x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
როგორია სინამდვილეში ჩეჩნური ქორწილი?
ჩეჩნური ქორწილი მისთვის დამახასიათებელი ტრადიციებით გამოირჩევა. თავიდან შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ მის დაგეგმვაში რთული არაფერია, თუმცა ასე ნამდვილად არ გახლავთ. ეს ღონისძიება მრავალი რიტუალისგან შედგება.

image

ჩეჩნურ საქორწინო ტრადიციებს ზედმიწევნით ზუსტად იცავენ, ითვალისწინებენ ყველა წესს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

როცა მშობლიურ სახლთან განშორების დრო დგება, ბევრ პატარძალს უჭირს ცრემლების შეკავება. გავრცელებული სტერეოტიპების მიუხედავად, გოგონებს ძალით არ ათხოვებენ, რადგან ეს პირველ რიგში მათ რელიგიას ეწინააღმდეგება, თუმცა სამწუხარო გამონაკლისი უახლოესი წარსულიდანაც გვახსოვს.


image

დანიშნულ დღეს გოგონას ოჯახში საქმროს ნათესავები და მეგობრები მიდიან, რომელთა შორისაც აუცილებლად არის მოლა. მან საპატარძლოს მამისგან უნდა მიიღოს თანხმობა ამ ქორწილზე. ამის შემდეგ მოლა უშუალოდ საპატარძლოს მიმართავს მისი თანხმობის მისაღებად, თანაც ეს აუცილებლად სხვა ქალების, როგორც მოწმეების თანდასწრებით უნდა მოხდეს. სასურველია, რომ ეს ქალები ასაკით უფროსი და გათხოვილები იყვნენ. საპატარძლოსგან თანხმობის მიღების შემდეგ, მოლა ყურანიდან სურებს კითხულობს, სხვები კი იმეორებენ.

მოგვიანებით, ასეთივე რიტუალი იმართება სასიძოსა და მისი მოწმეების თანდასწრებით და ასე ხდება წყვილის დაქორწინება.

image

პატარძლის მშობლები ქორწილში არ მიდიან და მათ სახლში გამართულ ზეიმშიც მინიმალურ მონაწილეობას იღებენ.ქალიშვილის გათხოვება მათთვის მართალია სასიხარულო მოვლენაა, მაგრამ ტრადიციების გათვალისწინებით აღქმული უნდა იყოს, როგორც სევდიანი მოვლენა.

image

მზითვი და საჩუქრები სასიძოს ნათესავებს მიაქვთ პატარძლის ახალ სახლში.

image

რაც შეეხება სასიძოს, ის ქორწილში აქტიურად არ მონაწილეობს. მისთვის მომზადებულ ოთახში ზის თავის მეგობრებთან ერთად და იქ ერთობა. საუკეთესო ტრადიციების მიხედვით, ქორწილში არ უნდა გამოჩნდეს, მშობლებსა და ნათესავებსაც კი არ უნდა დაენახვოს, ამიტომ პატარძალი მისმა მეგობარმა ან ახლო ნათესავმა უნდა წამოიყვანოს.

image

როგორც წესი, პატარძლის წასაყვანად მომავალ კორტეჟს პატარძლის ნათესავები გზას უღობავენ და მხოლოდ გამოსასყიდის გადახდის შემდეგ უშვებენ. ასევე იქცევიან მეზობლის ბავშვები, რომლებიც გამოსასყიდის თავის წილს ითხოვენ, რომ მანქანები პატარძლის ეზოდან გაუშვან.

image

თანამედროვე ჩეჩნური ქორწილები უფრო ხშირად რესტორანში იმართება და 3 დღეს გრძელდება, თუმცა რესტორანში მხოლოდ პირველი დღე აღინიშნება, რომლის განუყოფელი ნაწილი, სუფრასთან ერთად, ნაციონალური ცეკვებია.

image

საქორწინო ცერემონიისას პატარძალი ახალ ნათესავებს ეცნობა, ქორწილამდე მას მხოლოდ საქმროს დასთან აქვს ურთიერთობა.

image

სტუმრები ქორწილში საჩუქრებით მოდიან. ქალები საოჯახო ნივთებს ჩუქნიან, მამაკაცები კი ფულს.

მთელი დღის განმავლობაში პატარძალი მისთვის მომზადებულ კუთხეში დგას, სადაც მის გასაცნობად პერიოდულად მიდიან ახალი ნათესავები. დაჯდომა მას მხოლოდ მულის და დედამთილის ნებართვით შეუძლია, რომლებიც მას სხვა სტუმრებისგან მოშორებით სვამენ.

image



3
955
5-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
955
  
2017, 15 ოქტომბერი, 13:54
რა არის მერეე ეს?
2017, 14 ოქტომბერი, 13:18
ზოგადად ლამაზი ქალები ჰყავთ. თხელები, ნატიფები და მშვიდები. ვერ ნახავ მსუქნებს, მორღვეულებს და სახე არეულებს.
2017, 11 ოქტომბერი, 22:21
ვიდეო დახატავდა ამ სტატიას ;)
0 1 3