x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508440
ვინსენტ ვან გოგი-ფაქტები გენიალური მხატვრის ცხოვრებიდან
"ხელოვანი მშვენიერების შემოქმედია", თუმც მშვენიერება ზოგადი სიტყვაა და მას უამრავი კერძო ახსნა-განმარტება გააჩნია, რომელიც ადამიანის გემოვნებიდან გამომდინარეობს, მინდა სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ფერმწერის, ვინსენტ ვან გოგის შესახებ მოგაწოდოთ ცნობები.

image

გენიალური მხატვარი დაიბადა 1853 წელს, 30 მარტს ჰოლანდიაში.პოსტიმპრესიონიზმი, როგორც მიმდინარეობა XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა საფრანგეთში და მას შემდეგ სწრაფად გავრცელდა, მისი მიზანია ასახოს ხელოვანის წუთიერი შთაბეჭდილებები სამყაროს აღქმასთან დაკავშირებით, ალბათ, სწორად ამიტომ გამოირჩევა ამ ტიპის ნამუშევრები განსაკუთრებული შთამბეჭდავობით, ვინაიდან მშვენიერების აღქმის საუკეთესო გზა მასში მარტივი სილამაზის დანახვაა.

ვინსენტ ვან გოგის შესახებ ვიგებთ, რომ


–ხატვა დაიწყო 27 წლის ასაკში

–დაავადებული იყო ეპილეფსიით

–თავის სიცოცხლეში მხოლოდ ერთი ნამუშევარი გაყიდა

–10 წლის განმავლობაში იქცა 900 ნახატის ავტორად

–თავისი ცნობილი ნამუშევარი-"ვარსკვლავიანი ღამე", ფსიქიატრიულ კლინიკაში ყოფნის დროს დახატა

საბოლოოდ, შემიძლია ვთქვა, რომ მრავალადაა ფაქტი და მოსაზრება, ამ პერსონასთან და მის ცხოვრებასთან დაკავშირებით, მაგრამ მე თუ მკითხავთ, არც ერთი მათგანი არ შეიძლება ჩაითვალოს ასი პროცენტით სარწმუნოდ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც გვაქვს საშუალება პირდაპირ ხელოვანის სულში ჩავიხედოთ და ამის ყველაზე მარტივი გზა, მისივე ნამუშევრებია, შთაბეჭდილებებითა და ემოციებით დახუნძლული ტილოებიდან, შეიძლება იმაზე მეტი გაიგო მათი ავტორის შესახებ, ვიდრე ნებისმიერი წყაროდან.


image


რა მდგომარეობაში უნდა იყოს ადამიანი, რომ თვითმკვლელობის უმძიმეს გადაწყვეტილებამდე მივიდეს, როგორც ვიცით ავტორმა სიცოცხლე სწორად ასე დაასრულა 1890 წელს.

ნამუშევრის სახელწოდებაა:"მარადისობის ჭიშკართან"





image


დღეს ძალიან პოპულარულია ვან გოგის "ვარსკვლავიანი ღამე", მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნო, როგორ მიყვარს და აღმაფრთოვანებს მისი ნამუშევარი, სახელწოდებით:"ვარსკვლავიანი ღამე რონის თავზე"-1888წ



image



რთულია უყურადღებოდ დარჩეს ეს სილამაზე, რომელსაც ჰქვია "ყაყაჩოები"-1887წ



image


"მზის ჩასვლა მონმაჟურში"-1888

0
162
2-ს მოსწონს
ავტორი:მარი1515
მარი1515
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0