x
მეტი
  • 18.12.2017
  • სტატია:72055
  • ვიდეო:325244
  • სურათი:427418
მსოფლიო კინოს ვარსკვლავები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა წლებში სტუმრობდნენ - ნაწილი პირველი

image
საქართველოს სხვადასხვა წლებში ისეთი მსახიობები სტუმრობდნენ, რომელთა სახელებიც დღეს ოქროს ასოებითაა ჩაწერილი მსოფლიო კინოს ისტორიაში. წარმოგიდგენთ იმ კინოლეგენდებს, რომლებიც ეწვივნენ თბილისს. საინტერესოა, როგორ უმასპინძლეს მათ ქართველმა კოლეგებმა და რა მოეწონათ ყველაზე მეტად მეგავარსკვლავებს საქართველოში.


image

1. რობერტ რედფორდი

ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი, ყველასთვის საყვარელი და კარგად ცნობილი რობერტ რედფორდი საქართველოს 1988 წელს ეწვია. ის ოჯახთან ერთად ჩამოფრინდა მოსკოვიდან, როგორც ყვებიან მისი ოჯახის წევრები საკმაოდ დაღლილები იყვნენ, თავად მსახიობსაც სასტუმროში წასვლა და დასვენება სურდა, თუმცა როდესაც ელდარ შეგელაიას უთქვამს სპეციალურად თქვენთვის კონცერტია დაგეგმილიო. რობერტ რედფორდს უპასუხია, კარგი, ოჯახის წევრები სასტუმროში დავტოვოთ და ჩვენ კონცერტზე წავიდეთო. რობერტ რედფორდი "სუხიშვილების" კონცერტს დაესწრო, თურმე პირველი ცეკვის დასრულების შემდეგ ემოციები ვერ დამუალავს და თარჯიმანისთვის უთქვია, სასწრაფოდ ჩემი ოჯახის წევრები მომიყვანეთო. მას ვერ დაუშვია რომ მის ოჯახის წევრებს ქართული ცეკვა არ ენახათ, კონცერტის დასრულებისთანავე ასულა სცენაზე და ნინო სუხიშვილისთვის ხელები დაუკოცნია.

ფოტო: "სუხიშვილების" კონცერტის შემდეგ. რობერტ რედფორდი და ელდარ შენგელაია სცენაზე. რობერტ რედფორდი და ელდარ შენგელაია რობერტ რედფორდს კინორეჟისორი ელდარ შენგელაია მასპინძლობდა, ათვალიერებინებდა სხვადასხვა ღირსშესანიშნაობას. კინოვარსკვლავმა საქართველო დიდი შთაბეჭდილებებით დატოვა, ხოლო 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შემდეგ მან ელდარ შენგელაიას წერილი მისწერა: " ქართველები არაჩვეულებრივი ხალხია და ასეთი სასჯელის ღირსი არ არიანო".

ფოტოზე: რობერტ რედფორდი ოჯახის წევრებთან ერთად სტუმრად შენგელაიების ოჯახში. image



2. მარჩელო მასტროიანი

image ვეროპული კინოს განუმეორებელი მსახიობი მარჩელო მასტროიანი საქართველოს 1987 წელს ეწვია, მისი მარშრუტი ასეთი იყო, ელდარ შეგელაიასთან ვიზიტის შემდეგ, მარჩელო რეზო თაბუკაშვილსა და მედეა ჯაფარიძეს ესტუმრა და როგორც ამბობენ მედეა ჯაფარიძის საუცხოო სიმღერით მოიხიბლა. ამის შემდეგ კი სერგო ფარაჯანოვს ესტუმრა, ფარაჯანოვმა, როგორც სჩვეოდა ხოლმე მარჩელოს დღესასწაული დაახვედრა, საკუთარი ხელით გაკეთებული კოლაჟიც აჩუქა და მეზობლებიც გააცნო, რომლებსაც მარჩელო ძალიან უყვარდათ. მარჩელო მასტროიანის სერგო ფარაჯანოვთან ვიზიტი ნაჩვენებია სერჟ ავედიკიანის მხატვრულ ფილმში: " ფარაჯანოვი" (2013)

ფოტოზე მარჩელო მასტროიანი სტუმრად სერგო ფარაჯანოვთან თბილისში:

მარჩელო მასტროიანი და სერგო ფარაჯანოვიimageმარჩელო მასტროიანი ჯვარის მონასტერზე: მარჩელო მასტროიანი ჯვრის მონასტერზე


3. რობერტ დე ნირო

ოსკაროსანი ამერიკელი მსახიობი, განუმეორებელი რობერტ დე ნირო თბილისს 1986 წელს ესტუმრა. ის მოსკოვის კინოფესტივალიდან ჩამოვიდა რომლის თავჯდომარეც გახლდათ. ლეგენდარულ მსახიობს რეჟისორები ელდარ შენგელაია, ერეკლე ბადურაშვილი და მსახიობი ზურა ყიფშიძე დახვდნენ. რობერტ დე ნირო საქართველოში მხოლოდ ორი დღე იყო. მან თბილისისა და ქუთაისი ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა. image რობერტ დე ნირო და კინორეჟისორი გიორგი შენგელაია:

imageრობერტ დე ნირო და კინორეჟისორი ელდარ შენგელაია:
რობერტ დე ნირო და ელდარ შენგელაია

0
588
3-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
588
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0