x
მეტი
  • 11.12.2017
  • სტატია:71804
  • ვიდეო:324987
  • სურათი:427156
5 მოქმედება, რომელიც ტვინის უჯრედებს აღადგენს

მიუხედავად იმისა, რომ ნეიროგენეზი (ნერვული უჯრედების განვითარება) დიდი ხნის მანძილზე წარმოუდგენლად ითვლებოდა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ნეირონების აღდგენა შეუძლებელი იყო, სინამდვილეში, ეს ასე არ არის. საჭიროა მხოლოდ ცხოვრების ჯანსაღ წესს მივყვეთ!


ნეიროგენეზი – ნამდვილად არაჩვეულებრივი პროცესია, რომლის მეშვეობითაც ჩვენს ტვინს შეუძლია ახალი ნეირონების შექმნის და მათი შეერთების სტიმულირება მოახდინოს.


შესაძლოა, ეს ყველაფერი წინააღმდეგობრივად მოგეჩვენოთ, რამდენადაც ცოტა ხნის წინ სამეცნიერო წრეებში აქტიურად უჭერდნენ მხარს იმ იდეას, რომ ასაკთან ერთად ადამიანის ტვინი კარგავს საკუთარ ნერვულ უჯრედებს: ისინი უბრალოდ ნადგურდება და მისი შედეგები შეუქცევადია.


უფრო მეტიც, მიაჩნდათ, რომ ტრამვა ან ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლი ნიშნავდა მოქნილი გონების დაკარგვის გარდაუვალობას (მანევრირება და ტვინის აქტიურობა), რაც ჯანმრთელ ადამიანს ახასიათებს.


image


თუმცა, დღეს უკვე გაკეთდა ნაბიჯი იმ სიტყვის მიმართ, რომელიც იმედს გვისახავს: და ეს სიტყვაა – ნეიროპლასტიურობა.


დიახ, ეს სრული ჭეშმარიტებაა, რომ ასაკთან ერთად ჩვენი ტვინი იცვლება, დაზიანებები და მავნე ჩვევები (ალკოჰოლი, თამბაქო და ა.შ.) მას ზიანს აყენებს. მაგრამ ტვინი რეგენერაციის უნარს ფლობს –მას შეუძლია კვლავ შექმნას ნერვული უჯრედები და მაკავშირებელი ხიდები მათ შორის.


თუმცა, ამ არაჩვეულებრივი მოქმედების განხორციელებისთვის, საჭიროა ადამიანმა იმოქმედოს – იყოს აქტიური და ყველანაირად მოახდინოს საკუთარი ტვინის ბუნებრივი შესაძლებლობების სტიმულირება.



– თქვენი ტვინი რეორგანიზებას უკეთებს ყოველივე იმას, რასაც აკეთებთ და ფიქრობთ.

– ადამიანის ტვინი იწონის დაახლოებით კილო-ნახევარს, და ამასთან, მოიხმარს ორგანიზმში არსებული ენერგიის 20%-ს.
– ყველაფერი ის, რასაც ვაკეთებთ – კითხვა, სწავლა და უბრალოდ ვინმესთან საუბარი – იწვევს გასაოცარ ცვლილებებს ტვინის სტრუქტურაში. მსგავსი სახის ქმედებებს, რასაც ვაკეთებთ და ვფიქრობთ, ყველაფერს დიდი სარგებლობა მოაქვს ტვინისთვის.

– თუ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სავსეა სტრესითა და მღელვარებით, თავის ტვინის ისეთი რეგიონები, როგორიცაა ჰიპოკამპი (მეხსიერებასთან კავშირში) უთუოდ ზარალდება.

– ტვინი შეიძლება ქანდაკებას შევადაროთ, რომელის ფორმირებაც ჩვენი ემოციების, ფიქრების, მოქმედებების და ყოველდღიური ჩვევების შედეგად ხდება.


სტატიაში შევეცდებით აგიხსნათ, როგორ გაიუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი, თუ აქცენტს თქვენი ტვინის ჯანმრთელობაზე გააკეთებთ.


5 პრინციპი ნეიროგენეზის სტიმულირებისთვის

image


1. ფიზიკური ვარჯიშები


ფიზიკური აქტივობა და ნეიროგენეზი პირდაპირ კავშირშია.

ყოველთვის, როდესაც სხეულს მუშაობას ვაიძულებთ (იქნება ეს სეირნობა, ცურვა თუ ვარჯიში), ამით ხელს ვუწყობთ ტვინის ოქსიგენაციას (ჟანგბადით კვება).

გარდა იმისა, რომ ტვინს უფრო სუფთა და ჟანგბადით უფრო მეტად გაჯერებული სისხლი მიეწოდება, ხდება ენდორფინების (ბედნიერების ჰორმონი) გამომუშავება. ენდორფინები აუმჯობესებს ჩვენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, და ამ გზით სტრესთან ბრძოლაში გვეხმარება, აძლიერებს ბევრ ნერვულ სტრუქტურას.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნებისმიერი მოქმედება, რომელიც სტრესის დონეს ამცირებს, ხელს უწყობს ნეიროგენეზს. თქვენ მხოლოდ შესაფერისი აქტივობა უნდა გამონახოთ, რაც სიამოვნებას მოგიტანთ (ცეკვა, ველოსიპედით სეირნობა, სირბილი, ფიტნესი და ა.შ).


image

2. ძლიერი ტვინი - მოქნილი გონება


მოქნილი გონების შენარჩუნების ბევრი საშუალება არსებობს. ამისთვის უნდა ვეცადოთ მუდმივად შევინარჩუნოთ ის სიმხნევის რეჟიმში, რა შემთხვევაშიც სწრაფად შეძლებს ყველა შემავალი მონაცემის "გადამუშავებას."

ამის მიღწევა შესაძლებელია სხვადასხვა სახის აქტივობით. გარდა ზემოთ ნახსენები ფიზიკური დატვირთვისა, უნდა აღვნიშნოთ შემდეგი:

– კითხვა – იკითხეთ ყოველ დღე, ეს ხელს უწყობს თქვენი ინტერესის და ცნობისმოყვარეობის გაღვივებას იმის მიმართ, რაც თქვენს ირგვლივ ხდება;

– უცხო ენის შესწავლა;

– მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა;

– მოვლენების კრიტიკული აღქმა, სიმართლის ძიება;

– სოციალიზაცია, მოგზაურობა, ახალი ადგილების მონახულება, აღმოჩენები, გატაცება.


image


3. კვების რაციონი


ჯანმრთელი ტვინის ერთ-ერთ მთავარ მტრად ის საკვები წარმოადგენს, რომელიც გაჯერებულია ცხიმებით. ნახევარფაბრიკატებისა და არაბუნებრივი პროდუქტების მოხმარება ნეიროგენეზს აფერხებს.

- მნიშვნელოვანია დავიცვათ დაბალკალორიული დიეტა. ამასთან, საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და დაბალანსებული, მკვებავი ნივთიერებების დეფიციტის თავიდან ასაცილებლად.

– ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ჩვენს ტვინს ენერგია სჭირდება, და დილაობით, მაგალითისთვის, დიდ მადლობას გვეტყვის თუ ტკბილს მივირთმევთ. თუმცა, აღნიშნული გლუკოზა ხილის, შავი შოკოლადის, თაფლის სახით უნდა მივიღოთ.

– რაც შეეხება იმ პროდუქტებს, რომელიც ომეგა-3 არის მდიდარი, ეჭვგარეშეა, რომ ყველაზე შესაფერისია ნეიროგენეზის ხელშეწყობისა და აქტივაციისთვის.


image


4. აქტიური ინტიმური ცხოვრება


სექსი – ჩვენი ტვინის კიდევ ერთი დიდი არქიტექტორი, ნეიროგენეზის ბუნებრივი მამოძრავებელი საშუალება. ვერ ხვდებით ასეთი კავშირის მიზეზს? საქმე შემდეგში მდგომარეობს:

– სექსი არა მხოლოდ ხსნის დაძაბულობას და სტრესს, არამედ ძლიერ ენერგეტიკულ მუხტს გვაძლევს, რაც ტვინის იმ ნაწილების სტიმულირებას ახდენს, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერებაზე.

– ისეთი ჰორმონები, როგიცაა სეროტონინი, დოპამინი და ოქსიტოცინი, გამომუშავდება პარტნიორთან სქესობრივი კავშირის მომენტში, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ნერვული უჯრედების ფორმირებას.


image


5. მედიტაცია


უდავო ფაქტია, რომ მედიტაციას დიდი სარგებლობა მოაქვს ტვინისთვის – ეფექტი იმდენად გასაოცარია, რამდენადაც მშვენიერი:

– მედიტაცია ხელს უწყობს შემეცნებითი შესაძლებლობების განვითარებას, როგორიცაა ყურადღება, მეხსიერება, კონცენტრაცია.

– საშუალებას გვაძლევს უკეთ აღვიქვათ რეალობა, სწორედ ვმართოთ ჩვენი მღელვარება და გავუმკლავდეთ სტრესს.

– მედიტაციის დროს ტვინი სხვა რიტმში მუშაობს: წარმოქმნის უფრო მაღალ ალფა-ტალღებს, რომელიც თანდათან გამა-ტალღების გენერირებას ახდენს.

– აღნიშნული ტიპის ტალღები ხელს უწყობს მოშვებას, ამავდროულად ახდენს ნეიროგენეზის და ნეირონების კავშირის სტიმულირებას.


მიუხედავად იმისა, რომ მედიტაციას სწავლა უნდა (ამაზე რაღაც დრო დაგეხარჯებათ), აუცილებლად გააკეთეთ, რადგან ეს მშვენიერი საჩუქარია თქვენი ტვინისთვის და ზოგადად ჯანმრთელობისთვის.


ბოლოს, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ზემოთ მოცემული 5 პრინციპი, რომელზეც ვსაუბრობდით, სინამდვილეში დიდ სირთულეს სულაც არ წარმოადგენს. სცადეთ მათი რეალიზება პრაქტიკაში და იზრუნეთ თქვენი ტვინის ჯანმრთელობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ:

რომელ მინერალს რა სარგებლობა მოაქვს ჯანმრთელობისთვის

5 ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. ამის ცოდნა მნიშვნელოვანია!

12 დამღუპველი ჩვევა, რომელიც თავის ტვინის უჯრედებს ანადგურებს

8 უმნიშვნელოვანესი რჩევა ცნობილი ფსიქოთერაპევტისგან, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის

მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეს უნდა იცოდეთ!

რაზე მეტყველებს ტკივილი თავის სხვადასხვა ნაწილში

წყალი, რომელიც ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს, აქრობს ანთებას და გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები

1
952
13-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
952
  
10 ოქტომბერი, 11:59
უმაგრესი სტატიაა, შემეცნებითიც, სასარგებლოც და საინტერესოც.
თავად უკვე თითქმის 10 წელია რაც მედიტაცია სრულფასოვნად შემასწავლეს და ავითვისე, საოცარი ეფექტი აქვს, პრაქტიკულად თითოეული უჯრედი იცლება ცუდი განწყობისაგან, დაღლილობისაგან და მთლიანობაში სხეული იმუხტება დადებითი ენერგიით.
0 1 1