x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
მანქანათმშენებლობის გიგანტებმა Siemens–მა და Alstom–მა შეერთება დადაწყვიტეს
გერმენული და ფრანგული გიგანტები ამ გზით ჩინური კომპანიებისათვის კონკურენციის გაწევას ცდილობენ.


image


ხანგრძლივი მოლაპარაკებები შერწყმასთან დაკავშირებით წარმატებით დასრულდა.

პროცესი რთული იქნება, მაგრამ ეს გარდაუვალია – განაცხადეს ორივე კომპანიის მმართველობაში. სხვანაირად კონკურენტებს ვერ ვაჯობებთ.



მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, მგრამ მაშინ ფრანგულმა მხარემ თავისი ენერგეტიკული აქტივები ამერიკულ General Electric – ს მიჰყიდა. წელს კი Siemens კანადურ Bombardier – თანაც აწარმოებდა მოლაპარაკებას.

პროგნოზების მიხედვით ახალი გაერთიანებული საწარმოს წლიური მოგება 15 მილიარდი ევრო იქნება. ის მსოფლიო ლიდერი გახდება სასიგნალო აღჭურვილობების დამზადებაში, ხოლო მოძრავი შემადგენლობების წარმოებით მეორე ადგილზე გავა.


კომპანია Alstom – ის პროფკავშირები შიშობენ, რომ გერმანული გიგანტი "ჩაყლაპავს" მათ საწარმოს, რაც მასობრივ უმუშევრობას გამოიწვევს.

მაგრამ როგორც ფრანგული პრესა იუწყება ემანუილ მაკრონის მთავრობა გარანტიას იძლევა, რომ სამუშაო ადგილები ყველას შეუნარჩუნდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში


0
38
1-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0