x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508463
მდიდრების ოფოფები-ვინ შეაჩერებს მას?შეიხი მანსურ იბნ ზაიდ ალ-ნაჰაიანის გასაოცარი ავტომობილები
1) გიგანტური-Dodge Power Wagon



image ეს გიგანტური Dodge რეალურად დადის და თან მასში ცხოვრებაც შეიძლება, ავტომობილში განთავსებულია 4 საძინებელი, სამზარეულო, აბაზანა და აივანიც კი აქვს.ამ 50 ტონიან "მახინას" ავტონომიური კონდიციონერის და რამდენიმე ბაკი წყლის წყალობით ერთი კვირა შეუძლია იბორიალოს უდაბნოში.


2)Mercedes S-კლასი Monster-Truck

imageშეიხის ყველაზე დიდი სისუსტე ყველგანმავალი "მესედესია", ეს მონსტრი სპეციალური შეკვეთითაა დამზადებული და როგორც ამბობენ დაგრძელებულ კაპოტში Big Block-ის ძრავა უდგას General Motors-ისგან, რომლის მოცულობა 9.4 ლიტრია.



3)Mercedes S- კლასის ყველა ფერის

image

მანსურ იბნ ზაიდს "ცისარტყელას" შეიხსაც უწოდებენ და იგი ნამდვილად ამართლებს თავის სახელს, გარაჟში უდგას S კლასის მერსედესი გადაღებილი წითელ-ყვითლად ან ცისარტყელას ფერებში.


4)გიგანტური Jeep Wrangler-ი.

imageნუ მთლად Jeep Wrangler-ი არ არის... ძარა Ford F-550-სგან არის ნასესხები, ძრავა V8 400 ც.ძ.-იანია.


5)მრავალბორბლიანი Nissan Patrol-ი

imageმოდიფიცრებულ ყველგანმავალს არაოფიციალურად "ნისანი-ობობა" უწოდეს, წინ და უკან დამატებული ბორბლების გამო, რის მეშვეობითაც ავტომობილს თავისუფლად შეუძლია უდაბნოს ქვიშიანი ტერიტორია დასძლიოს.


6)ძალიან დიდი Willys-ი

imageროგორც ცნობილია შეიხის ეს Willys-ი ორიგინალთან შედარებით 8-ჯერ არის ზომაში გადიდებული და ეს ავტომობილიც, ჩვეულებრივად დადის(V8 ძრავა) და გინესის წიგნშიც არის მოხვედრილი.


7)ყველგანმავალი Ford Mustang-ი

image

შეიხისთვის ამ ავტომობილს 7 თვის განმავლობაში აწყობდნენ, მართალია Ford Mustang-ი ჰქვია, მაგრამ ძარა Dodge RAM 2015 -ის აქვს, ხოლო დიზაინი გასული საუკუნის 20-იანი წლების სტილშია, ემბლემა კი "კრაისლერის" აქვს.


8)ყველაზე დიდი სახლი ბორბლებზე

image1993 წელს გინესმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ეს გახლავთ ყველაზე დიდი სახლი-ბორბლებზე მსოფლიოში, თუმცა საკითხავია ამხელა ჯაბახანა რომელმა მანქანამ უნდა გასწიოს...მაგრამ არ გეგონოთ სულ ეს არის.


შეიხის გარაჟში მრავალი ასეთი "ოფოფები" ინახება, მაგალითად მოძრავი გლობუსი, გადაბმული Jeep Wrangler-ი, Bugatti Chiron, Lamborghini Centenario და სხვა ექსკლუზიური სუპერავტომობილები.

image


P.S-მანსურ იბნ ზაიდ ალ-ნაჰაიანი(დაბ 1971წ) გაერთიანებული საემიროების პრინცი, განათლება მიიღო აშშ-ში: ბაკალავრის ხარისხი პოლიტოლოგიაში(1993წ) ბანკ "First Gulf Bank»-ის თავმჯდომარე, კომპანია ADUG-ის მფლობელი, 2008 წელის იყიდა საფეხბურთო კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი", ამის გარდა ეკუთვნის "მელბურნ სიტის" და "ნიუ-იორკ სიტის"(საფეხბურთო კლუბები) აქციების 80%, ამის გარდა ფლობს აბუ-დაბის საფეხბურთო კლუბ "ალ-ჯაზირას". image

image

იხილეთ აგრეთვე

0
578
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
578
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0