x
მეტი
  • 11.12.2017
  • სტატია:71815
  • ვიდეო:324992
  • სურათი:427156
,,ბოლნისქალაქობა 2017"– ასეთი ბოლნისი ჯერ არავის უნახავს

image
image

მრავალწლიანი ისტორიის მქონე ბოლნისმა, პირველად “ბოლნისქალაქობა 2017" ორდღიანი ზეიმით აღნიშნა, რაც გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლების 200 წლის იუბილეს უკავშირდება.

image

ღონისძიება საქართველოს გერმანიის წლის ფარგლებში დაიგეგმა. ამ დღეს ბოლნისს არაერთი საპატიო სტუმარი სტუმრობდა. მათ შორის სპეციალური წარმომადგენელი გერმანიის განსახლების და ეროვნული უმცირესობის საკითხებში.

image

სახალხო ზეიმი ბოლნისის ისტორიულ უბანში, სააკაძის ქუჩაზე ოფიციალურად გახსნა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბუბა გობეჯიშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოშო ჰაიკე ფაიჩიმ. სტუმრებს და ბოლნისელებს ბოლნელი ეპისკოპოსი მეუფე ეფრემი მიესალმა.

image

image

ქალაქის ქუჩებში გერმანიის სამხედრო ორკესტრის სვლა მოეწყო. ქალაქი სავსე იყო სტუმრებით და ადგილობრივი მოსახლეობით. ჩატარდა ერთობლივი ღონისძიებები, გამოფენები, სადაც შესაძლებელი იყო იქაური საშემოდგომო ნაწარმის და ღვინის დაგემოვნება. ჩატარდა თეატრალური წარმოდგენები და კონცერტები. აგრეთვე ბოლნისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.


image
სტუმრებმა მოინახულეს გერმანული კულტურული მემკვიდრეობა. ღია იყო გერმანელი სარდაფის კარები, გამოფენილი იყო ძველი გერმანული ავეჯი და ნივთები. გერმანულ ორღანზე კი, რომელიც ერთ-ერთ ოჯახშია შემონახული, ყველას შეეძლო დაკვრა.

ღონისძიება პირველ დღეს ჯგუფ REGGAEON-ის გალა - კონცერტმა დაასრულა.ზეიმზე აგრეთვე ჩატარდა კინო ჩვენება კატერინენფელდზე. პროგრამის ფარგლებში რამდენიმე მემორიალური დაფაც გაიხსნა.

გაიმართა ბოლნისის მკვიდრის, პეტრე დანელიას წიგნის პრეზენტაცია „ბოვნისი ეკატერინენფელდი ლუქსემბურგი ბოლნისი“, რის შემდეგაც ბოლნისის მუნიციპალურმა თეატრმა წამოადგინა, ამავე ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა.

image

ბოლნისელები მასშტაბური ღონისძიებით განსაკუთრებულ მიდგომას გამოხატავენ გერმანელი ხალხის მიმართ. ამით ტრადიცია ჩაეყარა ბოლნისქალაქობას.

image

ბოლნისს დიდხანს ემახსოვრება ეს ღირსსეშანიშნავი დღე. რითაც საფუძველი ჩაეყარა ამ ორი ეროვნების მეგობრობას, რაც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. ისტორიული ძეგლები, კი რომელიც შველას საჭიროებენ, იმედია მალე განახლდებიან და გერმანული უბანი, უფრო მშვენიერი და მიმზიდველი დახვდება მომავალ წელს სტუმრებს.

image
image
imageimage


0
55
9-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
Mediator image
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0