x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
2017 წლის ნობელიანტი მწერლის კაზუო იშიგუროს რომანები, რომლებიც ქართულ ენაზეა თარგმნილი
image


„არასოდეს გამიშვა“ და ”დაფლული გოლიათი” - ეს არის ქართულ ენაზე თარგმნილი ორი რომანი იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერლის კაზუო იშიგუროს, რომელსაც 5 სექტემბერს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია გადაეცა.


ნობელიანტი მწერალი 1954 წლის 8 ნოემბერს დაიბადა იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში. 1960 წელს მისი ოჯახი დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად. ლიტერატურული კარიერა 1981 წელს სამი მოთხრობის გამოქვეყნებით დაიწყო. 1983 წელს, თავისი პირველი რომანის გამოქვეყნებიდან სულ მალე, გრანტზე წარადგინეს, როგორც „ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ბრიტანელი მწერალი“. რომანს ერქვა „იქ, საიდანაც გორაკები ჩანს“. ასეთივე წამახალისებელი ჯილდო მიიღო მიღწევებისთვის 1993 წელს. ავტორის შემდეგი რომანები იყო „წებოვანი სამყაროს მხატვარი“, „დღის ნარჩენი“, რომელმაც ბუკერის პრემია მიიღო. კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ იაპონელმა დაწერა „XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ინგლისური რომანი“. მას ჯოზეფ კონრადსა და ვლადიმირ ნაბოკოვს ადარებდნენ. ამ რომანის მიხედვით საკმაოდ წარმატებული ფილმი გადაიღეს, რომელშიც ენტონი ჰოპკინსი და ემა ტომპსონი მონაწილეობდნენ.


უფრო დიდი წარმატება მოჰყვა 2010 წელს მისი რომანის „არასოდეს გამიშვას“ ეკრანიზებას, რომელიც ბრიტანელმა რეჟისორმა აქცია ფილმად და არც შემცდარა – იგი ბოლო დროის ერთ-ერთ საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკურ კინოფილმად აღიარეს. ეს რომანი ჟურნალმა „ტაიმმა“ ყველა დროის 100 საუკეთესო ინგლისურ რომანს შორის დაასახელა. „არასოდეს გამიშვა“, ასევე, წარდგენილი იყო ბუკერის პრემიაზე. რომანი ქართულ ენაზე გამომცემლობა ”პალიტრა L-მა” თარგმნა.



ეს არის ანტიუტოპიური რომანი უმანკოების, მოგონებებისა და დანაკარგების შესახებ. ბავშვები რუთი, კეტი და ტომი ინგლისის განაპირას მყოფი პანსიონის, ჰეილშემის მოსწავლეები არიან. ეს არის ადგილი, სადაც უცნაური, მისტიკური წესები მოქმედებს.


ნობელიანტი ავტორის კაზუო იშიგუროს კიდევ ერთი რომანი, რომელის წაკითხვაც ქართულ ენაზეა შესაძლებელი არის ”დაფლული გოლიათი”.

მოხუცი ცოლ-ქმარი რთულ და დაბრკოლებებით სავსე გზაზე შვილის საძებნელად მიემგზავრება. უწარსულო სოფელი. ადამიანები, რომელთაც არაფერი ახსოვთ. ბუნდოვანება, როგორც ნისლი მეხსიერებისა. როგორ განვითარდება მოვლენები?


”ეს არის ნაწარმოები, რომელსაც შეუძლია მკითხველი წაკითხვის შემდეგაც არ „გაუშვას“ – მასზე ფიქრი უარს აცხადებს შენგან წასვლაზე, გაიძულებს, დაუბრუნდე ისევ და ისევ... იშიგურო არ ერიდება მნიშვნელოვან თემასთან შეჭიდებას და ამით მკითხველის მონუსხვას. ამის მისაღწევად კი ისეთი „ინსტრუმენტების“ გამოყენებას, როგორიც მითები, ისტორიები და ფანტასტიკაა“. – წერდა The New York Times Book Review ”დაფლული გოლიათის” შესახებ.


შეგახსენებთ, რომ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია 2017 წელს იაპონური წარმოშობის ბრიტანელ მწერალს კაზუო იშიგუროს გადაეცა. ამის შესახებ სტოკჰოლმის კაროლინის ინსტიტუტის ნობელის კომიტეტმა გუშინ, 5 სექტემბერს განაცხადა.


„იშიგურომ თავისი ძლიერი ემოციური ძალის რომანებში დაგვანახა უფსკრული, რომელიც სამყაროსთან კავშირის ჩვენეული ილუზორული გაგების მიღმა იწყება“, - განაცხადა კომიტეტის წარმომადგენელმა.


ნობელის კომიტეტი მშვიდობის დარგში გამარჯვებულს დღეს დაასახელებს.

0
76
8-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0