ამიტომ მედია პორტალი სტატიების საშუალებით მეპატრონეებს საკვების შერჩევაში ეხმარება, შერჩეული პროდუქტის სახლში მატანას კი ონლაინ მაღაზიაუზრუნველყოფს, " - განმარტავს Zooclub.ge-ის მენეჯერი მარიამ ნოზაძე.

საიტზე ნებისმიერ პროდუქტს დეტალური აღწერილობა ახლავს ქართულ ენაზე, რაც სასურველი საკვების შერჩევას კიდევ უფრო ამარტივებს. შინაური ცხოველების მფლობელებს აღარ უწევთ მაღაზიაში უამრავი შეფუთვაზე ანოტაციის კითხვა, რომელიც ხშირად ქართულ ენაზე სრულყოფილად არცაა თარგმნილი ან კონსულტანტისთვის თხოვნა, რომ სასურველი პროდუქტის შერჩევაში დაეხმაროს. მათ უკვე შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ დროს ონლაინ გაეცნონ ინფორმაციას პროდუქტების შესახებ და აარჩიონ ზუსტად ის, რაც მათ შინაურ ცხოველს სჭირდება.

image

საიტის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ 30 ლარზე მეტ შენაძენზე პროდუქციის სახლში მიტანა უფასოა. კურიერი მას სასურველ ადგილზე მიუტანს. შინაური ცხოველების მფლობელები საკვების ონლაინ შეძენის შემთხვევაში ორმაგ სარგებელს იღებენ. გამარტივებული ყიდვის პარალელურად, მათთვის პროდუქციის სახლში მიტანაც მარტივდება. ტომრების შორ გზაზე წაღება და კორპუსის მაღალ სართულზე ატანა მათთვის სასიამოვნო პროცედურა ნამდვილად არაა. სწორედ ამიტომ Zooclub.ge-ის შეთავაზება მომხმარებლების ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულია.

უამრავი სარგებლის პარალელურად, Zooclub.ge-ზე პროდუქციის ფასი მაქსიმალურად დაბალი და რეალისტურია. ასორტიმენტი კი მუდმივად განახლებადი. Zooclub.ge მომხმარებელს სხვადასხვა სახის აქციებს მუდმივად სთავაზობს.

ზოოპროდუქტების საუკეთესო ფასად შესაძენად გადადით მაღაზიის განყოფილებაში.

1
51
9-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
51
  
2017, 11 ოქტომბერი, 19:34
ქუჩაში რო დაწანწალებენ იმათ რა ვაჭამოთ და რა ვუყოთ რო მრავლდებიან ეგ მოაგვარონ თორე ჩემს ძაღლს რა ვაჭამო და რა უყვარს კარგად ვიცი და თვითონაც იცის ჩემმა ბომბორამ :):)
0 1 1