x
ურუგვაი პირველ ტრანსგენდერ სენატორს ნიშნავს

image
მიშელ სუარესი გახდა ურუგვაის პირველი ტრანსგენდერი სენატორი.

34 წლის იურისტმა დღეს, 11 ოქტომბერს, დაიკავა სენატორის ადგილი. ის ურუგუაის კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს, რომელიც უკვე თითქმის ერთი საუკუნეა არსებობს.

სუარესი ამბობს, რომ მას მშობლები ყოველთვის უჭერდნენ მხარს, მაგრამ ბავშვობიდანვე განიცდიდა დისკრიმინაციას თანატოლებისა და მასწავლებლების მხრიდანაც კი.

მიუხედავად ამისა, მან შეძლო სკოლის დამთავრება საუკეთესო შედეგებით და მოგვიანებით ის გახდა ურუგვაის მცირე, 3.3 მილიონიან სახელმწიფოში პირველი ტრანსგენდერი პიროვნება, რომელმაც სამართალმცოდნის აკადემიური ხარისხი მოიპოვა.

ის ახლა ცდილობს კონგრესში ისეთი ანტი-დისკრიმინაციული კანონის გატარებას, რომელიც ტრანსგენდერთა უფლებებს გაზრდის და დაიცავს ურუგვაიში მცხოვრებ ათასამდე ტრანსგენდერ პიროვნებას.

2
358
4-ს მოსწონს
ავტორი:ელენე ტაბატაძე
ელენე ტაბატაძე
358
  
2017, 12 ოქტომბერი, 15:08
რასტრელიატ :-)
2017, 11 ოქტომბერი, 13:20
კომუნისტი და თანაც ტრანსგენდერი, თან რა მნიშვნელოვანი მისიით მოსულა კონგრესში :) სტალინი ცოცხალი რომ იყოს ალბათ გული გაუსკდებოდა ამის სიფათის დანახვაზე
0 1 2