x
მეტი
  • 19.10.2017
  • სტატია:70131
  • ვიდეო:322939
  • სურათი:424230
ის, რაც ასე ძალიან გვიყვარს (შოკოლადის ისტორია)

ჩვენ გარშემო, ალბათ, ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი შოკოლადი რომ არ უყვარდეს, უმეტესობას ეს გემრიელობა გვაბედნიერებს. საინტერესოა, ვის უნდა ვუმადლოდეთ მის არსებობას?!

ტკბილეულის ისტორია სათავეს დაახლოებით 4 ათასი წლის წინ იღებს, ჩვენამდე მოღწეულ პაპირუსებში აღწერილია, რომ დაშაქრული ხილი ეგვიპტის ბაზარზე ჩვენს ერამდე რამდენიმე საუკუნით ადრე იყიდებოდა.

შოკოლადის ისტორია კი მაიასა და აცკეტების ტომებს უკავშირდება, მოგეხსენებათ, შოკოლადი კაკაოსგან მზადდება და, როგორც ჩანს, პირველებმა სწორედ მათ აღმოაჩინეს ამ მცენარის განსაკუთრებული თვისებები. ჩვენს ერამდე მე-6 საუკუნეში კი სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში კაკაოს პირველი პლანტაციებიც გააშენეს. არსებობს ვერსია, რომ ისინი შოკოლადს ფულის ეკვივალენტად იყენებდნენ.

თავდაპირველად შოკოლადი მხოლოდ თხევადი სახით არსებობდა და მას როგორც სასმელს ისე მოიხმარდნენ. შოკოლადი გამოაცახდეს წმინდა სასმელად, რომელიც მხოლოდ მდიდრებისთვის, მღვდლებისა და ღირსეული ჯარისკაცებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ის ერთგვარ ფუფუნების საგანს წარმოადგენდა, კაკაოს მარცვლები სიმდიდრისა და ძალაუფლების სიმბოლოდ ითვლებოდა. imageმე-18 საუკუნეში ექიმები მდიდარ პაციენტებს უნიშნავდნენ შოკოლადს, როგორც მრავალი დაავადების წამალსა და საერთო გამაჯანსაღებელ საშუალებას.

პირველი ევროპელი, რომელმაც შოკოლადი გასინჯა, იყო ქრისტეფორე კოლუმბი, 1502 წელს. ერნან კორტესმა, მექსიკის დამპყრობელმა 1519 წელს პირველმა შედგა ფეხი აცკეტების მიწაზე და გასინჯა კაკაო. ის მიიღეს, როგორც ღმერთი. ოქროს თასში მზადდებოდა უცნაური მწარე სასმელი, მოხარშული კაკაოს მარცვლებისგან, სანელებლებისგან, თაფლისა და წიწაკისგან. პირველი შოკოლადი, რომელშიც ვანილის ნაცვლად გამოყენებული იყო წიწაკა, გასინჯეს ესპანელებმა. 1526 წელს კორტესი მივიდა ესპანეთის მეფესთან, რომელიც განთქმული იყო თავისი სისასტიკით და თან წაიღო კაკაოს მარცვლები. შოკოლადს გაუმართლა, სამეფო კარმა სიამოვნებით მიიღო ეს განსხვავებული გემო და მალე არისტოკრატიისთვის სავალდებულო სასმელადაც გამოაცხადა, იგი განსაკუთრებით პოპულარული იყო ქალბატონებში.image

1674 წლიდან უკვე ჩნდება შოკოლადის ფილები და რბილი შოკოლადი ბატონებისა და რულეტების სახით. პირველი რძიანი შოკოლადი შექმნა შვეიცარიულმა ფირმა "ნესტლემ" და მოიპოვა გასაოცარი პოპულარობა, რომლითაც დღემდე სარგებლობს. 1879 წელს რუდოლფ ლინდტმა გამოიგონა შოკოლადის თანდათან შეცხელების მეთოდი და თავის პროდუქციაში მეტი კაკაოს კარაქის დამატება დაიწყო. imageნელ-ნელა კაკაოს პლანტაციების რაოდენობა გაიზარდა, შოკოლადის მომზადების ტექნოლოგია განვითარდა, შედარებით გაიაფდა და ხელმისაწვდომი გახდა მოსახლეობის ყველა ფენისთვის. მე-19 საუკუნეში კაკაოს მარცვლების წარმოების მხრივ ვენესუელა ლიდერობდა, ამჟამად კაკაო, ძირითადად, მოჰყავთ ბრაზილიასა და კოტ-დ-ივუარზე. დღეისათვის შოკოლადის წარმოების ლიდერად აშშ მიიჩნევა. ერთ სულ მოსახლეზე შოკოლადის მოხმარების მხრივ კი შვეიცარია ლიდერობს.

XIX საუკუნეში ფრანგი ფარმაცევტი შოკოლადზე წერდა: "ეს არის ღვთაებრივი სასმელი, ნამდვილი პანაცეა, უნივერსალური წამალია ყველა დაავადებისთვის.." ეს მართლაც ღვთაებრივი გემო დღემდე არ კარგავს პოპულარობას, პირიქით, რაც დრო გადის იმატებს მისი სახეობებიც და მასზე მოთხოვნაც, მსოფლიოში ყოველწლიურად 600 ათასი ტონა შოკოლადი იჭმევა. ამ უნიკალურმა პროდუქტმა საუკუნეების განმავლობაში საკმაო ტრანსფორმაცია განიცადა და ინდიელთა მწარე სასმლისგან ნატიფ დესერტად იქცა. რაც შეეხება მის სამკურნალო თვისებებს, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, მანამდე კი ის მაინც ხომ ვიცით, რომ ერთი ფილა შოკოლადი, სულ ცოტა, კარგ ხასიათზე გვაყენებს, ასე რომ, გემრიელად მიირთვით და იყავით მასავით ტკბილები.

0
22
1-ს მოსწონს
ავტორი:როშენი
როშენი
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0