x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
"გკოცნი... თავიდან ფეხებამდე. მენატრები!" (ნინო ჭავჭავაძისა და ალექსანდრე გრიბოედოვის სიყვარულის ისტორია)
მოგესალმებით, "ინტერმედილებო", ეს ჩემი პირველი სტატიაა თქვენთვის და მინდოდა სასიამოვნო თემით დამეწყო, სიყვარული ხომ თავად ღმერთია და რა უნდა იყოს ამაზე სასიამოვნო?!

დღეს ცოტათი თითქოს გაუფასურდა და ბანალური გახდა ამაზე საუბარი, შეიძლება ამიტომაც მომინდა დროში გადამენაცვლა და სხვებისთვისაც გამეზიარებინა ან შემეხსენებინა ის, რაც იქ დამხვდა.

ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ამ საუკუნეში არ უნდა მეცხოვრა, რომ დაახლოებით ორასი წლის წინ, ალბათ, გაცილებით უკეთ ვიგრძნობდი თავს, ეს ხომ ასე ლამაზი საუკუნეა, მეჯლისების, ბალების, დიდი ლამაზი კაბების, ლიტერატურული საღამოების, თეატრის, წერილების, ოღონდ "მესიჯების" კი არა, გახუნებულ ქაღალდზე მელნით დაწერილის.. მიხვდით, ალბათ, რომ მე-19 საუკუნეზე გესაუბრებით, როგორც ჩანს, იმ დროს უფრო ლამაზადაც უყვარდათ.

ასეთ სიყვარულზე, პირველ რიგში, ნინო და სანდრო მახსენდება.


მუდამ მომღიმარ და მხიარულ გოგონას მამის ახლო მეგობარი ალექსანდრე "სერგეევიჩ" გრიბოედოვი მუსიკისა და ლიტერატურის გაკვეთილებს უტარებდა..


image

რამდენიმე წლის შემდეგ ერთ სუფრასთან ერთმანეთის პირისპირ მსხდომნმა თითქოს უცბად აღმოაჩინეს, რომ ერთმანეთისთვის მხოლოდ მოსწავლე და მასწავლებელი არ ყოფილან, გრიბოედოვის მოუცლელობის გამო ისინი ერთმანეთს ისე ხშირად ვეღარ ხვდებოდნენ და იმ საღამოს, ნინოს ნათლიის სახლში, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ვახშამი ორი ახალგაზრდასთვის ყველაზე არაჩვეულებრივი აღმოჩნდა, გრიბოედოვმა დაინახა, რომ მის წინაშე აღმოსავლური სილამაზის მფლობელი, დახვეწილი და კეთილი გულის მქონე ახალგაზრდა ქალი იდგა, რომლის წინაშე თავის შეკავება არც უცდია, იმავე საღამოს მან ნინოს ხელი სთხოვა და თანხმობაც მიიღო.

შეყვარებულებმა სიონის საკათედრო ტაძარში დაიწერეს ჯვარი, გრიბოედოვი მაშინ 34-ის იყო, ნინო - 16-ის.image

ჯვრისწერის შემდეგ ახლადდაქორწინებულები წინანდალში გაემგზავრნენ და იქ ბედნიერად გაატარეს ძალიან ცოტა დრო, შემდეგ გაემართნენ სპარსეთისკენ, მაგრამ სახიფათო გზისა და ცოლის ორსულობის გამო ალექსანდრემ გზა მარტომ განაგრძო.

იგი თითქმის ყოველ დღე წერდა წერილებს თავის საყვარელ მეუღლეს: "ძვირფასო, მეგობარო! უშენოდ უსაზღვრო სევდაა გარშემო.. მხოლოდ ახლა ვგრძნობ ჭეშმარიტად რა არის სიყვარული. ადრეც დავშორებივარ ბევრს, რომლებთანაც მყარი კავშირი მქონდა, მაგრამ ერთი-ორი დღე, ერთი კვირა და სევდა გამქრალა, ახლა კი, რაც დრო გადის უფრო ცუდად ვარ, სწრაფად და წრფელად შევერთდით სამუდამოდ. გკოცნი.. თავიდან ფეხებამდე. მენატრები!"

სამწუხაროდ, ისინი აღარ შეერთებულან, მეუღლის გარდაცვალების ამბავი ნინომ შემთხვევით გაიგო ახლობლების საუბრიდან, ნაადრევმა მშობიარობამ პატარა ალექსანდრეს სიცოცხლეც შეიწირა.

ნინო მხოლოდ 17 წლის იყო, როცა სამგლოვიარო სამოსი ჩაიცვა და 28 წელი გაატარა ასე, მას, რა თქმა უნდა, ბევრი მთხოვნელი ჰყავდა, მაგრამ იცოდა, რომ უკვე ვერც ერთ მამაკაცთან ვეღარ იგრძნობდა იმას, რასაც თავის საყვარელ სანდროსთან განიცდიდა.. როდესაც ეს სიყვარული გაქრება, მაშინ მეც მოვკვდებიო ამბობდა.

ასე უყვარდათ უწინ.. და სწორედ ასეთ სიყვარულზე მინდოდა თქვენთან საუბარი, გისურვებთ თქვენც და საკუთარ თავსაც, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეგვიყვარდეს ასე ძლიერად, რა თქმა უნდა, უკეთეს გაგრძელებასა და ხანგრძლივ, სიყვარულით სავსე ცხოვრებას გისურვებთ.

ნინო 49 წლის გარდაიცვალა, მას "ტიფლისის შავ ვარდს" ეძახდნენ. image

0
504
4-ს მოსწონს
ავტორი:როშენი
როშენი
504
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0