x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამსტერდამში ინჟინრები აპირებენ ყვავებს სიგარეტის ნამწვის აკრეფა ასწავლონ
image
ჰოლანდიელმა ინჟინერ-ურბანისტებმა გადაწყვიტეს სიგარეტის ნამწვისგან ქალაქის პარკების და ქუჩების გაწმენდა არაორდინალური მეთოდით მოახერხონ.ყველაზე მისაღები მეთოდი თითქოს რობოტი იყო, მაგრამ საკმაოდ რთული იქნება რობოტი ისე დააპროგრამო რთული კოდებით, რომ აიძულო ველოსიპედის ბორბლის ქვეშ ან სხვა რთულად მისადგომი ადგილებიდან ამოიღოს სიგარეტის ნამწვი, ამიტომ ინჟინრებმა გადაწყვიტეს ფრინველებისთვის მიემართად.


თავიდან გეგმაში იყო მტრედი, რადგან ქალაქში საკმაოდ ბევრნი არიან, მაგრამ რადგან მათ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე ნაკლებად არის ცნობილი, გადაწყვიტეს ამისთვის გამოიყენენონ ყვავი-ყველაზე ჭკვიანი ფრინველი დედამიწის ზურგზე, ეს ფრინველები ადამიანების მხარდამხარ ცხოვრობენ და შეუძლიათ დამოუკიდებლად პრობლემების გადაწყვეტა, ამასთანავე ჩინებული მოწაფეები არიან.

image

რუბენ ვან დერ ფლეიტენს და ბობ შლიმანს იდეა მას შემდეგ დაებადათ, როდესაც აღმოაჩინეს ჯოშუა კლეინის პროექტი Crow Box(ყვავის ყუთი) რის მიხედვითაც ყვავი ხურდას აგდებს ყუთში, ხოლო სანაცვლოდ ავტომატიდან არაქისს იღებს, ასეთივე პრინციპის იქნება ამსტერდამელი ინჟინრების პროექტიც, ქუჩაში დაიდგმება ავტომატები, რომელიც თავიდან სამ ეტაპად იქნება გადანაწილებული:


image

1) დანადგარის ურნაში თავიდან საკვები და სიგარეტის ნამწვი ერთად იქნება 2)მეორე ეტაპზე, საკვები გამოჩნდება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ფრინველი ჩამოჯდება დანადგარზე. ასე რომ, ისინი მიხვდებიან, რომ მანქანა ანხორციელებს გარკვეულ ქმედებებს. 3) ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, რა დროსაც დანადგარი საკვებს აღარ გასცემს და ურნაში მხოლოდ ნამწვი ეყრება, სწორედ ამის შემდეგ ყვავი მხვდება, რომ ურნაში ნამწვის ჩაგდების შემდეგ ავტომატი იწყებს მოქმედებას და სასუსნავს გასცემს, ამის შემდეგ ყვავი გარშემო დაიწყებს სიგარეტის ნამწვის ძებნას.4) აქ უკვე ადამიანი ჩაერთვება პროცესში.დანადგარის გარშემო დააგდებს სიგარეტის ნამწვს, ყვავი ისღა დარჩენია გაარკვიოს რა მოხდება თუ ნამწვს ავტომატის ურნაში ჩააგდებს, როდესაც გარშემო ნამწვი გათავდება ფრინველი სიგარეტის ნამწვის ძებნას სხვა ადგილებში დაიწყებს.

image

მაგრამ სიგარეტის ნამწვავი ხომ არ ავნებს ყვავებს? ინჟინრები პასუხობენ:"ნაწვი დიდ გავლენას ახდენს ბუნებაზე და რამდენიმე ყვავი - ეს არის ბრძოლისთვის სრულიად მცირე მსხვერპლი, უფრო მეტიც, ხანმოკლე კონტაქტი სიგარეტის ნამწვთან ფრინველს მინიმალურად დააზარალებს.თან ჩვენ შეგვიძლია დანადგარის კონფიგურაცია ისე მოვაწყოთ, რომ ყვავების რაოდენობა შეიზღუდოს, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გავაგრძელოდ ფართო კვლევა: თუ აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი ცუდად მოქმედებს ფრინველზე, მაშინ სხვა გამოსავალი უნდა ვეძებოთ."





1
72
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
72
  
2017, 10 ოქტომბერი, 19:36
ჩვენ უფრო გვჭირდება, სად გინდა სიგარეტის ნამწვავს არ წააწყდე. :((
0 1 1