x
მეტი
  • 19.12.2017
  • სტატია:72065
  • ვიდეო:325250
  • სურათი:427460
ეს ანუკია - ქართველი გოგონას ოცნებისკენ მიმავალი გზა

image

ანუკი ჰოფმანი სოციალურ ქსელებში ცნობილია როგორც ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების გულშემატკივარი. გერმანიის ნაკრების საქართველოში ჩამოსვლისას მისმა გულშემატკივრობამ დიდი ხმაური გამოიწვია. ეს გოგონა ძალიან მიზანდასახულია და მინდა მასზე ცოტა რამ მოგიყვეთ.

image

ახლა გერმანიაში ცხოვრობს, მედიისა და კომუნიკაციის მეცნიერებებზე სწავლობს. ბავშვობიდან იცოდა, რისი მიღწევა სურდა, ამიტომ აირჩია გერმანია. უპირველესი მიზანი გერმანიაში წასვლა და სრული ინტეგრაცია იყო. ყოვლთვის ძალიან აქტიურობდა ინსტაგრამზეც და ფეისბუქზეც, მისი პოსტები ყველაზე ხშირად გერმანელ ფეხბურთელ ლუკას პოდოლსკის ეხებოდა. ხმამ მისი არსებობის შესახებ ლუკასამდე ადრევე მიაღწია, თუმცა ახლა პირადადაც იცნობს.

imageimage

ანუკი ყველაზე დიდი სიყვარულით სწორედ მას მოიხსენიებს, თუმცა საზოგადოებაში ამ თემაზე იშვიათად ლაპარაკობს, რადგან დიდ ნაწილს არ ესმის, ან უბრალოდ არ უნდა გაგება სინამდვილეში, რას გრძნობს. „სოციალურ ქსელში წლების განმავლობაში ვტვირთავდი მის ფოტოებს, ვუწერდი სტატუსებს, ლექსებს - ხალხი ამაში კი მარტო პატარა გოგოს ხედავს, რომლის გონებაც მხოლოდ რომელიმე ფეხბურთელის გაფანატებას წვდება. მედიის ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი “Dispositionstheorie", რაც მიუთითებს ემოციურ კავშირზე მაყურებელსა და ცნობილ ადამიანს შორის სულერთია ეს მსახიობი იქნება, მომღერალი თუ ფეხბურთელი.“

image

ძალიან ბევრს შრომობს. ბევრ დროს უთმობს სწავლას და პროფესიულ განვითარებას. თვლის, რომ განვითარება შლის ზღვარს, რომელიც არსებობს ადამიანების შესაძლებლობებში.

წელიწადზე მეტია ფოტომოდელობა დაიწყო. მალე გადაღებები აქვს ბელგიაში.image

ფეისბუქზე ხშირად წერს ოცნებებზე და სხვებსაც მოუწოდებს იბრძოლონ მათ ასასრულებლად. მისი შედეგი ნამდვილად სტიმულის მიმცემი უნდა იყოს სხვებისთვის. სჯერა საკუთარი თავის, შესაძლებლობების და რაც მთავარია, ოცნებების ასრულების.

"მომავალზე ლაპარაკი ჩემთვის უჩვეულოა, მარტო იმას ვიტყვი, რომ ყველაფერი უკეთესად იქნება".



0
88
1-ს მოსწონს
ავტორი:მე-ლანქოლიკი
მე-ლანქოლიკი
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0