x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ტაქსისტმა თაღლითებისგან გამოძალული თანხა პენსიონერს უკან დაუბრუნა
image

78 წლის პენსიონერს ბარი სტოუნს მარლოუდან თაღლითებმა დაურეკეს და აცნობეს, რომ სკოტლან-იარდიდან რეკავდნენ და იძიებდნენ ბანკის გაძარცვის საქმეს, მოხუც პენსიონერს "სკოტლანდ-იარდის გამოძიებლებმა" დაავალეს მთლიანად გამოეტანა დანაზოგი-12 000 ფუნტი სტერლინგი, რათა სამართალდამცავებს ბანკნოტებზე "თითის ანაბეჭდები" შეემოწებინათ, მოხუცს თანხა ტაქსისტისთვის უნდა გადაეცა, რომელიც თავის მხრივ ლონდონში ჩაიტანდა ფულს, პირობით, რომ შემოწმების შემდეგ თანხა უკან დაუბრუნდებოდა.


ამასობაში თაღლითებმა ტელეფონით გამოიძახეს ტაქსი და მოხუცის მისამართი უთხრეს, მათ აცნობეს, რომ ტაქსის მძღოლს უნდა წამოეღო 8 000 ფუნტი სტერლინგი და 4 128 ევრო.



ადგილზე მისულ ტაქსის მძღოლმა აზიდ რაშიდმა აიღო თანხა, მაგრამ იგრძნო, რომ ამ საქმეს კარგი სუნი არ ასდიოდა და მოხუცის სახლში დაბრუნდა.ტაქსისტმა თან პოლიციას გამოუძახა.


image

"მითხრეს, რომ მათ აქვთ თითის ანაბეჭდები, ამიტომ სჭირდებათ ბანკნოტები"-აღნიშნა სტოუნმა-"მე მეგონა, რომ მათ ვეხმარებოდი."


image

"ის შესანიშნავი ადამიანია, -ამბობს პენსიონერი აზიდ რაშიდზე -აწი ჩვენ მეგობრები ვიქნებით, რამდენიმე კვირაში ჰიტროუში სამკურნალოდ მივემგზავრები და მის ტაქსს აუცილებლად გამოვიყენებ."


თავის მხრივ აზიდ რაშიდმა დასძინა:"ძალიან ვბრაზდები, როდესაც ასეთ ამბავს ვგებულობ? როგორ შეიძლება საერთოდ მიზანში ამოიღო მოხუცი ადამიანი?მე ისე აღმზარდეს და მასწავლეს რომ პატივი უნდა სცე მოხუცებს."


ამასთანავე რაშიდმა უარი განაცხადა ფულად ჯილდოზე:

"არ ვთვლი საკუთარ თავს გმირად, უბრალოდ უზნეობად მიმაჩნია აიღო ვინმეს თანხა, მით უმეტს, როდესაც საუბარია უსუსურ მოხუცზე."-დასძინა აზიდ რაშიდმა.

image

მისტერ სტოუნი უკვე 12 წელია მარტო ცხოვრობს, მეუღლე 12 წლის წინ გარდაეცვალა.



პოლიციის პრეს-მდივანმა, რომელიც კურიერულ აფერას იძიებს განაცხადა, რომ საქმის გამოძიება დაწყებულია, ტაქსის მძღოლის ინფორმაციით თანხა ვინე ჰარისთვის უნდა გადაეცა."ვისაც რაიმე დამატებითი ინფორმაცია გაგაჩნიათ, გთხოვთ დაერკოთ 101-ზე"-დასძინა პრეს-სპიკერმა.

image

0
140
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0