x
მეტი
  • 18.12.2017
  • სტატია:72031
  • ვიდეო:325224
  • სურათი:427382
"დე, არ გაცივდე, თბილად ჩაიცვი" - ანუ ყველაზე მზურნველი ადამიანი მთელს სამყაროში

“სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება და მისი მწველი მზერისაგან გიფარავს, თვითონ იწვის სიკვდილის ალმოდებულ მზერაში. "

image

image


" დე, თბილად გაცვია?"

" დე, მშიერი ხომ არ ხარ? "

" დე, თავს გაუფრთხილდი! "

- და კიდევ რამდენი მზრუნველი ფრაზა, რომელიც ხან სულაც გვეზედმეტება....

"მხოლოდ დედა გვატარებს, 9 თვე მუცლით, 3 წლამდე ხელით და მთელი ცხოვრება გულით!"


ყველა დედა დედა არ არისო ამბობენ, მაგრამ თვითონ "დედა", როგორც ფენომენი ერთადერთი და განუმეორებელია, ხშირად ვამბობ ხოლმე, მხოლოდ დედაა მარადიული ამ სამყაროში, იმ სამყარომდე...

ყოველ ჯერზე, დაცემულს ის გვეხმარება ხელახლა წამოდგომაში... მაგრამ ჩვენ ხშირად გვავიწყდება ვუთხრათ - "მაპატიე", "მიყვარხარ"...


image

ხან ისიც კი გვავიწყდება, რომ ის ჩვენზე ნერვიულობს და არ გვაქვს უფლება, ჩვენი სიცივითა და გულგრილობით გული ვატკინოთ.

ის კი ჩვენთვის რამდენს ითმენს და იტანს?

რამდენიც არ უნდა გამოვხატოთ სიყვარული მის მიმართ, ის სხვანაირად მზრუნველია, იგი მთელი ცხოვრება გვივლის და ჩვენი არსებობით ცოცხლობს.


მას ჩვენ გამო უამრავი რამის დათმენა შეუძლია, მხოლოდ ჩვენს ტკივილს ვერ იტანს და თავისი ავიწყდება.


image


დედის თვალები ჩვენ გამო ერთდროულად იტევს სიხარულსა და დარდს.


ჩვენ ყოველლთვის გვჭირდება დედა, როცა გვიჭირს და ის სულ ჩვენთანაა, მაგრამ მერე დროსთან ერთად, როცა ჩვენს პირად ცხოვრებას ვიწყებთ, დედა გვავიწყდება.


image


ჰოდა, მოვუფრთხილდეთ დედებს, ისინი ნამდვილად ერთადერთები არიან, ისინი, არასდროს მიგვატოვებენ, მთელმა სამყარომ რომ მიგვატოვოს.

მათი გაბედნიერება კი მხოლოდ ჩვენ, შვილებს შეგვიძლია.


image


მოეფერეთ, იზრუნეთ, ჩაეხუტეთ დედებს, გამოიყენეთ ყოველი შესაძლებლობა, რომ უთხართ თუ რაოდენ ძვირფასები არიან თქვენთვის!


image

"დე...დე...დეეედუუუუუუ! ვიცი, ვერ წაიკითხავ ახლა, მაგრამ ვიცი, შენი გული სულ მისმენს! ამ ღამით გეძახი.... ჩემი სიცოცხლე შენ გარეშე წარმოუდგენელია, შენს ხელისგულებზე ხომ ჩემი სიცოცხლის ხაზია, შენ ჩემი მზე ხარ, დაუსრულებელი ნათელით! ჩემი ცხოვრება შენ გარშემო ტრიალებს... შენს სიყვარულს ბოლომდე ვერასდროს აღმოვთქვამ და ვერც ვერაფრით განვმარტავ შენს არსებობას ჩემში, შენ ერთადერთი ხარ !ერთადერთი ხარ, ვინც დაცემულს, ყოველ ჯერზე მეხმარები ხელახლა წამოდგომაში, შენ უფლისგან გამოგზავნილი ანგელოზი ხარ! რამდენი ტირილიანი, ტკივილიანი, დარდიანი დღე გაქვს ჩემთვის გამოვლილი... მინდა, ეს ამაგი დაგიფასო ოდესმე... მინდა, მუდამ შენს გაბრწყინებულ თვალებს ვუცქირო! შენი სიცოცხლე – ჩემი სიცოხლეა! შენი ნუგეში სულის მალამოა, სულთან ერთად მთელ სხეულს მითბობს, შენი ჩახუტება..... მხოლოდ შენი ჩახუტება მითეთრებს ჩაშავებულ გულს! მუდამ მიწინამძღვრე, დე! შენი სიტყვა ჩემთვის ყოველთვის მართალი და დროულია! დიდი ხანია მივხვდი, რომ შენზე უკეთეს მეგობარს ვერსად ვნახავ! შენთან ერთად არაფრის მეშინია, შენთან ერთად ყველაფერს უბრუნდება აზრი... რა მადლიერი ვარ უფლის, რომ დაუმსახურებლად, ასე მისაჩუქრა შენი თავი! მეამაყები და იმედისფრად მეღიმილები!"

image

“დედი, რაღაც არ მასვენებს, ალბათ, ღმერთის წამ-წერა,

დედი, როგორ შემოგკადრო შენზე ლექსის დაწერა?!

დედი, ღმერთმა იცის, რაც უნდა ვყოფილიყავ,

დედი, ალბათ, ამიტომაც შენთან ყოფნა დამწერა.

დედი, როგორ გიღალატო, როგორ დავრჩე ამქვეყნად,

დედი, ღმერთს რომ შევუყვარდე, აქ რომ მთხოვოს დარჩენა …

უკვდავება რომ დაიწყოს, ღმერთს მოსურდეს აღწერა,

არ გეწყინოს, ღმერთს ვფიცავარ, ღმერთს დავტოვებ ნაწყენად.

ღმერთის მჯერა, ღმერთი მიყვარს, მაგრამ ერთის არ მჯერა:

სადაც შენ არ მეგულები, იქ არ მინდა დარჩენა...”




1
117
6-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
117
  
0 1 1