x
image
ღიმილიანი
" ყველა კაცი ერთნაირია" - გაითვალისწინეთ ეს რჩევები და აღარ მოგიწევთ ამის თქმა
ხშირად მამაკაცები ტოვებენ ქალებს და განაწყენებული ქალები, ამბობენ, რომ " ყველა კაცი ერთნაირია", ამას მოჰყვება ხოლმე ასეთი ხუმარა ფრაზა: "ყოფილიყავი წესიერი და არ გეცოდინებოდა ყველა კაციო..."

ერთი შეხედვით, სასაცილოცაა, მაგრამ სად უნდა ვეძებოთ პრობლემა?

ყველა კაცი ნამდვილად არაა ერთნაირი, ყოველი ადამიანი არის ინდივიდუალური და თითოეულ მათგანს თავისი განსაკუთრებული ფსიქლოგია გააჩნია. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც გაგიადვილებთ მამაკაცებთან ურთიერთობას.


image




აი, რა აღიზიანებთ მამაკაცებს და რატომ გარბიან ისინი:


1. უდნობლობა


ნდობა ყველა ურთიერთობაში მნიშვნელოვანია, როდესაც უსვამთ უამრავ შეკითხვას და კაცი გრძნობს, რომ არ ენდობით მასში აღვიძებთ აგრესიას. თუ ხართ მის გვერდით, უნდა დაუჯეროთ კიდეც მის გულწრფელობას.


image


2. ეჭვიანობა გოგო მეგობრებზე

უსაფუძვლოდ ნუ იეჭვიანებთ.გაითვალისწინეთ, რომ თქვენც გყავთ მეგობარი ბიჭები, ამიტომ კარგად დაფიქრდით, რა მოხდება თუ თქვენი მეორე ნახევრი მათთან ურთიერთობას "აგიკრძალავთ"?



3. ნუ აქცევთ მათ იდეალებად

ეს არ უნდა დაივიწყოთ - იდეალური არავინაა, თქვენ უნდა მიიღოთ ის ისეთი, როგორიცაა. ნუ ეცდებით მის შეცვლას.



image


4. ნუ დაგაინტერესებთ მათი ბიუჯეტი

როდესაც ზედმეტად ხართ დაინტერესებულ ამ კონკრეტული, მამაკაცი ძალიან იღლება.


image


5. მიეცით თავისუფლება

კაცები ვერ იტანენ შებოჭილობას:რაც უფრო მეტ თავისუფლებას მისცემთ, იგი უფრო ეცდება თქვენთან ყოფნას, რადგან ხშირად ეს აფრთხობთ მამაკაცებს, ნუ აგრძნობინებთ, რომ რაიმე შეზღუდვებს უწესებთ და ნუ ეცდებით მის გაკონტროლებას.


6. მოთმინება

როდესაც თქვენ მასზე ძალიან ბრაზობთ, ეცადეთ მაშინვე არ გამოხატოთ ეს, აუცილებელია შეარჩიოთ სწორი დრო და ადგილი.


image

7. ნუ ალოდინებთ დიდხანს შემდეგი მიზეზით:


ნუ დაიგვიანებთ ყველგან იმიტომ, რომ ემზადებოდით. მამაკაცებს ყველაზე მეტად ეზარებათ ასეთი ლოდინი.



image


და ბოლოს, იყავით მუდამ კარგ ხასიათზე და ბედნიერი მათთან ერთად, ხოლო ძალიან იშვიათად უხასიათოდ და უბედური, რადგან კაცებს უყვარდებათ ბედნიერი და კმაყოფილი ქალები, გაიხსენეთ, ერთ დროს მას თქვენ ასეთი შეუყვარდით და არა მუდმივად მოწუწუნე, პრობლემებით სავსე....


სტატიის ფოტოებად გამოვიყენე კადრები ჩემი საყვარელი ფილმიდან ( Wicker park ) ქართულად რატომ არ ვიცი, მაგრამ თარგმნილია როგორც "შეპყრობილი"

ესეც ვიდეო, იმედია, ისიამოვნებთ:



0
221
5-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0