x
image
melody_inside
სიტყვა, რომელსაც წაიკითხავთ, მიგანიშნებთ თუ რა გელით 2017 წლის ბოლო თვეებში

image

ვფიქრობ, ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც გასჩენია სურვილი გაეგო, რა ელოდება მომავალში. დღეს გთავაზობთ არა უბრალოდ მკითხაობას, არამედ თქვენივე ქვეცნობიერებისგან მიღებულ პასუხს.

image

თქვენი მომავალი როგორც მდინარე, ისე მოედინება აწმყოს პატარა მომენტიდან. პასუხების უმრავლესობა იმ კითხვებზე, რაც თქვენ გაღელვებთ, ქვეცნობიერებამ უკვე იცის. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ სწორად გავშიფროთ მისი გზავნილი.

ეს რთული არ არის. იმისთვის, რომ გამოვიცნოთ და გავშიფროთ ჩვენი ქვეცნობიერების გზავნილი, საჭიროა დავაკვირდეთ ასოების ამ უაზრო სურათს. ნელ-ნელა თქვენ სიტყვებს დაინახავთ.

სწორედ ის სიტყვა, რომელიც პირველად ამოიკითხეთ, წარმოადგენს მომავლის ახსნის გასაღებს.

მაშ ასე, რომელი სიტყვა დაინახეთ პირველად?

КОРОЛЕВА ( დედოფალი )

ეს წელი არ იყო თქვენთვის იოლი. თუმცა, თქვენ ან ღირსეულად გადალახეთ ყველაფერი ან ამ თვეებში გადალახავთ ცხოვრებაში არსებულ ყველა სირთულეს. მგრძნობიარე სული გავთ და როდესაც არჩევანის საკითხი დგება, ყური მიუგდეთ მას... ამ ორ თვეში კი აუცილებლად დადგება ეს არჩევანი.

თქვენი ინტუიცია გიკარნახებთ, რომელი გადაწყვეტილება მიგიყვანთ წარმატებასთან და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასთან.

საინტერესო ფაქტი თქვენს შესახებ: თქვენ უსაზღვროდ კეთილი ხართ, მაგრამ ამას ნაკლებად აფასებენ სხვები თქვენს გარშემო.

ВЕРНОСТЬ (ერთგულება)

ამ შემოდგომაზე პირველ ადგილზე წამოიწევს ურთიერთობები. თქვენ თითქოს პირველად დაინახავთ ახლობელ ადამიანს. ბოლო დროს დაიღალეთ, ურთიერთობაში ხომ ძირითადად თქვენ მეტს დებდით... დაისვენეთ და საშუალება მიეცით სხვა ადამიანებს იზრუნონ თქვენზე. შესაძლოა საინტერესო შეხვედრები და გაცნობები, ეკონტაქტეთ - ეს გაცნობები მომავალში რაღაც კარგს გპირდებათ.

გაახარეთ თავი სასიამოვნო წვრილმანებით - გემრიელი ყავა ლამაზი ფინჯნით, იყიდეთ და აჩუქეთ საკუთარ თავს ყვავილების თაიგული.



МУХА (ბუზი)

ეს ბოლო ორი თვე დაგატრიალებთ როგორც ფოთოლს ფოთოლცვენისას. იქნება მრავალი მოვლენა, შთაბეჭდილებები, ემოციები და მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული ეს ყველაფერი სასიხარულოა თუ საწყენი თქვენთვის.

დატკბით და ეცადეთ არ შეიზღუდოთ თავი ემოციების გამოხატვისას - გეტირებათ – იტირეთ, გსურთ იცინოთ - გულიანად გაიცინეთ. ასეთია თქვენი თავიდან ჩართვის (გადატვირთვის) პერიოდი.

ყურადღება მიაქციეთ საკუთარ გარემოცვას - გვერდით არის ადამიანი, რომელსაც ძლიერ შურს თქვენი (იცით ვიზეც ვსაუბრობ). ნუ მიიკარებთ ახლოს ამ ადამიანს და არავითარ შემთხვევაში სახლში არ მიიპატიჟოთ.

РОМАШКА (გვირილა)

ამ შემოდგომაზე თქვენ განსაკუთრებულ ხიბლს ფლობთ. თითქოს შიგნიდან ანათებთ. ანათეთ! დაამშვენეთ ეს სამყარო თქვენით და თქვენი სინათლით...

ატარეთ ლამაზი კაბები და სამკაულები, მიიღეთ კომპლიმენტები, გაიკეთეთ უჩვეულო მანიკიური... "ბნელ დროში კარგად ჩანს ნათელი ადამიანები" - ეს თქვენზეა ნათქვამი. წაახალისეთ თქვენით გარშემომყოფები!

იბრწყინეთ და ცხოვრებაში მიიზიდავთ ყველაფერს, რაც გჭირდებათ.

ДИТЯ (ბავშვი)

ბოლო დროს ზედმეტად მოკრძალებული ხართ და საერთოდ ვერ ამჩნევთ ან არ გსურთ დაინახოთ საკუთარი უპირატესობები. საამაყო კი ნამდვილად გაქვთ. თქვენ ნამდვილად საოცარი ადამიანი ხართ. ის, რაც თქვენი ოცნებების განხორციელებისთვის არის საჭირო - არის ცოტაოდენი სითამამე და თავდაჯერებულობა. თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ!

თქვენი ნიჭი და ღირსებები შეასაბამისად უნდა შეფასდეს, გახსოვდეთ - თქვენ ბრილიანტი ხართ და ძვირად ფასობთ.



БОРЬБА (ბრძოლა)

შემოდგომა - თქვენთვის შეყოვნების და შესვენების დროა. ერთგვარი გზაჯვარედინი, სადაც აუცილებელია გაჩერდე და დაფიქრდე, სად წახვიდე.

არ იჩქაროთ, ბოლო დროს ბევრი ძალისხმევა დაკარგეთ ტყუილად ზედმეტი აჩქარების გამო.


გახსოვდეთ კუ, რომელმაც ყველაზე მაღალ მთაზე შეძლო ასვლა. გაითვალისწინეთ, კუს სიმბოლო წარმატებას მოგიტანთ ამ შემოდგომას...

ის ხშირად შეგხვდებათ ან უკვე შეგხვდათ. ზოგ კულტურაში კუ სიმდიდრის სიმბოლოც არის.

ეს ასეც არის - კეთილდღეობის ენერგია თავისუფლად მოედინება თქვენკენ.

იხილეთ ასევე:

1. ჩაიჩურჩულეთ ჯადოსნური შელოცვა იმისთვის, რომ მოიზიდოთ წარმატება, სიყვარული, ფული...




2. როგორ მოვეპყროთ ქალს. მითითებები მომხმარებლისთვის (+18)



3. იდეალური საძინებელი ოთახი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

2
582
12-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
582
  
2017, 10 ოქტომბერი, 9:10
უი, მე რომ ,,კოროვა,, წავიკითხე?)))
2017, 9 ოქტომბერი, 15:12
კარგი იყო–მომეწონა...
0 1 2