x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
კალკის ბრძოლის აპოთეოზი. 31 მაისი 1223 წელი

image


თათრებმა მოზიდეს რუსთა ფურგუნებზე მომტვრეული ხელნები და ფიცრები, დაალაგეს ზედ გაკოჭილ მთავრებს, თათართა სამასამდე მხედართმთავარი დაჯდა ამ ფიცრებზე, ყუმისით სავსე ფიალებს სწევდნენ და მონღოლთა მფარველს, ომის მრისხანე ღმერთს, სულდეს ხოტბას ასხამდნენ და უძლეველი "მსოფლიოს დამპყრობელის", წითურწვერა ჩინგიზ ხანის სადიდებელ სადღეგრძელოს მიირთმევდნენ. თათრებმა უარი თქვეს რუსთა სახელგანთქმულ მთავართა გამოსყიდვაზე და მსხვერპლად შესწირეს ღმერთ სულდეს, რადგან გაბედეს "ღმერთის მიერ მოვლენილი" ჩინგიზ ხანის ჯართან შებმა. ბაღათურები, ფიცრებქვეშ მოყოლილ მთავართა კვნესა და კრულვა რომ ესმოდათ, ხორხოცობდნენ. კვნესა და ყვირილი თანდათან მიწყდა, იგი მონღოლთა მხიარულმა სიმღერამ შთანთქა.

"....ხოლო მთავარნი წარტყუენნეს, შეჰკრეს, ფიცართა ქუეშე დააწვინნეს, ხოლო თვით ზევიდან დაასხდნენ და ღრეობდნენ. და ასე დაასრულეს მთავრებმა თვისი სიცოცხლე."


ტროიცკის მატიანედან.

0
105
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0