x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
7 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა მუშაობდეს ქალი გათხოვების შემდეგ

ქალების უმრავლესობის ოცნება, გათხოვება და ისეთი ქმრის ყოლა არის, რომელიც მას მატერიალურად უზრუნველყოფს და მუშაობის საჭიროება არ ექნება. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ქალისთვის უმუშევრობა სასიკეთო კი არა, პირიქითზიანის მომტანიც შეიძლება იყოს. და აი, რატომ...

imageimage1. ოჯახების უმრავლესობა საარსებო სახსრების დეფიციტს განიცდის. მიუხედავად მონდომებისა და ყველანაირი მცდელობისა, მამაკაცები მაინც ვერ ახერხებენ ოჯახის ყველა მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, რადგან პირველადი მოთხოვნილების საგნების გარდა, ყოველთვის გამოჩნდება რაღაც, რისი შეძენაც მეუღლეს ან ბავშვს უნდა, განსაკუთრებით, თინეიჯერობის ასაკში.

2.
სტატისტიკის მიხედვით, დასაქმებული ქალის მეუღლე ბევრად უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე დაუსაქმებელის. ამის მიზეზი ის არის, რომ მამაკაცისთვის დიდი სტრესია, როდესაც ოჯახის კეთილდღეობა მხოლოდ მასზე არის დამოკიდებული. ძლიერ სქესზე საშინელ გავლენას ახდენს ფრაზე – «მამაკაცი ვალდებულია». ისინი ამ ვალდებულებას არ გაურბიან, მაგრამ «მაშველი რგოლის» გარეშე «ცურვა», ფსიქოლოგიურად, ადვილი არ არის. მამაკაცი ბევრად უფრო მშვიდად არის, თუ ოჯახში კიდევ ვინმე იქნება ფულის შემომტანი და თანხის რაოდენობას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.


3. უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა, საშუალოდ, 6-10 წლით უფრო ნაკლებია, ვიდრე ქალის. ამიტომ, ქალმა იმაზეც უნდა იფიქროს, თუ როგორ იცხოვრებს ის დაქვრივების შემდეგ, ანუ ვიდრე შესაძლებლობა აქვს და ჯანმრთელობა ხელს უწყობს, სახლში დიასახლისობას, ურჩევნია საპენსიო დანაზოგზე იზრუნოს.

4.
როგორც ცნობილია, ვისაც ფული აქვს, მის ხელში არის ძალაუფლებაც. ეს უკანასკნელი კი, მსუბუქად რომ ვთქვათ, ადამიანს აფუჭებს. ყველაზე წყნარი მამაკაციც კი, შეიძლება მონსტრად იქცეს სიტუაციაში, როდესაც მთელი ფინანსური რესურსი მხოლოდ მის ხელშია. ქალი, მის ყველანაირ საქციელზე (სმა, ღალატი, ჩხუბუ), თვალს ხუჭავს, რადგან მასზე ფინანსურად არის დამოკიდებული.

5.
თუ საუბარი მაღალი წრის საზოგადოებაზე არ არის, სადაც უმუშევარ ქალს შეუძლია თავისუფალი დრო ისე გაატაროს, როგორც მოესურვება (მაგ., გამოფენებზე სიარული, ვიზიტები სილამაზის სალონებში, თუ ფიტნეს დარბაზებში და . . სადაც მას ურთიერთობა აქვს მისავე წრის სხვა ადამიანებთან), ქალმა თუნდაც იმიტომ უნდა იმუშაოს, რომ სხვა ადამიანებთან დაამყაროს სოციალური ურთიერთობა – ტელევიზია და ინტერნეტი კარგია, მაგრამ ცოცხალი ურთიერთობაც აუცილებელია. ამასთან, საშუალო შემოსავლის ოჯახში ცხოვრება ძალიან მოსაწყენი, ერთფეროვანი და უინტერესო შეიძლება იყოს.

6.
სამუშაო, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის საყვარელია, ამაღლებს ადამიანის თვითშეფასების დონეს. სამუშაოზე შეიძლება თვითრეალიზება, წარმატების მიღწევა, ჩნდება სიამაყის გრძნობა შესრულებული სამუშაოს გამო, რაც ძალიან პოზიტიური გრძნობაა და რა თქმა უნდა, არც საკუთარი თავის ცხოვრებაში დამკვიდრება არის ნაკლებად მნიშვნელოვანი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეუღლე მდიდარია, ქალმა საყვარელი სამუშაო არ უნდა დატოვოს, რადგან დედა საინტერესო და საყვარელი სამუშაოთიდიდი ავტორიტეტი შვილებისთვის და არც ქმრისთვის გახდება ის მოსაწყენი, გარკვეული პერიოდის თანაცხოვრების შემდეგ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში არის გამართლებული, თუ ბავშვი ჯანმრთელია, ხშირად არ ავადმყოფობს და მისი ასაკი 2 წელს აღემატება. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი სხვაგვარად არის... მსხვერპლის გაღებაც საჭირო ხდებათუნდაც, საყვარელი სამუშაოს სახით.

7.
შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ოჯახური ურთიერთობა არ აეწყოს და მეუღლეები ერთმანეთს დაშორდნენ. ამ შემთხვევაში, სამუშაო არა მარტო დეპრესიის დაძლევაში დაეხმარება ქალს, არამედ ფინანსური «პარაშუტის» როლსაც შეასრულებ, ოჯახური «ბუდიდის» დაშლის შემდეგ, მარტო ან შვილებთან ერთად დარჩენილი ქალისთვის.

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


ჰოროსკოპი ქალბატონებისთვის: გაიგეთ რომელი დედოფალი ხართ (დაბადები თვის მიხედვით)

პასუხი კითხვაზე, თუ რა სურთ ყველაზე მეტად ქალებს?

ძირეული განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის

რეალური კომიქსები ოჯახური ცხოვრების შესახებ

ილუსტრაციებში ასახული, წყვილის ურთიერთობა, ქორწილამდე და ქორწილის შემდეგ

ბედი და ბედისწერის «მექანიზმი». შემთხვევით არაფერი ხდება...

20 ილუსტრაცია ცოლ-ქმრული სიყვარულის შესახებ

0
319
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
319
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0