x
მეტი
  • 11.12.2017
  • სტატია:71804
  • ვიდეო:324987
  • სურათი:427156
ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართა

image

აჭარის დედაქალაქ ბათუმში 6 და 7 ოქტომბერს სოფლის ტურიზმის ფესტივალი "განდაგანა" გაიმართა.

სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები და მასტერკლასები, ღვინის სახალხო დაწურვა-ეს იმ ღონისძიებების არასრული ჩამონათვალია, რაც ამ ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

image


ფესტივალის ფარგლებში მთიანი აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი პროდუქტებით, ხილით, ტკბილეულით, ხელნაკეთი ნივთებითა და ტრადიციებით ევროპის მოედანზე იყო წარმოდგენილი.

სოფლის ტურიზმის ფესტივალ "განდაგანა"-ს მიზანი მთიანი აჭარის პოპულარიზაცია და წარმოჩენაა. 6-7 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე მისულ სტუმრებს საშუალება მიეცათ აჭარის სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად ემოგზაურათ. მათ განწყობაზე კი ადგილობრივმა ფოლკლორულმა ჯგუფებმა და მუსიკალური ბენდებმა იზრუნა.

imageimageimageimageimage

imageimageimage


აჭარა და აჭარლები კიდევ ბევრ სასიამოვნო სურპრიზს გვპირდებიან


0
12
8-ს მოსწონს
ავტორი:ნინო მესხიძე
ნინო მესხიძე
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0