x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შეღებილი ფრჩხილები და ქალის ღირსების «ნიშანი»
image


როგორც გაირკვა, დღეს არსებული მოდური ტენდენციები შემთხვევითობა კი არა და ყოველი მათგანის უკან, ძალიან საინტერესო ისტორიებია.


შეღებილი ფრჩხილები


თუ ვინმე ფიქრობს, რომ ფრჩხილების სილამაზეზე ზრუნვა ახალი მოვლენაა, ძალიან ცდება. ყველაზე უძველესი «ლაქის» ნაკრები, რომელიც ოქროთი იყო დამზადებული, ძვ. წ. აღრ. 3200 წლით არის დათარიღებული, ანუ მისი ასაკი 5000 წელზე მეტია. ცნობილია, რომ ბაბილონელებს, სადაც ფრჩხილების სამშვენისები აღმოაჩინეს, ძალიან უყვარდათ საკუთარ ფრჩხილებზე ზრუნვა.

image

და არა მარტო მათ:

ეგვიპტეში ძვ. წ. აღრ. 1 საუკუნეში ფრჩხილის ლაქის უამრავი ფერი არსებობდა, რომელიც ფრჩხილების სილამაზესთან ერთად, იერარქიულ «კოდს», ანუ იერარქიულ კიბეზე, ადამიანის ადგილს განსაზღვრავდა. მაგ., კაშკაშა, ნათელი ფერები და გრძელი ფრჩხილები სამეფო ოჯახის წევრობაზე მიუთითებდა, ხოლო ღარიბებს და მონებს ფრჩხილების შეღებვა ღია, პასტელური ტონის ლაქით შეეძლოთ.

ასევე ცნობილია, რომ მინის დინასტიის (1368 – 1644, ჩინეთი) ელიტაშიც იყვნენ ფრჩხილის ლაქის თაყვანისმცემლები. ფრჩხილების გასალამაზებლად, ისინი კვერცხის ცილის, ჟელატინს და რეზინს ნაზავს იყენებდნე და ფრჩხილებს წითლად, ჟოლოსფრად ან შავად იღებავდნენ.
ინგლისში, ფრჩხილის ლაქის პირველი მომხმარებელი ელისაბედ პირველი (1533 – 1605 წწ.) იყო, რომელიც თავისი ლამაზი ფრჩხილებით და ლამაზი ხელებით ყველას აღფრთოვანებას იწვევდა. როგორც მოდის მკვლევარები აღნიშნავენ, იმ პერიოდში ითვლებოდა, რომ გრძელი ფრჩხილები მძიმე შრომისას არ იყო პრაქტიკული და ფრჩხილების მიხედვით, ქალის სოციალური სტატუსის განსაზღვრა შეიძლებოდა.

გრძელი თმა

საუკუნეების მანძილზე, ვარცხნილობის ერთ მოდურ მიმდინარეობას მეორე ცვლიდა. მაგრამ, ერთი რამ უცვლელი რჩებოდა: იმის მოლოდინი, რომ ქალს გრძელი თმა ექნებოდა. ეს ტენდენცია ყველგან ნათლად ჩანს – გრძელთმიანი აფროდიტეს გამოსახულებიდან დაწყებული, პავლე მოციქყლის კორინთელთა მიმართ, ეპისტოლეთი დამთავრებული: «თუ ქალს გრძელი თმა აქვს, ეს ღირსებაა მისი».

მთელი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, ქალებს ყოველთვის უფრო გრძელი თმა ჰქონდათ, ვიდრე კაცებს. იელის უნივერსიტეტის პროფესორი, პათოლოგ-დერმატოლოგ კურტ სტენი ამბობს, რომ თმას შეუძლია ბევრი რამ შეგვატყობინოს მისი პატრონის შესახებ. კერძოდ, ის თვლის, რომ გრძელი თმა ადამიანის კარ ჯანმრთელობაზე და ფინანსურ მდგომარეობაზე მიუთითებს: «გრძელი თმა რომ ჰქონდეს, ადამიანი ჯანმრთელი უნდა იყოს. ის კარტგად უნდა იკვებებოდეს, არ უნდა ავადმყოფობდეს, არ უნდა იყოს ინფიცირებული, კარგად უნდა ისვენებდეს და დღეში, თუნდაც, რამდენიმე წუთს ვარჯიშობდეს».

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:image

რატომ ატარებენ გოგონები ვარდისფერს, ხოლო ბიჭები – ცისფერს?

თმის გაღიავება გვირილით

12 მოდური ვარცხნილობა, რომელიც ყველას უხდება!


2018 წლის ყველაზე მოდური ვარცხნილობა

0
190
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0