x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ბედისწერის ხელში

image

ერთხელ ოდა ნობუნაგამ (1534-1582 წწ. სამურაი, იაპონელი მთავარსარდალი, ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლი) მტერზე თავდასხმა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ მტერის ჯარი, მის ჯარს თითქმის 10-ჯერ აღემატებოდა, მან იცოდა, რომ გაიმარჯვებდა, მაგრამ მის ჯარისკაცებს ამაში ეჭვი ეპქრებოდათ.

ბრძოლაში მიმავალი მთავარსარდალი ტაძართან გაჩერდა და ჯარს მიმართა:

— ტაძარში ლოცვის შემდეგ, მე მონეტას ავაგდებ. თუ ავერსზე დაეცემა — ჩვენ გავიმარჯვებთ, თუ რივერსი იქნება — დავმარცხდებით. ჩვენ, ჩვენი ბედისწერის ხელში ვართ.

ნობუნაგა ტაძარში შევიდა და მდუმარედ ილოცა. როდესაც გამოვიდა, შეპირებისამებრ, მონეტა ააგდო. ავერსხი გამოვიდა. მისი ჯარისკაცები ისე თავგანწირვით იბრძოდნენ, რომ სულ ადვილად დაამარცხეს მოწინააღმდეგე და ბრძოლაც მოიგეს.

— ბედის შეცვლა არავის შეუძლია, — უთხრა მთავარსარდალს მსახურმა ბრძოლის შემდეგ.

— რა თქმა უნდა, არა — უპასუხა ნობუნაგამ და მას მონეტა აჩვენა, რომლის ორივე მხარეს ავერსი იყო.

imageimage

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageცხოვრების გაკვეთილები – იგავები, რჩევები, ბრძნული აზრები

imageimage

0
198
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0