x
ოპოზიციურ ძალათა გაერთიანება ქუთაისში

image

ქუთაისის "ახალი საქართველოს" ოფისში დღეს ოპოზოციური ძალების გაერთიანება შედგა. "ახალი ქრისტიან-დემოკრატების" მერობის კანდიდატმა გოგიტა გოგელაშვილმა და მისმა მთელმა გუნდმა კანდიდატურა მოხსნეს.

"მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა მხარი დაეჭირა ჩვენთვის, ვიცით რომ ასეთი ადამიანები ცოტანი არ იყვნენ. არანაირი რესურსის არსებობის პირობებში(არა ოფისი, არა საარჩევნო ბუკლეტი და პლაკატი და არა გადაადგილების საშუალება, სხვა რესურსზე აღარ ვსაუბრობ) გუნდის თითოეულმა წევრმა პიროვნულად გასწია უზარმაზარი მუშაობა რათა ამომრჩევლამდე მიეტანა ის გეგმები რის გაკეთებასაც ვაპირებდით, "- განმარტავს გოგიტა გოგელაშვილი.

აღნიშნული განმარტების შემდეგ ის და მისი გუნდი პიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე "გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალი საქართველოს" მერობის კანდიდატს ზვიად ბაღდავაძეს შეუერთდნენ.

0
45
2-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ხევსურიშვილი
გიორგი ხევსურიშვილი
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0