x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
NASA განცხადება 12 ოქტომბერს მოახლოებული "სამყაროს აღსასრულთან" დაკავშირებით
image

ასტეროიდი 2012 ТС 4 უახლოვდება დედამიწას, მაქსიმალურად იგი 12 ოქტომბერს მოუახლოვდება ჩვენს პლანეტას.



ამასთან დაკავშირებით NASA საზოგადოებაში თუ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში ატეხილ პანიკას ეხმაურება, რის მიხედვითაც თითქოს "სამყაროს აღსასრული" 12 ოქტომბერს დადგება.


უზარმაზარი ასტეროდი 2012 ТС4 დედამიწას მაქსიმალურად სახიფათო მანძილზე 12 ოქტომბერს მოუახლოვდება, თუმცა NASA-ს განცხადებით ასტეროდის მოახლოება სახიფათოდ შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ წმინდა ასტრონომიის თვალსაზრისით და სინამდვილეში ასტეროდის ჩავლისგან არავითარი "არმაგედონი" არ არის მოსალოდნელი.



ასტეროიდმა 2012 ТС 4 -მა ხუთი წლის წინ უკვე ჩაუქროლა დედამიწას, წელსაც ციური სხეული მოუახლოვდება დედამიწას 50 000 კილომეტრით, ანუ 6-ჯერ უფრო ახლოს, ვიდრე დედამიწიდან მთავრემდე მანძილია.


ასტეროიდი საკუთარ ორბიტაზე მოძრაობს და იგი არ შეეხება ჩვენს პლანეტას, თუმცა ახლო მანძილი მეცნიერებს საშაულებას მისცემს ტელესკოპით დეტალურად დააკვირდნენ ციურ სხეულს.


ამასთანავე NASA-მ განაცხადა, რომ დაწყებულია პროექტი, რომლის დასრულებაც 2022 წელსაა დაგეგმილი, კოსმოსში გაუშვებენ ხომალდ-პატრულს DART -ს, რომელსაც ერთი დარტყმით შეეძლება ასტეროიდებს მიმართულება შეუცვალოს.

image


imageიხილეთ აგრეთვე

0
1515
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1515
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0