x
მეტი
  • 22.10.2017
  • სტატია:70226
  • ვიდეო:323067
  • სურათი:424377
იაკობ მილლერი, კაცი რომელიც წლების მანძილზე თავის ქალაში გარჭობილი ტყვიით ცხოვრობდა ჩვეულებრივი ცხოვრებით

image ამერიკის შეერთებულ შტატებში სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომში მონაწილე, ქვეითი იაკობ მილერი 1863 წელს ჩიკამოგას ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა, მას ტყვია შუბლში მოხვდა და გონება დაკარგა. იაკობთან დახმარების გასაწევად მისულმა თანნამებრძოლებმა, როგორც კი ნახეს შუბლში შემავალი ღია ჭრილობა და სისხლით "მორწყული" სახე, დაასკვნეს მკვდარიაო და თანამებრძოლი ბრძოლის ველზე მიატოვეს.
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბრძოლის დამთავრებიდან რამდენიმე საათის მერე გონებაზე მოსულმა იაკობმა შაშხანა ყავარჯენივით გამოიყენა და თავისი სამხედრო ნაწილის პოზიციაზე მივიდა.
იაკობი, როგორც ბრძოლისათვის გამოუსადეგარი სახლში გაუშვეს და მან აღნიშნული ჭრილობით კიდევ 54 წელი იცოცხლა. ყველაზე საოცარი ისაა, რომ იაკობი წლების მანძილზე ღია ჭრილობით ცხოვრობდა–ტყვია ქალაში იყო ჩარჩენილი.
ექიმების კონსილიუმმა გადაწყვიტა არ ეცადათ ტყვიის ამოღება, რადგან მაღალი იყო სისხლდენის და ვითარების გართულების შანსი.
ტყვიის პირველი ნატეხი დაჭრიდან 17 წლის შემდეგ გამოვიდა ჭრილობიდან, ხოლო ბოლო ნამსხვრევი ჭრილობიდან გამოვარდა 31 წლის შემდეგ.
იაკობმა იცოცხლა საკმაოდ დიდხანს ჩვეულებრივი, ჯანმრთელი ადამიანის ცხოვრებით, თუმცა უნდა ითქვას, რომ მას სისტემატურად აწუხებდა თავის ტკივილი. ხელისუფლებამ იაკობს დაუნიშნა იმ დროისათვის საკმაოდ სოლიდური თანხა 40$–ი. ტყვიის შემავალი ჭრილობით გამოწვეული ხვრელი იაკობს სიცოცხლის ბოლომდე ღიად დარჩა.
თანამედროვე მედიცინაც კი უძლურია განმარტოს იაკობის სიცოცხლისუნარიანობის მიზეზი აღნიშნული მძიმე ჭრილობის მერე.

0
193
13-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0