x
მეტი
  • 23.10.2017
  • სტატია:70268
  • ვიდეო:323102
  • სურათი:424460
მეთოდი, რომლითაც უძილობის პრობლემას მოიხსნით

ძილი მაღალგანვითარებული ორგანიზმის აუცილებელი, ფიზიოლოგიური მდგომარეობაა. გარე სამყაროსგან გამოთიშვა, ფსიქოლოგიური აქტივობის შეგნებული დათრგუნვა, ხორციელდება თავის ტვინის მეშვეობით. ეს არის ორგანიზმის პასიური დასვენება, როცა ადამიანი ივსება ენერგიით, რომ სიფხიზლის დროს იყოს ფორმაში. ამიტომ ადამიანს საკმარისად უნდა ეძინოს. რეკომენდებულია ზრდასრულ ასაკში7-9 საათიანი ძილი. ამდროს ორგანიზმი აღიდგენს ძალებს და მზად არის მუშაობისთვის. ხანგრძლივი უძილობა ნერვული სისტემის რღევას იწვევს. არასასურველია დასაძინებლად მედიკამენტების გამოყენება და აბსოლიტურად უსაფრთხოა ისეთი სარელაქსაციო საშუალებები, რომლებიც ძილის, დასვენების, ენერგიის მოპოვებასა და ორგანიზმის ფსიქიკური ფუნქციების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ერთ-ერთი კარგი და ეფექტური მეთოდია მუსიკით რელაქსაცია.
ძილი
რელაქსაცია - სხეული მოდუნებას, დასვენებას ნიშნავს. ხოლო, მუსიკით რელაქსაცია-მუსიკის საშუალებით სხეულის კუნთების მოდუნება, ტონუსის მოხსნა ხდება. იგივე ეფექტი აქვს სხვა ფსიქო-რელაქსაციურ მეთოდებს. ამ შემთხვევაში, მუსიკით რელაქსაცია საუკეთესო საშუალებაა და ხელმისაწვდომიც. ძილის წინ ჩართეთ მომადუნებელი-სარელაქსაციო მუსიკა, მოთავსდით საწოლზე, დახუჭეთ თვალები, ჯერ დააკვირდით კუნთების დაძაბულობას, შემდეგ კი პირიქით შეამჩნევთ მათ მოდუნებას.
თანდათანობით თქვენ მთელ სხეულში იგრძნობთ საოცარ სიმსუბუქეს, შემდეგ კი შეიძლება ვერც შეამნიოთ, როგორ ჩაგეძინებათ.
აუცილებელია, რომ სხვა ხმაურის გამომწვევი საშუალებები იყოს გამორთული.
image

ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო( მუსიკა), რომელიც დაგეხმარებათ და ის, არ არის ერთადერთი.


წყარო:https://www.youtube.com

0
42
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0