x
მეტი
  • 21.10.2017
  • სტატია:70221
  • ვიდეო:323058
  • სურათი:424361
იტალიელმა სპეციალისტმა 15 საბჭოთა პროდუქტის დიზაინი შეაფასა

იტალიელმა ინდუსტრიული დიზაინის სპეციალისტმა უმბერტო ჯირუადომ, რომელიც ლონდონის დიზაინის უმაღლეს სკოლაში პედაგოგად მუშაობს შეაფასა საბჭოთა პროდუქტების დიზაინი:


1)რძის სამკუთხედი პაკეტი-დიზაინერი აღფრთოვანებული დარჩა ამ კრეატიული შეფუთვით, სხვათა შორის ეს არ გახლავთ საბჭოთა გამოგონება, მისი ხაზი საბჭოთა კავშირმა შვედურ კომპანია Tetrapack-ისგან შეიძინა 1943 წელს, ხოლო სამკუთხედი შეფუთვის იდეა ეკუთვნოდა Åkerlund & Rausing-ის ლაბორანტს ერიკ ვალენბერგს.

image


2)მაწვნის(კეფირის) ბოთლი-"ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთა"


image


3)ბადე ტომარა-(ავოსკა)"საბჭოთა დიზაინის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. თუ თქვენთვის ზედმეტად შემაშფოთებულია გარემოს და ეკოლოგიის დაბინძურება, უნდა იცოდეთ, რომ ეს ტომარა მრავალი წლის წინ პრობლემის გადაწყვეტის ეფექტური ნიმუში გახდა . "ავოსკა" გონივრული სისტემური დიზაინის ნაწილი მიმაჩნია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა პროდუქტები შეიძინო ზუსტად იმ რაოდენობით, რამდენიც საჭიროა და არა ზედმეტი. ის არ იფუთება რამდენჯერმე და ჩანთა შეიძლება გამოიყენოთ მრავალჯერადად; ამასთანავე "ავოსკა" არის კომპაქტური და ადგილს არ იკავებს. თანამედროვე დიზაინერებმა აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციონ ამ თემას. "

image


4)კედლის ჩამოსახევი კალენდარი-"ასეთი კალენდრები პოპულარული იყო დასავლეთშიც და აქტუალურია ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ მასზე ბევრი ქაღალდი იხარჯება, ასეთი კალენდრები მომხიბვლელია, თითქოს და ყოველი ფურცლის მოხევით შემდეგ ფიზიკურად შეიგრძნობ დროის გასვლის ნაკადს."

image


5)ჩაიდანი-"ჩაიდანი ჩაიდანია, არაფერი განსაკუთრებული, ასეთი ჰქონდა ბებიას"

image

6)ყავის კოლოფი-"საკმაოდ კარგი შეფუთვაა, მარტივი, ეკონომიური, სულ ორი ფერია გამოყენებული და დღემდე საკმაოდ თანამედროვედ გამოიყურება, დიდი სიამოვნებით ვიყიდიდი, ბევრად უფრო ავთენტურად გამოიყურება, ვიდრე ის პლასტიკური ნაგავი, რითაც დღეს ყავა იყიდება."

image7)ოდეკოლონები-"ეტიკეტზე მამაკაცი საკმაოდ შეშინებული ჩანს, ხუმრობა იქეთ იყოს და მიმაჩნია, რომ სასაცილო განსხვავებაა ლეიბლის გრაფიკული დიზაინისა და კონტეინერის ფორმას შორის.

ისე ბოთლის ყელის და სახურავით თუ ვიმსჯელებთ, ასეთი ბოთლები შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მარტო ტუალეტის წყლისთვის, არამედ სხვა რამისვისაც, მაგალითად საყოფაცხოვრებო ქიმიკატების ან იაფი ალკოჰოლის ჩასასხმელად. ბოთლი ძალიან პრაქტიკულია."

image


8)შესქელებული რძე-"ნამდვილი საბჭოთა შედევრი, მე ვიცი ბევრი ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ეს პროდუქტი, ისიც ვიცი, რომ პირდაპირ თუნუქის ყუთითვე შეგიძლიათ მოხარშოთ."

image


9)პრეზერვატივები-"უნდა ავღნიშნო, რომ გაოცებული ვარ..'სექსი" იყო საერთოდ საბჭოთა კავშირში თუ არა?რაც შეეხება შეფუთვას, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ფუნქციონალურია და იმითაა საყურადღებო, რომ არა"ემოციურია"...მე მომწონს"

image


10)ელექტრონული სათამაშო:"ასეთი მეც მქონდა ბავშვობაში, მხოლოდ იქ მიკი მაუსი იყო ..არავითარი განსხვავება, ზუსტად იგივეა, უბრალოდ კირილიცა წარწერით საინტერესოა."

image


11)თლილი ჭიქა-"უბრალო და ელეგანტური, სტაბილურობის სიმბოლო..იმედია ამას არყით არ ავსებდნენ ბოლომდე"

image

12)სასკოლო უნიფორმა-'საკმაოდ ელეგანტური და შესანიშნავად ირეკლავს ფორმალურ იერარქიულ სტატუსს. მეც მეცვა ფორმა როცა სკოლაში დავდიოდი, თუმცა დღევადელი გადასახედიდან ეს ფორმა ოფიციანტების ფორმას უფრო მოგვაგონებს, ვიდრე სტუდენტების."

image

13)ტელევიზორი-"ასეთი მსგავსი ტელევიზორი სრულიად შესაძლებელია, რომ ბებია-ბაბუას სასტუმრო ოთახში ედგათ."

image


14)ზაპოროჟეცი-"ეს საბჭოთა დიზაინის შედევრია, მიუხედავად იმისა, რომ ის FIAT- ს დიზაინისგან არის აღებული. "ზაპოროჟეცს" აქვს უნიკალური შტრიხები - მაგალითად, ცხაური კაპოტზე, რომელიც მანქანა გარკვეულ აგრესიულ იმიჯს მატებს. მე არ მინახავს ცხოვრებაში "ზაპოროჟეცი", მაგრამ ბევრი ისტორიები მომისმენია ამ მანქანების შესახებ. კერძოდ, იმაზე, თუ როგორ არემონტებენ და შემდეგ ლამაზად აფორმებენ. "

image


15)მაცივარი-"ეს არის შესანიშნავი დიზაინი და მე აბსოლუტურად არ მესმის, რატომ ყიდულობთ ჩინურ მაცივრებს და მის რებრენდირებას ახდენთ, ნაცვლად იმისა, რომ ძველ დიზაინს ახალი ცხოვრება შთაბეროთ".

image

2
173
11-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
173
  
9 ოქტომბერი, 0:25
მომეწონა ძალიან
8 ოქტომბერი, 12:24
ძალიან საინტერესო სტატიაა
0 1 2