x
მეტი
  • 16.12.2017
  • სტატია:71973
  • ვიდეო:325177
  • სურათი:427333
რატომ დაინიშნა დაუგეგმავად სინოდის სხდომა? - როგორ მოვიდა ერისკაცობიდან დღემდე ელიზბარ თეიმურაზის - ძე მუჯირი იგივე მეუფე შიო?

imageბოლო დროს საპატრიარქოში განვითარებულმა მოვლენებმა, რომელმაც სრულიად ქართული საზოგადოება შეძრა, არა მარტო ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტორიტეტი შეარყია და შელახა, არამედ ეკლესიის მსახურთა უმნიშვნელოვანესი ნაწილის დისკრედიტაციაც კი გამოიწვია.დღეს მოულოდნელად და დაუგეგმავად გაიმართა სინოდის სხდომა სადაც სავარაუდოდ საუბარი იყო "ციანიდის" საქმეზე და სინოდის გადაწყვეტილებით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ძირფესვიანად შეისწავლის ამ საკითხს. გარდა ამისა სინოდმა განიხილა მეუფე სერაფიმეს საკითხი, რომელსაც უმძიმესი ბრალდებით დაატოვებინეს ბორჯომის ეპარქია და ცოტა ხნის წინ ის გამოჩნდა რუსეთის პატრიარქთან ერთად - სინოდმა გადაწყვიტა, რომ მეუფე სერაფიმე დააბრუნონ საქართველოში ოღონდ არა ეპარქიაში, არამედ ბორჯომის მონასტერში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია მეორე ჯერ კიდევ მართლმადიდებლური ეკლესიის მესაჭეა და მიუხედავად ღრმა მოხუცობისა, მაინც მყარად უდგას მრევლს გვერდით, მაინც ახერხებენ მის მონაცვლეზე საუბარს "სხვადასხვა წყაროები".ის, ვინც აქტიურად ადევნებდა თვალს ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ არა ერთ ინფორმაციას, დეკანოზ მამალაძის საქმით საპატრიარქოს ბევრ მღვდელმთავარს პირდაპირ თუ ირიბად გარკვეული ჩრდილი მიადგა. მათ შორის პატრიარქის ძმიშვილს მეუფე დიმიტრის ( ოჯახის წევრებიანად ), ასევე მეუფე პეტრეს, რომელიც აშკარად დაუპირისპირდა სინოდსაც და ადმინისტრაციასაც, აღარსად ჩანს მეუფე დანიელი - ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, ავტორიტეტი შეელახა მეუფე გერასიმესაც - ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტს და ქორეპისკოპოს იაკობსაც.imageimageimageდილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია მეუფე შიოს "მომავალ პატრიარქად" განხილვის შესახებ.რა ვიცით მეუფე შიოს შესახებ და ვინ არის ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის - ძე მუჯირი?imageმეუფე შიო საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოსია.ის დაიბადა 1969 წელს თბილისში და ბერად აღიკვეცა 1993 წელს, მღვდლად ეკურთხა 1996 წელს, დიაკონი გახდა 1995 წელს, ეპისკოპოსი 2003 წელს, მთავარეპისკოპოსი 2009 წელს და ბოლოს მიტროპოლიტობა 2010 წელს მიიღო.მეუფე შიოს დამთავრებული აქვს ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სასულიერო სემინარია, საიდანაც სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში.2000 წლიდან ის მოღვაწეობდა თბილისში და მალევე მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.2003 წელს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა ( ურბნისი ) იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის წინამძღოლად. ამჟამად მეუფე შიო - სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტია.

0
118
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
Mediator image
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0