x
image
ფიქრია ჯიქია
ნერვების დაწყნარების რამდენიმე მეთოდი

image

თითქმის 50%-ით ჩვენი ჯანმრთელობა დამოკიდებულია ცხოვრების წესზე. როგორ ცხოვრებას ეწევა თანამედროვე ქალთა აბსოლიტური უმრავლესობა? მუდმივი დაძაბულობა, ნერვების შლა სამსახურში, შფოთვის შეგრძნება პრაქტიკულად არ გვტოვებს ჩვენ, ხოლო ხანგრძლივი სტრესი აქვეითებს იმუნურ სისტემას.

სტრესთან ბრძოლა შესაძლებელია და აუცილებელია! გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები - ისინი აუცილებლად დაგეხმარებათ თქვენ ნერვული დაძაბულობის მოხსნაში.

image

ასე, რომ შორს სტრესი!

  • ეცადეთ იცინოთ! სიცილი ამცირებს ორგანიზმში კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) დონეს 26%-ით. სიცილის თერაპია 40%-ით შველის ინფარქტის შემდეგ აღდგენას, გარდა ამისა სიცილი - ეს მშვენიერი ფიზიკური დატვირთვაა.
  • სტრესის შემდეგ მოდუნებას შესანიშნავად ეხმარება მასაჟი - ის ხსნის კუნთების დაძაბულობას.
  • თქვენ ასევე შეიძლება სცადოთ ნებისმიერი საშუალება, რომლებიც ჩვეულებრივ გეხმარებათ მოსადუნებლად ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგალითად:

    • თბილი აბაზანა - წყალი კარგად ხსნის კუნთების დაძაბულობას და ადუნებს.
    • არომატთერაპია დამამშვიდებელი ეთერზეთებით, რომლებიც შეიძლება დაუმატოთ აბაზანაში, მასაჟის საშუალებებით ან არომასანთლებით. დამამშვიდებლად ზემოქმედებს ისეთი ზეთები, როგორიცაა ვარდი, ჟასმინი, გვირილა, მიხაკი და სხვა.
    • მუსიკა - საყვარელი მუსიკალური კომპოზიცია დაგეხმარებათ სამწუხარო ფიქრების განდევნაში და სტრესის შემდეგ აღდგენაში.
    • მედიტაცია - ჩართეთ მედიტაციური მოსადუნებელი მუსიკა, ბუნების ხმები ან აითვისეთ რამდენიმე მედიტაციური ტექნიკა.
    • წიგნები - უმჯობესი იქნება კლასიკა, მემუარები, მოგზაურთა ჩანაწერები, მაგრამ არ შეარჩიოთ დრამატული სიუჟეტი და საშინელებებზე.image
  • თქვენ გყავთ შინაური ცხოველები? მაშინ ზუსტად იცით ვის მიმართოთ სტრესულ სიტუაციაში დასახმარებლად.

    მკვლევარებმა აშშ-დან დაადგინეს, რომ მათ ვისაც ძაღლი ყავს, სისხლში ქოლესტერინის დონე გაცილებით ნაკლები აქვს, ხოლო კატების პატრონები 30%-ით იშვიათად განიცდიან გულის შეტევას.

  • რამდენადაც სხეული პირდაპირ კავშირშია ჩვენს ტვინთან, გირჩევთ ის კარგად მოადუნოთ. ამისათვის მიიღეთ მოდუნებული გახსნილი პოზა და კონცენტრირება მოახდინეთ თქვენს შეგრძნებეზე. თქვენ ფიზიკურ დონეზე უნდა შეიგრძნოთ, როგორ დუნდება თანდათანობით სხეული. ასეთნაირად ტვინი ნეგატიური ემოციებიდან გადაერთვება ფიზიკურ შეგრძნებებამდე და სტრესი უკან დაიხევს.

  • image
  • სრულფასოვანი ძილი - ეს ზუსტად ის არის, რაც აუცილებელია ნერვული დაძაბულობის შემდეგ. როგორც ამბობდა სკარლეტ ო, ჰარა: „ამაზე არ ვიფიქრებ დღეს, ამაზე ვიფიქრებ ხვალ!“ (ფილმი "ქარწაღებულნი"). ასე, რომ დალიეთ ცოტა ვალერიანი ან ფინჯანი პიტნიანი ჩაი, ხოლო ამის შემდეგ მიჰყევით გმირის რჩევას და კარგად გამოიძინეთ. აი ნახავთ, დილით სამყარო მოგეჩვენებათ ბევრად უფრო სასიამოვნო და ნათელი!

  • რაც შეეხება სასმელებს: არ ღირს გამოიყენოთ სტრესულ სიტუაციაში ალკოჰოლი ან კოფეინის შემცველი სასმელები. მათ გააჩნიათ არა დამამშვიდებელი, არამედ პირიქით, აღმგზნები მოქმედება და მათი მირთმევის შემდეგ თქვენ კიდევ უფრო მეტად გაგიჭირდებათ დამშვიდება.

  • გაუზიარეთ განცდები უახლოეს ადამიანს. უფრო იოლია პრობლემასთან გამკლავება, როდესაც გრძნობ გულწრფელ მხარდაჭერას. გარდა ამისა გვერდიდან ობიექტური ხედვა არავის ავნებს.

    დარწმუნებული იყავით, თქვენი ტრაგედიის მასშტაბი სხვა ადამიანის თვალში უფრო ნაკლები აღმოჩნდება და ის შეძლებს თქვენთვის გონივრული რჩევის მოცემას.


  • თუკი თქვენი სტრესი უკავშირდება სამსახურებრივ გადაღლას, მაშინ თქვენთვის აუცილებელია გამიჯნოთ პირადი და სამუშაო დრო. ცხოვრებაში დრო ხომ უნდა გქონდეთ არამარტო მუშაობისთვის, არამედ თქვენი თავისთვისაც, ახლობლებისთვის, ჰობისთვის, გატაცებებისთვის და უბრალოდ არაფრის კეთებისთვის. ამიტომ ეცადეთ სამუშაოდან დროზე წამოსვლისას დატოვოთ იქ ყველა თქვენი სამსახურებრივი პრობლემა და არ მოიტანოთ ისინი შინ.

  • ნუ შეაგროვებთ ყველა თქვენს პრობლემას ერთ დიდ შეკვრად. ხშირად ადამიანებს სტრესი აიძულებს გააერთიანოს ყველა მისი უსიამოვნება, გააკეთოს არასწორი დასკვნები და თანდათანობით, ნელნელა, ნეგატიური ფიქრებით ხდება ადამიანის შიგნიდან ნგრევა. ასე, რომ ეცადეთ აკონტროლოთ თქვენი აზრები და იფიქროთ არა „აი, დღე ისევ არ აეწყო ....“, არამედ „რას იზამ, ასეც ხდება, მაგრამ ეს აუცილებლად გაივლის!“

  • წინა მეთოდიდან გამომდინარეობს შემდეგი მეთოდი - პოზიტიური აზროვნება. უნდა შეგეძლოთ წვრილმანებით სიხარულის განცდა და უყურეთ ცხოვრებას პოზიტიურად: ეს არის ფსიქოლოგიური სიჯანსაღის და სტრესგამძლეობის გასაღები. ასე თქვენ არ განაწყენდებით წვრილმანებზე, გააძლიერეთ თქვენი სიცოცხლისუნარიანობა და ისწავლეთ ადვილად გაუმკლავდეთ სტრესულ სიტუაციებს.

  • image
  • სახლის დალაგება ასევე შველის ნერვების დაწყნარებას. ვისაც თავში არეულობა აქვს, ისინი ხომ ასევე ხშირად თავის ირგვლივ ქმნიან უწესრიგობას. ამიტომ სასწრაფოდ დაკავდით თქვენს ირგვლივ გარემოს ზედმეტისაგან განთავისუფლებით. ამასთან თვითონ დალაგების პროცესი ყურადღებას გადაგატანინებთ და დაგაწყნარებთ.

  • ეცადეთ დაგეგმოთ თქვენი დრო და არსად არ იჩქაროთ. ეს ბანალური რჩევა არ არის! როდესაც ადამიანი იმყოფება რეგულარული სიჩქარის პირობებში, მისი მუდმივი თანამგზავრი ხდება ნერვული დაძაბულობა. ჩვენ გვეშინია რომ სადღაც ვერ მივასწრებთ, სადღაც დავიგვიანებთ ან რაღაცას დავკარგავთ.... შეჩერდით, გამონახეთ დრო, რათა სწორად დაგეგმოთ თქვენი დღე და თქვენ თვითონ არ წარმოქმნათ თქვენთვის გამოუვალი სიტუაციები.
  • გააცნობიერეთ, რომ თქვენც შეიძლება იყოთ არასწორი! ყველას აქვს შეცდომის უფლება. ასე, რომ ისწავლეთ პრობლემური სიტუაციების ანალიზი და გამოიტანეთ დასკვნები. ეს დაგეხმარებათ შემდეგში არ გადადგათ იგივე ნაბიჯი და არ გაიფუჭოთ კიდევ ერთხელ თქვენი ნერვები.
  • და ბოლო რჩევა: ნუ ეცდებით ყველაფერში იყოთ იდეალური და აკონტროლოთ აბსოლიტურად ყველაფერი. გაიხსენეთ ის, რომ თქვენ მხოლოდ ქალი ხართ, რომელიც ხანდახან აძლევს თავს უფლებას იყოს სუსტი და დაუცველი. ხოლო აღმოჩნდებით რა სტრესულ სიტუაციაში, ეცადეთ „არ აიყვანოთ ყველაფერი ხარისხში“ - უმჯობესია გამოიყენოთ ჩვენი ერთ-ერთი რჩევა.
0
393
8-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
393
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0