x
მეტი
  • 17.10.2017
  • სტატია:70059
  • ვიდეო:322864
  • სურათი:424128
რუსეთში, ქალაქ "ნაბერეჟნიე ჩელნში" დააკავეს ორი მამაკაცი თანამეინახე მამაკაცის გაუპატიურებისათვის

image კრიმინალი ყველგან ხდება, მაგრამ ის რაც მოხდა რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში ცოტა არ იყოს მძიმე წასაკითხი და ძნელად აღსაქმელია ნორმალური აზროვნების ადამიანისათვის.
როგორც გამოცემა «Челнинские известия» იუწყება 2 ოქტომბრის ღამეს ქალაქ "ნაბერეჟნიე ჩელნის", ჰიდროელექტროსადგურის დასახლებაში მდებარე 8 საცხოვრებელი კორპუსიდან ერთ-ერთში, სვამდა სამი მამაკაცი 34, 55 და 60 წლის ასაკის. სუფრის დამთავრების მერე 60 წლის მამაკაცი გაემართა გასასვლელი კარებისაკენ, რა დროსაც მას გზა გადაუღობეს ყოფილმა თანამეინახეებმა, მამაკაცი ჯერ ცემეს მერე კი ხელფეხი შეუკრეს ელექტროგაყვანილობისათვის განკუთვნილი სადენით, პირიც აუკრეს წებოვანი ლენტით. როცა ნაცემმა და ხელფეხშეკრულმა მამაკაცმა წინააღმდეგობა შეწყვიტა ის ბინის პატრონმა და მეორე სტუმარმა რიგრიგობით გააუპატიურა ძალადობრივი გზით.
ნაცემ და გაუპატიურებულ ასაკოვან ადამიანს ხელფეხი გაუხსნეს და ბინის გარეთ დატოვეს, დაზარალებულმა კი მაშინვე ადგილობრივ პოლიციის განყოფილებას მიაკითხა და საჩივარი პოლიციის ქვეგანყოფილებაშივე დაწერა, რის საფუძველზედაც "ცხელ კვალზე" იქნა ორივე მოძალადე დაკავებული, მათ წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 132 სტატიით: "ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე პირზე განხორციელებული სექსუალური სახის ძალადობა".
დაინიშნა ძალადობის მსხვეროლის შესამოწმებლად ექსპერტიზა, რომელმაც დაზარალებულის ჩვენება დაადასტურა.
სავარაუდოდ ორივე დამნაშავეს მაქსიმალურ სასჯელს–10 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

+16

0
261
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
261
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0