x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ანტიამერიკული პროპაგანდა ჩრდილოეთ კორეაში. საშინელი პროპაგანდისტული პლაკატები +15
1950 წლის 25 ივნისიდან 1953 წლის 27 ივლისამდე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის შეიარაღებული კონფლიქტი, ანუ ომი იყო. თუმცა დღესაც ბევრი მიიჩნევს, რომ ეს იყო არაპირდაპირი ომი აშშ-სა და სსრკ-ს შორის.


image



ჩრდილოეთ კორეამ დაარღვია ხელშეკრულება 38-ე პარალელის შესახებ და სამხრეთში შეიჭრა. DPRK- ს ჯარების შემოჭრას სამხრეთ ტერიტორიაზე აგრესიის საპასუხოდ ომი მოჰყვა, რაც მთელი მსოფლიოსთვის სრულიად მოულოდნელი იყო. ჩრდილო კორეის ლიდერი კიმ სენ ირი დარწმუნებული იყო რომ შეძლებდა კორეის გაერთიანებას და ამისათვის სტალინსაც მიმართა. მას გაერთიანების იდეა მოახსენა, თუმცა სტალინმა მხარი არ დაუჭირა, რადგან იცოდა სამხრეთ კორეას მეტი სამხედრო ძალა ჰყავდა. უარის მიუხედავად კიმ სენი მაინც შეიჭრა სამხრეთში და გაჩაღებულ ომში ამერიკელებიც ჩაერთვნენ.


სამწლიანი ომის შემდეგ, (სადაც თითქმის სამი მილიონი სამოქალაქო და სამხედრო პირი დაიღუპა) 1953 წლის 27 ივლისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ის ისტორიაში შევიდა როგორც ერთ–ერთი დაუნდობელი ომი მე–20 საუკუნეში.



ჩრდილო კორეის ისტორიოგრაფიაში, დიდ ყურადღებას იპყრობს ინჩონში განვითარებულ მოვლენები. ადგილობრივი წყაროების თანახმად სამხრეთ კორეისა და ამერიკელების ჯარიდან ჯამში 35, 000 ადამიანი დაიღუპა. რაც პროვინციის მოსახლების მეოთხედს შეადგენს.


2005 წელს კი სავარაუდოდ კიმ სენ ირის მმართველობის დროს შეიქმნა ანტიპროპაგანდისტული პლაკატები, რომელთაგან ზოგიერთი ამერიკის საბრძოლო ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი. 2014 წელს კიმ ჩინ ინმა დასთან ერთად დაათვალიერა მუზეუმი და ამერიკელებს "კანიბალები და მკვლელობაში სიამოვნების მაძიებლები უწოდა".


დღეს მუზეუმი ანტიამერიკულ პროპაგანდისტულ მძლავრ იარაღად გამოიყენება. რა მოხდა სინამდვილეში, უცნობია, ერთადერთი მტკიცებულება ჩრდილოეთ კორეის განცხადებაა. რისი თქმაც შეგვიძლია ამ პლაკატების ნახვის შემდეგ ესაა– ძლიერ ემოციური, სასტიკი და სადისტური.



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




იხილეთ აგრეთვე:


ყველაზე სასტიკი მმართველები კაცობრიობის ისტორიაში, რომელთა დაბრუნებას არ ისურვებდით

ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელები

კატასტროფული სექს–ექსპედიცია. როგორ გაჩნდა სიფილისი ევროპაში და როგორ გადაატრიალა მან ისტორია +16

10 ყველაზე საშიში, ისტორიაში შესული დაავადება, რომელთაც გაანადგურეს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე

მსოფლიოს ყველაზე პატარა სამეფო, რომელიც იტალიის ანექსიას შეეწირა

ყველაზე სასტიკი საკონცენტრაციო ბანაკი და მისი კიბეების სისხლიანი ისტორია

ათი ფოტო, რომელმაც მსოფლიო შოკში ჩააგდო და ემოციის გარეშე არც თქვენ დაგტოვებთ.

კრიმინალი ქალბატონები 20-ე საუკუნის დასაწყისში.

პირველი შავკანიანი მოსწავლე, რომელმაც შეცვალა მსოფლიო ისტორია.

მედიცინა ნაპოლეონის ომის დროს- ის, რისი გაგონებაც გაგაკვირვებთ

საშინელი სიმართლე, რას ვჭამდით სინამდვილეში საბჭოთა პერიოდში– ეს უნდა იცოდეთ!


4
1284
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1284
  
2017, 7 ოქტომბერი, 18:43
ასე აზომბირებენ საწყალ ხალხს...
2017, 7 ოქტომბერი, 16:56
აშკარად, ერთი მხატვრის ხელწერაა და საბჭოური სულისკვეთება((
2017, 7 ოქტომბერი, 13:59
ზუსტად ამოიცანი ჩემი ფიქრები ბაქარ, მათმა ფორმამ დამაეჭვა, გერმანელებისაა ნამდვილად ვიცი და ამ დღეებში მათ ფორმებზეც, თუ რატომ მაინცდამაინც ის ქუდები და ა.შ, ამ დღეებში დავდებ სტატიას. სუფთა კომუნისტურად დღესაც ძალიან ბევრი აზროვნებს, სამწუხაროდ.
2017, 7 ოქტომბერი, 13:35
ამერიკული ფორმაც კი არა სწორად არ ის დახატული..რაღაც გერმანულ ფაშისტურთანაა ნაზავი..ნუთუ სჯერათ?რაღაც არა მგონია გარკვეულ ნაწილს მაინც..მასე გვიჩიინებდ საბჭოთა პროპაგანდა ათას ზღაპრებს მარა გვჯეროდა?(თუმცა მაინც იყო საკმარისი ნაწილი "კომსომოლების",რომელბიც სუფთა კომუნისტურად აზროვნებდნენ)
0 1 4