x
მეტი
  • 21.10.2017
  • სტატია:70184
  • ვიდეო:322996
  • სურათი:424338
რას ამბობენ უძველესი სიმბოლოები ჩვენზე?-საინტერესო ტესტი

ეს არის მართლაც ძალიან საინტერესო ტესტი, რომელიც აღწერს თქვენს ცხოვრებისეულ სიტუაციას ამ მომენტში და ამასთანავე საუბრობს მომავალზეც.

ფოტოზე წარმოდგენილია სხვადასხვა დროისა და სხვადასხვა კულტურის სიმბოლოები.

imageეს სიმბოლოები მრავალი თაობის მიერაა გამოცდილი და აღიარებულია კეთილდღეობის მომტან სიმბოლოებად.

თქვენ უბრალოდ უნდა აირჩიოთ ამ სიმბოლოებიდან ერთ-ერთი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და შემდეგ წაიკითხოთ მისი განსაზღვრება.

სიმბოლო # 1 ვარსკვლავი

დროა თქვენი გონება მაქსიმალურად გამოიყენოთ, წინ წამოწიოთ თქვენი შინაგანი ძალა, თუკი რამის მიღწევა გინდათ. ნუ იფიქრებთ, რომ არ გაქვთ ამის შესაძლებლობა.

ყველა დეტალს ყურადღებით დააკვირდით, შეეცადეთ დახატოთ ყველანაირი სურათი რაც კი შეიძლება მოხდეს. იფიქრეთ მატერიალურზე და როცა თქვენი სურათი საბოლოოდ ჩამოყალიბდება ის იქნება თქვენი მეგზური წარმატების გზაზე.

თუ თქვენთვის ეს ყველაფერი რთულად წარმოსადგენია, მაშინ ეცადეთ რისი მიღწევის სურვილიც გაქვთ ფურცელზე დახატოთ, ეს ნახატი კი თვალსაჩინო ადგილას დადეთ. ეს თქვენი სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ.


სიმბოლო # 2 ტრანსფორმაცია

დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ გარე ენერგიებს, რომელიც თქვენს გარშემო იქმნება. შესაძლებელია ახლა იმაზე ბევრად მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება თქვენს ირგვლივ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მაგრამ თქვენ მხოლოდ სიმშვიდე გმართებთ.

უახლოეს მომავალში ყველაფერი თავისით გადაწყდება.

თქვენ გაზაჯვარედინზე დგახართ, მოუსმინეთ მხოლოდ შინაგან ხმას, სწორედ ის გეტყვით რომელ მხარეს უნდა წახვიდეთ.

ნუ იფიქრებთ წარსულზე, ეს ხელს შეგიშლით წინსვლაში.


სიმბოლო # 3 “მადლიერება”

სამყარო-ეს არის ცოცხალი არსება, თუკი რაიმეს სთხოვ აუცილებლად დაგეხმარებათ, თუმცა ამისთვის თქვენც არ უნდა დაიშუროთ ძალისხმევა. გახსოვდეთ რომ გულწრფელი მადლიერების გრძნობა წარმატების მიღწევის წყაროა.

თუკი მადლიერებას გამოხატავთ სამყაროს მიმართ, ის ამას ორმაგად დაგიბრუნებთ.

ასევე არ დაგავიწყდეთ მადლობის გადახდა საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის.

მადლიერება ყოველთვის სიტყვით არ გამოიხატება, ეს შეიძლება იყოს რაიმე წამახალისებელი ჯილდო.

სხვა შემთხვევაში თქვენ დაკარგავთ ინტერესს თქვენი მიზნების მიმართ, შეგიპყრობთ აპათია. შეეცადეთ შეინარჩუნოთ ბალანსი საკუთარ თავსა და სხვების მიმართ.


სიმბოლო # 4 “ოცნება”

ზუსტად ახლა არის დრო თქვენი ოცნებები რეალობად აქციოთ. მიმოიხედეთ და ჰკითხეთ საკუთარ თავს, გინდათ ასე ცხოვრება, როგორც ცხოვრობთ? იქნებ ცვლილებების დრო დადგა? შედეხედ სამყაროს შემოქმედებითად და დადებითი ენერგიით განეწყვეთ.

იფიქრეთ მხოლოდ პოზიტივზე და შემოიკრიბეთ გარშემო ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას გაგიხალისებენ, ოღონდ გადაწყვეტილებების მიღებაში აბსულუტურად თავისუფალი უნდა იყოთ.


სიმბოლო # 5 “საოცრება”

საოცრება-ეს არის რაც გვეხმარება ოცნებაში, ეს არის შესაძლებლობების ნაპერწკალი, შესაძლებლობის რომლითაც სასწაული მოდის. შეხედეთ სამყაროს რა მშვენიერია,

თქვენ ყოველდღუირად ჯადოსნური ძალის გავლენის ქვეშ ხართ, შეგიძლიათ ეს ძალა გამიიყენოთ საკუთარი თავისა და სხვების სასარგებლოდ.

გახსოვდეთ, რომ უდიდესი ჯადოსნური სასწაული სწორედ არის თქვენი ცხოვრება და თქვენი საყავრელი ადამიანები.


ის რაც სამყაროში ხდება შემთხვევეთი არ არის, მას თავისი კანონები აქვს. იყავით მისი მადლიერი, დაივიწყეთ შიში და ეცადეთ მხოლოდ პოზიტივით იცხოვროთ.








0
164
9-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
Mediator image
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0