x
მეტი
  • 21.10.2017
  • სტატია:70184
  • ვიდეო:322996
  • სურათი:424338
მეცნიერების თქმით, ცივ ოთახში ძილი უკეთესია ჯანმრთელობისათვის
image თუ თქვენ ცივ ოთახში ძილი გირჩევნიათ, მეცნიერები თქვენს მხარეს არიან.
ოდესმე დაფიქრებულხარ რა ტემპერატურაზე ჩაგეძინება ხოლმე? მე არა. ვენტილიატორის ჩართვა/გამორთვა, ფანჯრის გაღება/დახურვა ჩემთვის ყოველთვის ალალბედზე გადასაწყვეტი საკითხია, როცა მინდა ღრმა ძილს მივეცე.
ფეხები და ხელები ყოველთვის ცივი მაქვს, ასე რომ მირჩევნია მაშინვე შევხტე საწოლში, თუ კი გაყინული არაა, მაგრამ თუ ზედმეტად თბილია, შუა ღამეს გამეღვიძება გახურებულს და თავს არაკომფორტულად ვიგრძნობ. image

როგორია ოპტიმალური ტემპერატურა?

ექიმი ქრისტოფერ უინთერი, ნევროლოგიისა და ძილის კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ საძინებელი ოთახის ტემპერატურა დაახლ. 15.5°C-დან 19.4°C-მდეა ოპტიმალური. 23.8°C-ზე მეტი და 12.2°C-ზე ნაკლები ტემპერატურა კი ძილს ხელს უშლის.

რატომ?
24 საათის განმავლობაში, სხეულის ტემპერატურა ბუნებრივად იკლებს და იმატებს. ჩვენი შინაგანი ტემპერატურა ჩვეულებრივ ყველაზე მაღალია შუადღეს, ყველაზე დაბალი კი გამთენიის 5 საათისთვის. როცა ვიძინებთ ჩვენი სხეული ბუნებრივად გრილდება. სხეულის დახმარება უდაბლესი ტემპერატურის უფრო სწრაფად მიღწევაში ხელს შეუწყობს ღრმა ძილს.

როგორ დადგინდა ეს?

ამის დასადგენად მკვლევრებს დასჭირდათ ხუთი ჯანმრთელი მამაკაცი მოხალისედ, მათ ოთხი თვის განმავლობაში კლიმატ-კონტროლირებად ოთახებში, ჯანმრთელობის ნაციონალურ ინსტიტუტში აძინებდნენ.
მკვლევრები შესაფერისი საკვების მიცემით ამ ადამიანების კალორიების მიღებას აკონტროლებდნენ. პირველი თვე კაცებს ეძინათ 24°C-ზე დაყენებულ ტემპერატურზე.
მომდევნო თვეში თერმოსტატი გრილ, 19°C-იან ტემპერატურაზე დააყენეს, შემდეგ თვეში კი, ისევ ნორმალური პირობები შექმნეს. კაცებმა ბოლო თვე 27°C-მდე გამთბარ ოთახში გაატარეს.

ცივ ტემპერატურას დიდი ეფექტი ჰქონდა კაცების სხეულებზე. ერთი თვის სიცივეში ძილის შემდეგ, კაცებს გაუორმაგდათ ყავისფერი ცხიმის მარაგი, რაც დაეხმარათ ინსულინის მიმართ მგრძნობელობის გაუმჯობესებაში, ეს კი ხელს უწყოფს ცხიმების წვას.
შედეგად, ექსპერიმენტში ჩართული მამაკაცები მეტ კალორიას წვავდნენ დღის განმავლობაში, მაგრამ რა სიჩქარითაც უკეთესობა შეიგრძნო, იმავე სიჩქარით გაქრა იგი: ერთი თვის განმავლობაში თბილ ოთახში ძილმა შეამცირა ყავისფერი ცხიმი იმ დონემდე, რა დონეზეც ექსპერიმენტებამდე იყო. თუმცა, ეს მაინც კარგი ამბავია. იმისათვის, რომ დააჩქარო მეტაბოლიზმი, საჭიროა ე.წ. ''გრილი ძილი''.
image


ექიმი კამერონ ვან დენ ჰეუველი, ავსტრალიის ძილის კვლევითი ცენტრიდან ამბობს, "დაძინებამდე დაახლოებით 1-1.5 სთ-ით ადრე სხეული იწყებს სითბოს დაკარგვას ცენტრალური ნერვული სისტემიდან, რაც იწვევს დაღლილობის მომეტებულ შეგრძნებას ჩვეულებრივ, ჯანმრთელ ზრდასრულებში. ეს ფიზიოლოგიური ცვლილებები ჩვენში ხდება დაწოლამდე და შესაძლოა ხდება მანამ, სანამ ამას ვამჩნევთ."

ცივ პირობებში ძილის უპირატესობები

რამდენიმე მიზეზია იმისა, თუ რატომ რგებს ჯანმრთელობას ცივ გარემოში ძილი.
აქ ჩამოთვლილია ოთხი მათგანი:

1. ჩაგეძინება უფრო სწრაფად

უზრუნველყავი შენი სხეულისთვის გარემო პირობები, რომელშიც უფრო კომფორტულად დაიძინებ და უფრო სწრაფადაც.
თუ ოთახში ძალიან ცხელა, ან ძალიან ცივა, მაშინ ორგანიზმი რეგულაციაში დახარჯავს ენერგიას და ბორგვაში გაგატარებინებს მთელ ღამეს.
image

2. უკეთესად იძინებ ღამით

როცა სხეული არ ცდილობს რეგულირებას შენ ღრმად გეძინება. კვლევამ ავსტრალიაში ასევე დაამტკიცა, რომ ცივ გარემოში ძილს შეუძლია ზოგიერთი სახის უძილობასთან გამკლავება.
image

3. გამოიყურები უფრო ახალგაზრდულად

კვლევებმა აჩვენა, რომ 15-19°C-ზე ძილი ორგანიზმს ნებას დართავს მეტი მელატონინი გამოიმუშაოს, ეს კი ერთ-ერთი გამაახალგაზრდავებელი ჰორმონია.

image

4. შეამცირებ გარკვეული მეტაბოლური დაავადებების რისკს, მათ შორის დიაბეტისას

4-თვიან სწავლებაში გამოირკვა, რომ 18.8°C-იან ოთახში ადამიანი ძილის დროს არა მარტო კალორიებს წვავდა, არამედ მეტ ''ყავისფერ ცხიმსაც'' (სასარგებლო ცხიმს) გამოიმუშავებდა. ამგვარი ცხიმი ნებას რთავს ორგანიზმს მეტი კალორია დაწვას და არა მოიმარაგოს.

image


ყველაზე კარგი გზები გასაგრილებლად

მთელი წლის განმავლობაში კონდიციონერის ჩართვა ეკონომიკური კუთხითაც არ არის კარგი გზა. თუმცა ფულის დაზოგვითაც შეგიძლიათ სახლის გაგრილება - თუ იყიდით პროგრამირებად თერმოსტატს. ის ოთახის ტემპერატურას აძლევს უფლებას იმერყეოს დღის განმავლობაში, იმის შესაბამისად სახლში ხართ თუ არა და ასევე ქმნის პირობებს თქვენს კომფორტის დონეზე.

image

ბევრ ადამიანს მოსწონს თერმოსტატი ''The Nest'', თუმცა ასევე კარგია ''Lennox iComfort''. მისი არა მხოლოდ პროგრამირება შეგვიძლია ჩვენი ცხრილის შედგენით, არამედ ამინდის ნახვა და 5-დღიანი პროგნოზის გაგებაც. კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ფუნქცია ფონის შეცვლაა, ეს დაგეხმარებათ სახლის დეკორს მოუხდინოთ თერმოსტატი.

image

მას ასევე აქვს აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ტემპერატურა დააყენოთ რომელიმე დღისთვის, რომელიც თუნდაც თვეების შემდეგ დადგება, ეს იმ შემთხვევაშია გამოსადეგი თუ შვებულებაზე წახვედი. ხოლო როცა დაბრუნდები სახლი სასურველ ტემპერატურაზე დაგხვდება.

აქ არის 7 სხვა გზა, რომელიც გაგრილებაში დაგეხმარებათ:


1. გაყინეთ საბანი და დაიფარეთ დაწოლამდე.
2. დაიძინეთ შიშველმა. ნაკლები ტანსაცმელი = ნაკლები იზოლაცია. image

3. გაყინეთ რბილი სათამაშო (ფუმფულა ცხოველი) და მუხლებს შორის მოათავსეთ.
4. ვენტილატორის გამოყენებით მოახდინეთ ჰაერის ცირკულირება.
5. შეიძინეთ გამაგრილებელი ბალიში, რაც დაგეხმარებათ სიმხურვალის დაკარგვაში. image
6. გაჟღინთეთ საბანი ცივ ან გაყინულ წყალში, რაც ასევე სითბოს დაკარგვას ეხმარება.
7. ერთი ან ორივე ფეხი საბნის გარეთ გქონდეთ. image

image


0
31
6-ს მოსწონს
ავტორი:ეკო 28
ეკო 28
Mediator image
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0