x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134478
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ნაპოლეონის გამონათქვამები და მაქსიმები ( ნაწილი X )
image


- ამაოდ ფიქრობენ, რომ მონღოლთა შემოსევა უაზრო შემოჭრა იყო უწესრიგო აზიური ურდოსი, ეს იყო ღრმად მოფიქრებული შემოსევა ლაშქრისა, რომლის სამხედრო ორგანიზაცია გაცილებით უფრო მაღალ დონეზე იდგა, ვიდრე მის მოწინააღმდეგეთა ლაშქარში.


- სამართლიანობა ღმერთის ხატებაა დედამიწაზე.


- განათლებულ ერს სანახევროდ როდი მართავენ: აქ საჭიროა ძალა, თანმიმდევრობა და ერთიანობა ყველა საქმეში.



- ისტორიას ახსოვს, რომ მეფეები ზოგჯერ უარს აცხადებდნენ თავიანთ პრეროგატივებზე იმის გულისთვის, რომ ხალხის სიყვარული მოეხვეჭათ, მაგრამ წინასწარ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, სადამდე შეიძლებოდა მიეყვანა ისინი ამას.


- მე შეცდომა დავუშვი ესპანეთში შესვლით, რადგანაც არ ვიცნობდი ერის სულს. მე მიმიწვიეს გრანდებმა, მაგრამ ბრბომ უარმყო. ეს ქვეყანა ჩემი დინასტიის ხელმწიფის უღირსი აღმოჩნდა.


- მწერლობაში უკვე ვეღარაფერს იტყვი ახალს, მაგრამ გეომეტრიაში, ფიზიკასა და ასტრონომიაში ჯერ კიდევ არის ფართო სარბიელი სამოღვაწეოდ.


- ჩემი ძლევამოსილების ჟამს მე შემეძლო მიმეღწია იმისთვის, რომ ჩემთვის გადმოეცათ ბურბონთა სახლის პრინცები, თუკი მოვისურვებდი ამას; მაგრამ მე პატივი ვეცი მათ უბედურებას.


- ჩემი მეფობის ისტორიას ოდესმე განადიდებს რომელიმე თუკიდიდეს სახელი.


- მე ყოველთვის დანაშაულად მიმაჩნდა მონარქის მიერ უცხოელთა განადგურება იმისათვის, რომ საკუთარი ძალაუფლება განემტკიცებინა თავის ქვეყანაში.


- გინდა ისე გიკითხავს - სანამდეა საჭირო რელიგია პოლიტიკური ძალაუფლებისთვისო და გინდ ის - სანამდე უნდა ჩხვლეტდე წყალმანკით სნეულს: ყველაფერი ექიმის კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული.


- ყველა ქვეყნის ჭეშმარიტი სიმდიდრე სხვა არა არის რა, თუ არა მისი მცხოვრებნი, მათი შრომა და მათი უნარი.


- მე მომწონს ტლანქი საღი აზრი, რომელიც ბინადროს ქუჩებში.


- ხანძრებისა და ხიშტების ამ დათვალიერებათა შორის მე ზოგჯერ ფილოსოფოსად ვრჩებოდი. მათ შორის, ვინც მე მაძაგებდა, ცოტა როდია ისეთი, ვისაც არასოდეს უქნია ეს.


- კონსტიტუციური სახელმწიფოები მოკლებულნი არიან მამოძრავებელ ძალას: მთავრობა ხელფეხშეკრულია. ეს აპირობებს სახელმწიფოს დამღუპველ სისუსტეს, როცა ის იძულებულია ებრძოლოს ძლიერსა და მდიდარ მეზობლებს. ავტორიტარულ ძალაუფლებას შეიძლება ხელი შეეწყო მათთვის, მაგრამ ის, როგორც ცნობილია, ტირანსა ჰგავს, რომლისთვისაც სულერთია, დაემორჩილებიან თუ არა დედაქალაქის ბჭენი, რომელთა შემტვრევასაც აპირებს.


- პატივმოყვარეობა ისეთივე ბუნებრივია ადამიანისათვის, როგორც ჰაერი - ბუნებისათვის: გამოაკელით მის სულს პირველი, მის ფიზიკას კი - ჰაერი, და ყოველგვარი მოძრაობა გაქარწყლდება.

0
74
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0