x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
მივცეთ მშვიდობას შანსი - Give Peace a Chance
1940 წელის 9 ოქტომბერს, ინგლისში ქალაქ ლივერპულში დაიბადა ჯონ ლენონი. მისი ცხოვრების გზა მოკლე, მაგრამ ნაყოფიერი აღმოჩნდა. მან თავისი სიტყვა თქვა ხელოვნებაში, იყო მომღერალი, მსახიობი მუსიკოსი და კომპოზიტორი. მისი სახელი “ბითლზებთან“ასოცირდება, თუმცა მან ჯგუფი დატოვა. “ბითლზები“ 70-იანი წლებში საერთოდ დაიშალა, ლენონმა კი სოლო კარიერა გააგრძელა, რაც არანაკლებ კარგად გამოუვიდა. საყოველთაოდ ცნობილია ჯონ ლენონის ცხოვრებისეული შეხედულებები. ის ღიად და თამამად გამოთქვამდა პოლიტიკურ შეხედულებებს, ქადაგებდა მშვიდობას, რის გამოც “მშვიდობის აქტივისტის“ სახელიც კი მოიპოვა. 1971 წელს დაუნდობლად აკრიტიკებდა ნიქსონის ადმინისტრაციას ვიეტნამთან ომის გამო. ამ მიზეზით ნიუიორკში გადასვლაც კი მოუხდა.

image

ბიოგრაფიიდან:

ჯონი ალფრედ და ჯული ლენონების ერთადერთი შვილი იყო. მშობლები ერთმანეთს მალე დაშორდნენ, რისი მიზეზიც მეორე მსოფლიო ომი და მამის რამდენიმე წლით გაქრობა იყო. ბიჭს დეიდა ზრდიდა, რომელიც მუსიკით ჯონის გატაცებას დიდად ნამდვილად არ უჭერდა მხარს იმ რწმენით, რომ გიტარას არ შეეძლო ადამიანის რჩენა. ამ პერიოდის ინგლისის როკ-ენ-როლს ახალგაზრდობა, ფაქტობრივად, ბოლომდე ჩათრეული და მოჯადოებული ჰყავდა.


კარიერა:

ჯონს იცნობდნენ როგორც ნიჭიერ, მემაბოხე ახალგაზრდას. ის მუდმივად პროტესტს გამოთქვამდა ომის, იმდროინდელი პოლიტიკის, არსებული რეალობის მიმართ. ასევე სკანდარული რამ განუცხადა ერთხელ პრესას :

“ქრისტიანობა წავა. ის გაქრება. ეს უდავოა; მე მართალი ვარ და მომავალი ამას დაამტკიცებს. ჩვენ ახლა უფრო პოპულარულები ვართ ვიდრე იესო; მე ვიცი რა უფრო მალე გაქრება როკ-ენ-როლი თუ ქრისტიანობა. იესოს მიმდევრები სულელები არიან და სწორედ მათი ნაკლოვანებები კლავს ქრისტიანობას ჩემში“

ეს ფრაზა მალე აიტაცეს როკ-ენ-როლერებმა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა მკაცრად გააკრიტიკა.

კიდევ ორი მნიშვნელოვანი აზრი, რომელიც მას ღმერთის შესახებ უთქვამს, ასეთია : “მე ღმერთის მჯერა, მაგრამ არა როგორც ერთის, არ მგონია, რომ ის ერთი მოხუცი კაცია, რომელიც ცაშია. მე მჯერა, რომ ღმერთი თითოეულ ჩვენგანშია“, ასევე : “ღმერთი არის კონცეპტი, რომლის მიხედვითაც ჩვენს ტკივილს ვზომავთ“


მძიმე პერიოდი იწყება მის ცხოვრებაში 1960 წლიდან . ის ნარკოდამოკიდებული ხდება. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა მისი საუკეთესო სიმღერები:I Am the Walrus, Lucy in the Sky with Diamonds, All You Need is Love. ...

ლენონის ცხოვრებაში 1966 წელს მოდის ქალი, რომელმაც მასზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, მხატვარი - იოკო ონო. ეს ურთიერთობა ქორწინებით დასრულდა 1969 წელს.

სიყვარულზე ის ამბობდა : “შენთვის ყველაფერი მაშინ არის ცხადი და ნათელი, როცა შეყვარებული ხარ“.

image

1970 წლიდან, “ბითლზების“ დაშლის შემდეგ სოლოკარიერას აგრძელებს, მერე შედარებით გაპასიურდა მუსკაში, კონცენტრირდა ოჯახზე და სამოქალაქო აქტივიზმზე. სამშვიდობო აქციებში მხარს უჭერდა მეუღლეც. ის ამბობდა, რომ ისინი აუცილებლად იყიდიდნენ მშვიდობას.

“თუ ადამიანი ფიქრობს, რომ სიყვარული და მშვიდობა 60-იანებში უნდა დარჩენილიყო, ძალიან ცდება. სიყვარული და მშვიდობა სამარადისოა“-თქვა ერთხელ ლენონმა,

მის ალბომებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა:, Imagine და Double Fantasy. ეს უკანასკნელი მისი გარდაცვალების შემდეგ, 1980 წელს გამოიცა.

როგორც ცნობილია, ლენონი ზურგში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობით გარდაიცვალა. ყველაზე უცნაური ის არის, რომ მკვლელი თავს მის ფანად და დიდ აპოლოგეტად ასაღებდა. ის ამბობდა, რომ საზოგადოება არ იმსახურებდა ჯონ ლენონის მსგავს წევრს. მისი მკვლელის სახელი სრული და გვარია : მარკ დევიდ ჩეპმანი.

0
57
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0