x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
საქართველოს უ17 ნაკრების ევროპის ჩემპიონატის წილისყრაში
image საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგ სიკვდილის ჯგუფში მოხვდა რადგან ჯგუფში საფრანგეთი და გერმანია გვყავს რომლებიც ფავორიტებად მოიხსენებიან. მაგრამ არ დაგვავიწყდეს ჩვენ ვაჯობეთ ესპანეთს, ინგლისს და უკრაინას რომლებიც არანაკლებია ამ გუნდებზე
. საქართველოს ნაკრებს პირველ რიგში წარმატებები ვუსურვოთ.
A ჯგუფი
: საფრანგეთი, ისლანდია, საქართველო, გერმანია. B ჯგუფი: სლოვენია, ჰოლანდია, პოლონეთი, ბელგია. კენჭისყრაში განთესვა არ გაკეთებულა. ჯგუფის მატჩები 4, 7 და 10 მაისს გაიმართება. თითო ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გავა ნახევარფინალში, სადაც A ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება, B ჯგუფის გამარჯვებული კი A ჯგუფის მეორეადგილოსანს. ნახევარფინალები 13 მაისს შედგება, ფინალი კი 16 მაისს. მატჩები ოთხ ქალაქში გაიმართება: მარიბორში, დომჟალეში, ლენდავასა და ლიუბლიანაში. ფინალი სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანას სტადიონ “სტოჟიცეზე” გაიმართება.
0
34
1-ს მოსწონს
ავტორი:გალაქტიონი
გალაქტიონი
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0