x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
წაიკითხეთ, თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ დიეტაზე...
პატარა იუმორისტული ჩანახატი მათთვის, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა დიეტაზე. აი, რას გრძნობს დიეტის დროს ქალის კუჭი:


image


ორშაბათი:

დილა.



ასე-ასეე... ჩაიცვა, გავიდა სახლიდან და წაეთრია სამსახურში. და საუზმეე? ვინ ისაუზმებს? ხო მიდი, მიდი, მოწევა არ დაგავიწყდეს! აი მაგისთვის რას გიზამ ახლა...! ოპაა! გეტკინა ხო? აბა, მშიერ კუჭზე მოწევა არ გამიგია მე.


შუადღე.


ოოო, ყველაფერი გასაგებია, შაბათს რაღაც ჭირად ჩაიხედა სარკეში, ზედმეტი ცელულიტი დამიგროვდაო, მოეჩვენა და ორშაბათიდან დიეტობს. არა გენაცვალე, მე შენ ვინ გგონივარ, ჩემთან ეგეთები არ გაგივა!


საღამო.


მშიაა!!! ჭამა მინდააა! ერთი კარგი ქაბაბი მინდაა, მწვადიც არ მაწყენდა!!!


ღამე.


ოხ, ძილი და ჯანდაბა შენ! არ გავჩუმდები! სულელი თვითონ ხარ! მკიდია შენი დიეტა. ეხ, ცხელ-ცხელი ხაჭაპური ახლა…



სამშაბათი:


დილა.


ვაახ!.. ეგ შენი კომბოსტოს ფოთლები ერთ ადგილას წაიღე რა... ისე მოვინელე, გემოც კი ვერ გავიგე, რა ჯანდაბაა. რაღა მე შემხვდა ეს სულელი. მთელი ღამე დოდო დეიდას კუჭის ბედს შევნატროდი...


შუადღე.


მაწონი?? ფუუუი… ვერ ვიტან!!!


საღამო.


ვბუყბუყებ, რაც ძალა და ღონე მაქვს ვბუყბუყებ, მივიდეს იქნებ იმის ტვინამდე რამე — რად გინდა, ყურადღებასაც არ მაქცევს, საძაგელი!


ღამე.

ახალი კარტოფილი, კანიანად კარგად შეპიწკინებული, ახალი მწვანე ტყემლით...იფ, იფ, იფ... ეეეჰ, სად არის მერე...


ოთხშაბათი:

დილა.


ცოტა სალათის ფოთლები ჩამოუშვა — რა ჯანდაბად იზრდება ასეთი საძაგლობა!..


შუადღე.


გაუმარჯოს, მაწონო! ცოტა ნელა უნდა მოგინელო, თორე რა გაძლებს ხვალამდე ასე მარტო, გამოყრუებული.


საღამო.


ჩემგან აღარაფერი დარჩა — დამცინიან კიდეც დანარჩენი ორგანოები. გამოვიფიტე, დავჭკნი!


ღამე.


მახსოვს, მშობლებთან რომ ვცხოვრობდით, ყოველ საღამოს ისეთი ვახშამი გვქონდა! ჯერ სუპი, მერე სალათი, ხორცი... გადავიდა მარტო საცხოვრებლად და დამერხაა...


ხუთშაბათი:


დილა.

აუუ, მოწევას მაინც შეეშვი რა! ისე რა, შევეჩვიე მგონი… გული წამომერევა და გაჩერდება მალევე? სადაა ჩემი სალათი?! ხომ მეკუთვნის! სადაა?! რა განუკითხაობაა!


შუადღე.


ვაშაა!! მაწონი მოვიდაა! კიდე მინდა! მინდააა! კიდე მომეცი მაწონი რააა!!!


საღამო.


ნაწლავებს ველაპარაკე. ისინიც შოკში არიან! ოიი, ფრთხილად! რამხელა ქლიავებია... ყველა ჩემია?! ვაახ, წავედი მოვინელო!


ღამე.


ეს სულელური ქლიავები… ვერაფრით ვინელებ, დავიტანჯე!.. ბოდიში რა ბიჭებო, თქვენსკენ ვაგზავნი, მე ვერაფერს გავხდი და ახლა თქვენ მიხედეთ, 8 მეტრი გაქვთ სიგრძე, მე კი სულ მარტო ვარ.


პარასკევი:


გამთენია.


ტუალეტში ვზივართ, ვაცილებთ ქლიავს.


დილა.


გავგიჟდები! იოგურტი მივიღე! ვითომ ქლიავმა გაუნათა გონება?!


სადილი.


მაწონი. კუჭის წვენი კი იღვრება და იღვრება…


საღამო.


რესტორანში ვზივართ, ვიღაც კაცთან ერთად, ვყნოსავთ სხვის საჭმელს… დაიცა, ჩუმად! კაცმა უთხრა, რომ ბოლო დროს ძალიან გახდა! რომ მშვენივრად გამოიყურება! ვახ, შენ გენაცვალე! მაგარი კაცი ხარ!!! ახლა მგონი მაჭმევენ რამეს!


გვიანი საღამო.


ასეეე! რა გვაქვს?! სოკო? ეს რაღაა? ვაა, მარტინი? უუუუხ… არაყიც… მაგარიააა… მოკეტე ღვიძლო, ყველაფერი კონტროლზე მაქვს!..


ღამე.


მშვიდობით, სოკოებოოო! არაყო მშვიდობიით! კარტოფილოოო!… ოხ, რამდენი სიამოვნება იკარგებაა!


ასევე დაგაინტერესებთ:


1. მდიდარი სასიძო და შეცდენილი ქალიშვილი - ამბავი, რომელმაც ბევრი გაახალისა!image


2. როგორ უნდა ველაპარაკოთ ექიმს - მოკლე ამბავი, რომელიც ძალიან გაგამხიარულებთ!image


3. შეხედეთ ამ ფოტოებს ორჯერ და მიხვდებით, რომ...image


4. როგორ გამოადგა რუსეთის ბაზარზე მოვაჭრე ქართველს ფიზიკის ცოდნა - სახალისო ისტორიაimage

5. 11 რჩევა, რომელიც უცხოელებს ქართულ სუფრაზე მოხვედრისას გამოადგებათimage


6. როგორ ჩააცვა ბაღის აღმზრდელმა ბიჭუნას ფეხსაცმელი - სახალისო ამბავი, რომელიც თან დაგაფიქრებთimage


7. "ჩაი ხომ დალიე, ახლა მაჩვენე...უკანალი" - რა შეემთხვა სოფელში ახალგაზრდა მასწავლებელსimage

0
306
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0