x
მეტი
  • 15.12.2017
  • სტატია:71972
  • ვიდეო:325174
  • სურათი:427330
ისრაელში გამოჰყავთ პომიდვრები , რომელთაც მორწყვა არ დასჭირდებათ

image


ამ პამიდორების მოსაყვანად 90% – ით ნაკლები წყალი გახდა საჭირო, ვიდრე ტრადიციული ჯიშებისათვის. ისინი ტესტირებას ისრაელში გადიან.


მეცნიერებმა დავალება გვალვასთან შეგუებული პომიდვრების გამოყვანაზე ევროპული გამოკვლევების პროექტის ფარგლებში მიიღეს. სპეციალისტებმა გადაწყვიტეს უარი ეთქვათ გენმოდიფიცირებული პროდუქტის მიღებაზე და ცდილობენ ახალი ჯიშები ბუნებრივი გზით მიიღონ.


ექსპერიმენტალურ ნაკვეთზე 200 ჯიშის 40 ათასი პომინდვრის ბუჩქია. მათ მხოლოდ პირველ სამ კვირას რწყავდნენ, შემდეგ კი მთელი ზაფხული არ მოურწყავთ.

სატა მით კოში, აგრონომი: “ჩვენ ვაკვირდებით, თუ რომელი ჯიში გაუძლებს ასეთ მკაცრ რეჟიმს, შემდეგ კი კვლევის მომდევნო ეტაპზე გადავდივართ”.


დანიელ ზამირი, აგრონომი: “ჩვენ ვსწავლობთ მათ ბიომრავალფეროვნებას, გამოვყოფთ საჭირო თვისებებს სხვადასხვა ჯიშებიდან, შემდეგ კი დამყნობის გზით ვცდილობთ ახალი ჯიშის გამოყვანას”.


ნაკლები წყლის მოთხოვნილება ფერმერებისთვის მიმზიდველია, მაგრამ ნაყოფი ამასთან გემრიელი და გარეგნულად მიმზიდველიც უნდა იყოს.


ლაბორატორიაში ყოველწლიურად 700 ჯიშს აკვირდებიან. საუკეთესოებს ცალკე ინახავენ. უკვე 12 ათასზე მეტი დაგროვდა.
მატან ოვედი, აგრონომი: “დიდ ყურადღებას ვაქცევთ გემოს, გარეგნობას, ფერს, ტექსტურას”.


იაელ გოლდბერგი, ბიოტექნოლოგი: “ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ გამძლეობას, ნაკლებ პრეტენზიულობას, ასობით დნმ–ს ნიმუშებს ვამოწმებთ ... შემდეგ სელექცია, შეჯვარება – მიმდინარე სამეცნიერო კვლევების ფონზე”.


მეცნიერებს აგრეთვე აინტერესებთ ჯიშები, რომლებიც ბუნებრივად გამძლე არიან მავნებლებისა და დაავადებების მიმართ.




2
265
3-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
265
  
9 ოქტომბერი, 15:10
ებრაელებისაგან ეს არ გამიკვირდება, სოფლის მეურნეობაში ისეთი წარმატებები აქვთ, რომ მხოლოდ ბრინჯს ყიდულობენ. დანარჩენი ყველაფერი თავისი აქვთ და ექსპორტზეც გააქვთ. წარმოიდგინეთ ამ უწყლო ქვეყანაში მტკნარი წყლის თევზები ექსპორტზეც გააქვთ.
9 ოქტომბერი, 14:38
მავნებლებისა და დაავადების მიმართ გამძლეო, წყალი არ უნდაო, ეს პამიდორია თუ რობოტი?))))
0 1 2