x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
საოკეანო იახტა SeaXplorer , რომელსაც აისბერგებიც ვერ აყოვნებენ
image


ჰოლანდიური კომპანია Damen ყველა მეზღვაურისთვის კარგადაა ცნობილი. ეს საწარმო ყველაზე თანამედროვე გემებს უშვებს. კომპანიის ერთერთი ბოლო ნამუშევარია – იახტა SeaXplorer, რომლის მფლობელსაც დაუვიწყარი კომფორტისა და ყველაზე ცივ წყლებში მოგზაურობის შესაძლებლობა ეძლევა.


image


იახტა შექმნილია ყველაზე რთულ პირობებში ნაოსნობისათვის. სპეციალური კონსტრუქციის კორპუსი დიდ დატვირთვას უძლებს. იახტა ისეთ წყლებში შედის, რომლებშიც ყველა დანარჩენი გემი უბრალოდ ჩაიძირება.



image


კომპანია Damen – ის საზღვაო არქიტექტურისა და გემთმშენებლობის სპეციალისტებმა იახტა SeaXplorer – ის რამდენიმე ვარიანტი შეიმუშავეს; სიგრძით 55, 65, 75, 90 და 100 მეტრი. ამ გემებმა უკვე დაიმსახურეს მეზღვაურების აღიარება და უმაღლესი კლასის იახტებს შორის კარგი რეპუტაცია მოიპოვეს.


image


image


ყოველი იახტა დამკვეთის გემოვნებით აღიჭურვება, თანაც შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ძველი, ასევე სრულიად ახალი, ჯერ კიდევ გამოუყენებელი მიღწევები.

image


SeaXplorer – ის ყველაზე დიდი ვერსია სიგრძეში 100 მეტრი და სიგანეში 17 მეტრია. ეტევა 50 ეკიპაჟის წევრი და 30 მგზავრი. იახტის წყალწყვა 7000 ტონაა. ძალური დანადგარი 8000 კვტ (10900 ცხენისძალა), იახტას საშუალებას აძლევს 30 კმ/სთ განავითაროს.

გემბანზე მოედანია ორი ვერტმფრენისათვის, არის 4 წყლის მოტოციკლი, მყარკორპუსიანი გასაბერი ნავი, 4 რეზინის ნავი, ორი სამაშველო კაფსულა.


image


იახტას თან აქვს აგრეთვე მოწყობილობა წყალქვეშა გასეირნებისათვის: სპეციალურად აღჭურვილი კატარღა და 2 პატარა ნავი.


image

იახტა ისეა დაპროექტებული, რომ შეუძლია დამოუკიდებლად იცუროს 40 დღეღამის განმავლობაში. ამ დროში იახტა ასწრებს მივიდეს დედამიწის შორეულ კუთხეებამდე და უკან დაბრუნდეს. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ კარგად ცურავს ყინულინ წყლებში, მას არ გაუჭირდება გაემგზავროს ანტარქტიკაზე ან ჩრდილოეთ პოლუსზე.



0
266
3-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
266
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0