x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
9 ოქტომბერს ვიტალი დარასელიას სამოცი წელი შეუსრულდებოდა
image


image
9 ოქტომბერს დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდებოდა უნიჭიერეს ფეხბურთელს, თბილისის "დინამოს" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ნახევარმცველს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს ვიტალი დარასელიას.


დაიბადა 1957 წლის 9 ოქტომბერს აფხაზეთში, პატარა ზღვისპირა ქალაქ ოჩამჩირეში.ბავშვობა თბილი ზღვის სანაპიროზე გაატარა სადაც, როგორც კი სეზონი დადგებოდა ბავშვები პლაჟზე ინაცვლებდნენ, დატბორილ წყალში ჭყუმპალაობდნენ, იჭერდნენ თევზს და თამაშობდნენ და თამაშობდნენ ფეხბურთს სანამ ნარინჯისფერი მზე არ ჩაიძირებოდა ზღვის სიღრმეში.


"უდარდელი ბავშვობა ყოველთვის კარგია, ყველგან და ყველასთვის - აღნიშნავდა ვიტალი დარასელია ერთ-ერთ ინტერვიუში, - მაგრამ როცა გავიზარდე მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ მისი ნამდვილი ღირებულება ხალხია-ანუ ის ადამიანები რომლებიც გიბიძგებენ, ისწავლო ის, რისკენაც შენ გაუცნობიერებლად მიილტვი."



ძლიერი ჭაბუკი, რომელიც მყარად იდგა ფეხზე და წამყვანი ლიდერი იყო უბნის "ველურ" გუნდებში, შეამჩნია ბონდო კაკუბავამ, სწორედ ის გახდა ვიტალი დარასელიას პირველი მწვრთნელი.


1974 წელს ვიტალი ოჩამჩირის "ამირანში" ჩაირიცხა, ხოლო ერთი წლის შემდეგ უკვე თბილისის "დინამოს" რიგებში მოხვდა, ჯერ კიდევ მერვე კლასში იყო, როცა ამბობდა, აუცილებლად ვითამაშებ თბილისის "დინამოში" და ცნობილი ფეხბურთელი გავხდებიო, მაშინ ალბათ მისი ნათქვამი საკმაოდ მიამიტურად ჟღერდა....


21 წლის იყო, როდესაც უკვე საბჭოთა კავშირის ნაკრებში ითამაშა და სადებიუტო მატჩში ერთი გოლიც გაიტანა იაპონიის ნაკრების კარში(იაპონია-სსრკ-1:4)


1979 წელს თბილისში საბჭოთა კავშირის ნაკრებმა უმასპინძლა ჩეხოსლოვაკიის ნაკრებს, თამაში ანგარიშით 3:0 დამთავრდა სსრკ-ს გამარჯვებით, ჩეხოსლოვაკიის მწვრთნელის იოზეფ ვენგლოშისთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო ვიტალი დარასელია:

"თბილისში, სადაც ჩვენ დავმარცხდით მოედანზე ის იყო იყო ყველაზე შესამჩნევი ფიგურა, შესანიშნავად თამაშობდნენ შენგელია, ბლოხინი, ბურიაკი, ამისთვის მზად ვიყავით, მაგრამ დარასელიას თვალში მოგვხვდა, ის მრავალ ეპიზოდში საოცრად ოსტატურად თამაშობდა."

image

ერთი წლის შემდეგ ვიტალი დარასელი ევროპის ჩემპიონი გახდა ახალგაზრდულ გუნდებს შორის დაამარცხეს ფინალში რა გდრ-ი 1:0(დარასელიას დაბადების მოწმობა გადაუკეთეს, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში ეთამაშა)


მანამდე კი თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში ვიტალი დარასელია"დახუნძლული" იყო გამარჯვებებით:ქვეყნის ჩემპიონი(1978)და სსრკ თასის ორგზის მფლობელი(1976, 1979).


რა თქმა უნდა ზენიტი იყო თასების მფლობელთა თასი, როდესაც სწორედ ვიტალი დარასელიამ თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე გადამწყვეტი გოლი გაიტანა იენის "კარლ-ცაისის" კარში და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება მოგვიტანა.

image

ბოლო დიდი ტურნირი, სადაც ვიტალი დარასელია თამაშობდა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იყო, რომელიც ესპანეთში გაიმართა.

ვიტალი დარასელიამ "დინამოში" მთლიანად 192 მატჩში ითამაშა და 26 გოლი გაიტანა, ხოლო საბჭოთა კავშირის ნაკრებში 22 მატჩი 3 გოლით აღნიშნა.

image

1982 წლის 14 დეკემბერს ვიტალის უმცროსი ძმა გენადი მილიციამ დააკავა, ვიტალი საქმის გასარკვევად თბილისიდან ახლობელთან ერთად საკუთარი ავტომობილით გაემგზავრა, ზესტაფონთან დარასელიას ავტომობილი მდინარე ყვრილაში გადაიჩეხა(ავტომობილი ორი იყო, რომელი რომელს შეეჯახა დღესაც დაუდგენელია)მდინარის ძლიერმა დინებამ ფეხბურთელის გვამი წაიღო.13 დღიანი ძებნის შემდეგ დარასელიას გვამი ტრაგედიის ადგილიდან 2 კილომეტრის დაშორებით იპოვეს.


დარასელია მშობლიურ ოჩამჩირეში, როგორც ნაციონალური გმირი ისე დაკრძალეს.image

ფეხბურთელს დარჩა მეუღლე მარინა მამალაძე და მცირეწლოვანი ქალ-ვაჟი(მოგვიანებით ვიტალი დარასელია უმცროსიც ფეხბურთელი გახდა.)

image

ვიდეო-ვიტალი დარასელიას უკანასკნელი გოლი 1982 11/09





3
299
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
299
  
2017, 9 ოქტომბერი, 21:50
ოცდახუთი წლის ასაკში სიკვდილისათვის ყველა დასანანია და მითუმეტეს ასეთი ტალანტის და მაინც ბედნიერი წავიდა, რადგან მთელი საქართველოს სიყვარული წაიღო.
2017, 9 ოქტომბერი, 14:25
ნამდვილად მასეა
2017, 9 ოქტომბერი, 12:34
ქართული ესმოდაო, მაგრამ ვერ საუბრობდა. რუსული და მეგრული იცოდაო ძალიან კარგად.
ვიტალის ბიძაშვილს აქვს ნათქვამი...
0 1 3