x
image
ნათია ჩხობაძე
მძღოლებს! მოწყობილობა, რომელიც უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს (+ვიდეო)

მოწყობილობა თავდაპირველად შეიქმნა მეხანძრეებისა და სამართალდამცავი ორგანოებისათვის. ამ მოწყობილობის ოპერატიულობა და საიმედოობა უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. შემდგომში მოწყობილობა იმდენად პოპულარული გახდა თავისი სასიცოცხლო მნიშვნელობით, რომ დაიწყეს გამოყენება მძღოლებმაც. resqme - მოწყობილობა ეს არის-ორი ფუნქციით აღჭურვილი პატარა ხელსაწყო. მისი წყალობით, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, მაშინ როცა იჭედება ღვედი, ან მძღოლი და მგზავრი ჩაკეტილი კარების გამო გამოსვლას ვერ ახერხებენ, შესაძლებელია ღვედის მომენტალურად გადაჭრა და ასევე, მინის წამიერად გატეხვა. imageimage

imageimage
ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ მაშინ იღუპება, როცა იკეტება ალმოდებულ ავტომობილში, ან მაშინ როცა მანქანა წყლით ივსება. ამიტომ, ეს სენსაციური ხელსაწყო მართლაც საჭირო ინსტრუმენტია და ალბათ ყველა მძღოლს უნდა ჰქონდეს მანქანაში. მისი ფასი დაახლოებით 10$-ია.( შეგიძლიათ მოძებნოთ)
ნახეთ ვიდეო და თავად მიხვდებით ამ მოწყობილობის მნიშვნელობას.

წყარო:https://resqme.com

0
158
3-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0