x
image
ღიმილიანი
პირველი პაემანი გაქვთ? - მაშინ ეს რჩევები გამოგადგებათ

1. სწორად შეარჩიეთ ადგილი

პაემანს ნუ დანიშნავთ ხალხმრავალ ადგილზე. საუკეთესო ვარიანტია სავახშმოდ რაიმე მყუდრო, კომფორტული და ლამაზი ადგილის შერჩევა, სადაც შეძლებთ მშვიდად საუბარს.

image

2. ტანისამოსი

ტანსაცმელი უნდა შეეფერებოდეს იმ ადგილს, სადაც დანიშნული გაქვთ პაემანი. მაქსიმალურად ეცადეთ, რომ იყოთ მოწესრიგებული და ელეგანტური.



3. ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:

1. ნუ დაიგვიანებთ

2. მოიქეცით პატივისცემით

3. დაბრძანდით თქვენს ადგილას და შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ნუ იმოძრავებთ ზედმეტად

4. აკურატულად მიირთვით, ნუ ისაუბრებთ ჭამის დროს ბევრს;

5. ისაუბრეთ ზრდილობიანად

6. ნუ შეაწუხებთ მეზობელ მაგიდებთან მსხდომ ადამიანებს

7. ნუ ისაუბრებთ და იწუწუნებთ თქვენს ოჯახსა და ცხოვრებაზე

image

განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეთ პატივისცემაზე- აგრძნობინეთ, რომ გსურთ მათზე მეტი გაიგოთ, რომ ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია. პატივი ეცით როგორც მის, აგრეთვე, საკუთარ ღირებულებებს.


image

4. იყავით თავდაჯერებული

ეს ძალიან მნიშვნელოვანია შეხვედრისას, რადგან დაბნეულობას ბევრი შეცდომა მოჰყვება ხოლმე.

5. ისაუბრეთ მნიშვნელოვან თემებზე-იქიდან გამომდინარე, რომ ეს შეხვედრა ერთმანეთის უკეთ გასაცნობად გჭირდებათ, ყურადღება მიაქციეთ მნიშვნელოვან საკითხებს და ისაუბრეთ იმ თემებზე, რომლებიც გაინტერესებთ ამ ადამიანის შესახებ.


და ბოლოს, დაიმახსოვრეთ, მთავარია გულწრფელობა. გულწრფელობა და უშუალობა არის წარმატებული ურთირთობის საწინდარი.


image

ესეს ფრანგული მუსიკოსა და რომანტიკული საღამოების მოყვარულთათვის:


0
77
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0