x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
არსენ ვენგერი: ბარსელონა პრემიერლიგაში ითამაშებს?
არსენ ვენგერი

"ლონდონის არსენალის" უბერებლ მწვრთნელს არსენ ვენგერს მიაჩნია, რომ "ბარსელონას" პრემიერლიგაში თამაში დიდ აჟიოტაჟსა და არეულობას გამოიწვევს, როგორც მსოფლიო ფეხბურთში, ასევე ინგლისის ჩემპიონატში.

"მინდა მე ვიხილო "ბარსელონა" პრემიერლიგაში? არა, რადგან მე ვფიქრობ, რომ ყოველივე ეს არანორმალური იქნება თუ ჩვენ გეოგრაფიულ მდებარეობას გავითვალისწინებთ.

რატომ არ არის ჩართული პრემიერლიგაში "სელტიკი" ან თუნდაც "რეინჯერსი", რომლებიც ბრიტანეთში შედიან, მე ვფიქრობ რომ ეს სრული უაზრობა იქნება.


მეორეც, თუ "ბარსელონასა" და ესპანეთს შორის სიტუაცია უფრო დაიძაბება, "ბარსელონას" მოუწევს ინგლისისთვის დახმარების თხოვნა, ინგლისისთვის კი ეს კატალონიის მხარდაჭერის სიმბოლოა, რომელსაც პოლიტიკური არენა არ მიესალმება.

არა მგონია, რომ ყოველივე ეს მოვლენა რეალურად განვითარდეს, ვიმედოვნებ რომ ეს არ მოხდება და "ბარსელონა" გააგრძელებს ესპანეთის ჩემპიონატში თამაშს", - ციტირებს ვენგერი "სქაი სპორტთან" ინტერვიუში.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ გამოკითხულთა 92.01%-მა მხარი დაუჭირა კატალონიის დამოუკიდებლობას.


0
74
2-ს მოსწონს
ავტორი:დათო გურგენაძე
დათო გურგენაძე
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0