x
image
natia.a
მსახიობები, რომლებიც სიკვდილის შემდეგაც მონაწილეობდნენ ფილმებში - დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია!
ვინ თქვა, რომ სიკვდილის შემდეგ ყველაფერი სრულდება?!...


image


კინემატოფრაფიის ისტორიაში ცნობილია შემთხვევები, როცა მსახიობი სიკვდილის შემდეგაც გადაუღიათ ფილმში. ეს ხან კომპიუტერული ტექნოლოგიების, ხან კი სხვა ხერხებისა შუალებით კეთდებოდა. სწორედ ამ შემთხვევებზე ვისაუბრებთ ქვემოთ.

ალბათ ბევრს ნანახი ექნება ტიმ ბარტონის ოსკაროსანი ფილმი "ედ ვუდი", მთავარ როლში ჯონი დეპის მონაწილეობით. ჯონი მასში თამაშობს თავად ედვარდ ვუდს - გასული საუკუნის შუა წლების ჰოლივუდელ კინომოღვაწეს, რომელიც სიკვდილის შემდეგ კინოკრიტიკოსებმა ყველა დროის ყველაზე ცუდ რეჟისორად" აღიარეს. თუმცა კინოს ისტორიაში ედვარდ ვუდი სულ სხვა ფაქტის გამო უფრო დარჩა.



image


1959 წელს ვუდი დაკავებული იყო მისი ყველაზე ცნობილი ფილმის "Plan 9 from Outer Space" (Imdb-ზე რეიტინგი — 4, 0). მთავარ როლს ასრულებდა ჰოლივუდის ვარსკვლავი, ბელა ლუგოში, რომელმაც ასევე ითამაშა 1931 წელს გამოსულ ცნობილ ფილმში "დრაკულა". სულ რაღაც ათი წუთის ეპიზოდი ჰქონდათ გადაღებული, როცა ლუგოში დაიღუპა. რეჟისორ დილემის წინაშე დადგა: ყველაფერი თავიდან დაეწყო და პუბლიკისთვის ცნობილი სახელი წაეშალა აფიშიდან, ან მოეფირებინა სხვა გამოსავალი.


image


ვუდმა მეორე გზა ირჩია. დუბლიორის როლზე მოიწვია საკუთარი ცოლის მასაჟისტი. ახლო ხედების დროს იგი სახეს ქურთუკით იფარავდა. გამოყენებული იქნა ასევე "დრაკულადან" აღებული საარქივო მასალები, - ვუდი მათ უბრალოდ ადებდა თავის ფილმს.


სწორედ ასე გაიგეს პირველად ჰოლივუდში, რომ თურმე გარდაცვლილმსახიობებსაც შეუძლიათ ფილმში მონაწილეობა და შემოსავლის მოტანა.


image


ლეგენარული ბრიუს ლი გარდაიცვალა ფილმ "სიკვდილის თამაშზე" მუშაობის პერიოდში, რომლიც რეჟისორიც იყო და მთავარი როლის შემსრულებელიც. ბრიუსი მაშინ სულ რაღაც 32 წლის იყო.


image


ტრაგედიის შემდეგ ფილმი კუსტარულ პირობებში კეთდებოდა. სცანრში დაამატეს მთავარი გმირის დაჭრა, რის გამოც ვითომდა გმირს სახე შეეხვალა. ამით აიხსნება სწორედ ის ფაქტი თუ რატომ აქვს სხვადაასხვა სახე ბილი ბოს ფილმის დასაწყისში და ფილმის ბოლოს. ზოგჯერ ფინანსები საკმარისი არ იყო არც დუბლიორებზე, რის გამოც ბრიუს ლის მუყაოს ფუგურას იყენებდნენ.


image

XXI საუკუნეში კინოინდუსტრიაში დამაჯერებელი სპეცეფექტები გაჩნდა და მაშინ დაიწყო თუ დაიწყო: ფილმებში ხშირად ჩნდნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ფილმზე მუშაობის დაწყებამდეც კი გარდაიცვალნენ. მაგალითად, ლოურენს ოლივიემ 2004 წელს მთავარი ბოროტმოქმედის როლი "ითამაშა" ბოევიკში "The Battle for Tomorrow is About to Begin...", მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე 15 წლის გარდაცვლილი იყო.

image

მარლონ ბრანდო კი (უფრო სწორად მისი კომპიუტერული რეკონსტრუქცია) გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ მაყურებლის წინაშე "სუპერმენის დაბრუნებაში" წარსდგა.

image

"ფორსაჟის" ფრანჩიზა რისკის ქვეშ აღმოჩნდა, როცა მეშვიდე ნაწილის გადაღების პერიოდში, პოლ უოკერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მართლაც, როგორ შეიძლება რბოლის შესახებ ფილმის გადაღების გაგრძელება, როცა წამყვანი მსახიობი სწორედ გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალ მანქანაში იღუპება? მაგრამ სტუდია Universal-ს, როგორც ჩანს, ეს ეთიკური საკითხი ნალებად აწუხებდა.

image

პოლის ძმები, კოდი და კალები გადაღების პროცესზე მიიწვიეს, მაგრამ არა დუბლიორებად. ისინი უფრო ფსიქოლოგიურ ფუნქციას ასრულებდნენ. "გადასაღებ მოედანზე მათი ყოფნა ჩვენ ყველას გვიტოვებს იმის განცდას, თითქოს პოლი ისევ ცოცხალია", - აღნიშნეს Universal-ში. რეჟისორმა ჯეიმს ვანმა არქივიდან ამოიღო პოლის მონაწილეობით ისეთი სცენები, რომლებიც სხვა ეპიზოდებში არ შევიდა: მსგავსი კონტენტი ძალიან დიდი რაოდენობით დაგროვდა და სრულიად საკმარისი იყო ექვსი სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის. ციფრული სპეცეფექტების უზრუნველყოფა მოახდინა სტუდია WETA-მ, რომელმაც ასევე შექმნა გოლუმი "ბეჭდების მბრძანებელისთვის". შედეგად გაკეთდა ფილმი, რომელშიც მაყურებელი აბსოლუტურად ვერაფერს შეამჩნევს, თუ რა თქმა უნდა ფილმის გამოშვების თარიღს და მსახიობის გარდაცვალების თარიღს არ შეადარებს ერთმანეთს.

image

2016 წლის ბლოკ-ბასტერის - "Rogue One: A Star Wars Story"-შემქმნელებმა კი ნამდვილი ფურორი მოახდინეს. ფილმი ნომინირებული იქნა ოსკარზე საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის, მათ შორის იმისათვის, რომ ერთ-ერთ მთავარ მოქმედ პირს წარმოადგენდა გრანდ-მოფი ტარკინი, რომლის როლსაც "ასრულებდა" ორიგინალი ტრილოგიის მსახიობი, პიტერ კუშინგი. ბრიტანელი მსახიობი ჯერ კიდევ 1994 წელს გარდაიცვალა, მაგრამ გასულ წელს გადაღებულ ფილმში იგი დადის, ლაპარაკობს და საერთოდ, შეუძლებელია იმის მიხვედრა, რომ საქმე მხოლოდ კომპიუტერულ გრაფიკასთან გვაქვს.

ცხადია, მსგავსი ტექნოლოგიები აქტიურად გამოიყენება რეკლამაშიც. უკვე ბევრი რგოლია გამოსული იმ ადამიანების მონაწილეობით, რომლებიც დიდი ხანია ცოცხლები აღარ არიან. მაგალითად ბრიუს ლი ვისკის რეკლამაში:

ან ოდრი ჰეპბერნი შოკოლადის რეკლამაში:

ასევე დაგაინტერესებთ:

1. ჰოლივუდში მიწვეული პირველი ქართველი ქალი, რომელიც თამარ მეფის პორტრეტის მოდელად გამოიყენე

image

2. რატომ დაბლოკეს ოსტაპ ბენდერის სიმღერა "12 სკამში" და რისი შეეშინდათ "ზემდგომებს"?image

3. გახსოვთ ის? აი, როგორია "ეშმაკი ხუანის" ოჯახი დღეს...

image

4. რას მალავდა შტირლიცის "მამა"? - ის, რასაც სსრკ-ში ბევრი ვერ ბედავდა...

image

5. 10 ყველაზე ეფექტური სასიყვარულო სცენა კინოში

image

6. რა უსაყვედურა ქართველებს ალენ დელონმა

image

7. რა ითხოვა სიკვდილის წინ სესილია თაყაიშვილმა და რატომ მოხვდა Pink Floyd-ის კლიპში

image

0
1450
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1450
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0