x
image
ვიზა კოხაძე
რატომ უთხრა უარი ამერიკის პრეზიდენტს ყოფილმა ცოლმა გამხდარიყო ამერიკის ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში?

imageამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილი და პირველი მეუღლე ივანა ტრამპი - უარს აცხადებს მიიღოს თავისი ყოფილი მეუღლის წინადადება და დათანხმდეს წინადადებას გახდეს ამერიკის ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს "CBS".imageროგორც წყარო გვატყობინებს, ივანას თქმით, პრეზიდენტმა მას უბრალოდ შესთავაზა ეს პოსტი თუკი მას ამისი სურვილი ექნებოდა.ტრამპის ყოფილი მეუღლე კი არანაირად არ ცდილობს თავისი უზრუნველი და თავისუფალი ცხოვრება მოკლას და დაასამაროს. აი, რას პასუხობს ივანა ტრამპი - ზელნიჩკოვა პრესას: - " შეგიძლიათ ამიხსნათ რატომ უნდა დავემშვიდობო ზამთარში მაიამის კუნძულებს, ზაფხულზე სან - ტროპეს ცხელ ქვიშას, შემოდგომაზე და გაზაფხულზე კი ნიუ - იორკის არაჩვეულებრივ, უდარდელ და შესანიშნავ ცხოვრებას?"ცნობისათვის ივანა ტრამპი - ზელნიჩკოვა ჩეხოსლოვაკიაში დაიბადა 1949 წელს. ის გახლდათ დონალდ ტრამპის პირველი მეუღლე, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა 1977 - 1992 წლებში და წყვილს სამი შვილი გაუჩნდა. ივანა ყოველთვის ფიქრობდა, რომ მათი მოსიყვარულე და ტკბილი ოჯახი არასოდეს დაინგრეოდა, ის იყო არა მარტო ერთგული მეუღლე და მეგობარი, არამედ მისი თანაშემწეც, მაგრამ ასე არ მოხდა და მას შემდეგ დონალდ ტრამპი კიდევ ორჯერ დაქორწინდა.განქორწინების შემდეგ მას გადაეცა 25 მილიონი ამერიკული დოლარი და ყოველთვიურად ბავშვების კომპენსაციის მიზნით 650 ათასი დოლარი. მიღებული თანხით კი შეძლო გაეხსნა სამოდელო სახლი, დაიკანონა სუნამოს ქსელი «Иванна» და გახდა რეალითი შოუს ხელმძღვანელი. ყოფილი მსახიობი და ყოფილი მოდელი ბოლო წლებში აქტიურად მოღვაწეობს ბიზნესში და დაკავებულია წიგნების წერით - წერს "rambler".imageშეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტის მეორე მეუღლე გახლდთ 1963 წელს დაბადებული ცნობილი ამერიკელი მსახიობი და ფოტო მოდელი მარლა მაპლასი, რომელზეც 1993 წელს დაქორწინდა.imageბოლოს კი მესამე ცოლი - ასევე ცნობილი მოდელი მელანია ტრამპი, რომელზეც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2005 წელს ოფიციალურად იქორწინა..image

1
252
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
252
  
2017, 8 ოქტომბერი, 16:50
ჭკვიანი ქალი ყოფილა.
0 1 1