x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134521
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
რეინჯერის მუდმივმომქმედი წესები
image


1) არაფერი დაგრჩეს.

2) გქონდეს შენი იარაღი მუდამ გაწმენდილი როგორც სალამური, მაჩეტე გალესილი, სამოცი ტყვია და ერთ წუთში მზად იყავი გაუდგე გზას.

3) მარშისას, ისე მოიქეცი როგორც მოიქცეოდი ირემს რომ ეპარებოდე, დაინახე მტერი პირველმა.


4) ყოველთვის თქვი სიმართლე თუ რას ხედავ და რას აკეთებ, რადგან შენს ინფორმაციაზეა დამოკიდებული მთელი შეიარაღებული ძალები, ამიტომ კორექტულობა და სიმართლე უპირველესია. შენ შეგიძლია მოატყუო როგორც გესიამოვნება როცა რეინჯერების შესახებ ესაუბრები ახლობლებს, მაგრამ არასდროს უთხრა ტყუილი თანამებრძოლ რეინჯერს ან ოფიცერს.

5) არც კი გავივლებთ თავში რომ რაიმე ჩვენთვის შეუძლებელი ან მიუღებელია.

6) მარშზე ყოველთვის ვიყენებთ ერთმწკრივიან წყობას და გვაქვს ისეთი დისტანცია რომ ერთ ტყვიას არ შეუძლია დააზიანოს ორი ჩვენგანი.

7) როცა ვიბრძვით ჭაობიან ან რბილ ნიადაგიან ტერიტორიაზე, ჩვენ ვმოძრაობთ ერთმანეთის მიყოლებით ერთ კვალში, ისე რომ ძნელი იყოს ჩვენი კვალში ჩადგომა.

8) ვმოძრაობთ დაღამებამდე ისე რომ მტერმა ვერ მოასწროს ჩვენი დაწევა.

9) რომ დავბანაკდებით ნახევარი ისვენებს, ნახევარი ფხიზლობს.

10) ტყვეების აყვანის შემდეგ მათ ვაცალკევებთ, იმისათვის, რომ მათ რაიმე ისტორიის მოგონება არ მოასწრონ დაკითხვამდე.

11) არასდროს ვბრუნდებით უკან იგივე გზის გამოყენებით რათა არ აღმოვჩნდეთ ჩასაფრებაში.

12) არ აქვს მნიშვნელობა დიდ ჯგუფად გადავაადგილდებით თუ მცირე ჯგუფად, ყოველთვის გყვავს გამოყოფილი მზვერავი 20 იარდის წინ, უკან და ორივე ფლანგზე იმისთვის რომ დანაყოფის მთავარი ძალები არ აღმოჩნდეს ჩასაფრებაში და არ განადგურდეს.

13) ყოველ ღამეს ჩვენ დავთქვავთ შეკრების ადგილს თუ კი ღამე მტრის ჩვენზე ძლიერი ძალების ალყიდან მოგვიწევს გამოღწევა და დაცალკევება.

14) არასოდეს ვჯდებით საჭმელად თუ არ გყვავს დაწესებული ყარაული.

15) არასდროს გვძინავს მიწაზე, მიწაზე ვწევართ მხოლოდ მაშინ როცა მტერი გვიტევს.

16) არ გადაკვეთო მდინარე ჩვეულებრივ გადაკვეთისათვის გამოყენებულ ადგილას.

17) თუ ვინმე კვალში მოგყვება, გააკეთე წრე, დაბრუნდი შენს კვალზე და ჩაუსაფრდი მათ ვინც შენ გიპირებდა ჩასაფრებას.

18) არასოდეს წამოდგე როცა მტერი მოდის შენს წინააღმდეგ, დაიჩოქე, დაწექი, ამოეფარე ხეს.

19) მოუშვი მტერი ახლოს ხელით მიწვდომის პოზიციაზე, უეცრად გადმოხტი და მაჩეტე ჩაარტყი და ბოლო მოუღე.


მაიორი რობერტ როჯერსი.

1759 წელი.


image

0
125
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0