x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა ?
image მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, სადაც არგენტინამ შინ პერუ მიიღო შეხვედრა მოულოდნელად 0:0 დასრულდა.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ცხრილი .image

ბევრი წერს, რომ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩება, რაც ასე არ არის:

არგენტინის მოგების შემთხვევაში :


ეკვადორთან მოგების შემთხვევაში, არგენტინელები მე 5 ადგილზე გადაინაცვლებენ და ფლეი ოფში თამაშს გაინაღდებენ.ხოლო თუ ჩილემ ბრაზილია ვერ დაამარცხა არგენტინელები პირდაპირ მოხვდებიან მსოფლიოზე პლეი ოფის გარეშე.

ეკვადორთან ფრედ დასრულების შემთხვევაში :

ეკვადორთან ფრედ დასრულების შემთხვევაში, არგენტინა პლეი ოფში თამაშს მოახერხებს იმ შემთხვევაში, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი 3 შემთხვევიდან 2 მაინც დაფიქსირდება :

1) ჩილემ ბრაზილიაში მინიმუმ 2 ბურთით წააგო.

2) პერუმ კოლუმბიასთან საკუთალ კედლებში წააგო.

3) პარაგვაიმ საკუთარ კედლებში ვენესუელას ვერ მოუგო.

თუ არგენტინამ წააგო :

არგენტინა წაგების შემთხვევაში გავა თუ :

1) პარაგვაიმ ვენესუელა ვერ დაამარცხა;

2)პერუმ კოლუმბიასთან იმაზე დიდი სხვაობით დამარცხდა ვიდრე არგენტინა ეკვადორთან.

არგენტინის ნაკრების მიღწევები, საკვაპიფიკაციო ეტაპზე :

არგენტინა 0-2 ეკვადორი;

პარაგვაი 0-0 არგენტინა;

არგენტინა 1-1 ბრაზილია;

კოლუმბია 0-1 არგენტინა;

ჩილე 1-2 არგენტინა;

არგენტინა 2-0 ბოლივია;

არგენტინა 1-0 ურუგვაი;

ვენესუელა 2-2 არგენტინა;

პერუ 2-2 არგენტინა;

არგენტინა 0-1 პარაგვაი;

ბრაზილია 3-0 არგენტინა;

არგენტინა3-0 კოლუმბია;

არგენტინა 1-0 ჩილე;

ბოლივია 2-0 არგენტინა;

ურუგვაი 0-0 არგენტინა;

არგენტინა 1-1 ვენესუელა;

არგენტინა 0-0 პერუ;

ყველასათვის მოულოდნელად ხორხე სამპაულმა როტაციას მიმართა და ისეთი ფეხბურთელები, როგორიც : დიბალა და იკარდია სკამზე დასვა.

სამპაულის ეს შეცდომა, ანგარიშზეც აისახა.მან ლიონელ მესსი ნახევარდაცვაში გადაწია ხოლო ფორვარდის პოზიციაზე "ბოკა ხუნიორსის" შემტევი დარიო ბენდეტო დააყენა.

46-ე წუთზე მან დიმარია "ზენიტის" ფეხბურთელით ემილიანო რიხონით ჩაანაცვლა.

პრობლემები :

შეხვედრის მიმდინარეობისას ლიონელ მესიმ 5-ჯერ გაიყვანა თანაგუნდელები მეკარესთან ერთი-ერთზე, თუმცა მათ ვერცერთი ეპიზოდი ვერ გამოიყენეს.

არგენტინა მესის ერთად და მის გარეშე

მესის ერთად - 6 თამაში 5 მოგება და 1 წაგება;

მესის გარეშე - 7 თამაში 1 მოგება, 4 ფრე და 2 წაგება;


არგენტინის გასვლა მსოფლიო ჩემპიონატზე ასეთუისე რეალურიაა.

8
83
3-ს მოსწონს
ავტორი:თოკა ჯაბნიძე
თოკა ჯაბნიძე
83
  
2017, 8 ოქტომბერი, 10:08
არგენტინა გავა, გადათამაშებით მაინც გავა გამორიცხულია.
შეიძლება პარაგვაიც გავიდეს.
2017, 7 ოქტომბერი, 20:57
არა, მაგას ნამდვილად არ ველოდები , აი საკალათბურთო ნაკრებმა კი გამითეთრა წელს თავი. :)
2017, 7 ოქტომბერი, 20:54
კარგიაა ; თუმცა გამარჯვების მოლოდინშიი ჭაღარა არ გაგიჩნდეს :))
2017, 7 ოქტომბერი, 20:26
კი , ეგ მართალია ყველა ზლიერი ნაკრები უნდა იყოს მსოფლიოზე
2017, 7 ოქტომბერი, 20:25
გულშემატკივრობა არაფერშუაშია, მაინცდამაინც ეგ ნაკრები ლამაზი ფეხბურთით არ გამოირჩევა, ცოტა თავსი ავარდნილი ფეხბურთელები ყავს, ნაკლებ პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. შესაძლებლობები უფრო მეტი აქვთ, ვიდრე აკეთებენ. არასდროს ვუგულშემატკივრებ სხვა ნაკრებს, ის ერთია და ქართული :)
2017, 7 ოქტომბერი, 19:21
მსოფლიო მესისა და არგენტინის გარეშე ხიბლს დაკარგავს, არააქვს მნიშვნელობა ვისი გულშემატკივარი ხარ :))
2017, 7 ოქტომბერი, 19:16
ნამდვილად არ მაღელვებს :)
0 1 8